როგორ დავძლიოთ დაღლილობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავძლიოთ დაღლილობა

უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ორგანიზმის დაღლილობის უმნიშვნელო სიმპტომებსაც კი. გადაღლა იკურნება და სულიერი თუ ფიზიკური წონასწორობის აღდგენაც შესაძლებელია.

ჰორმონები

ნერვულმა ან ფიზიკურმა გადაღლამ შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს ჰორმონების გამომმუშავებელი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობაზე. ორგანიზმში ჰორმონების გადაჭარბებული ან არასაკმარისად მიწოდება ხელს უწყობს გადაღლის განვითარებას.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობაც ასევე მომატებული დაღლილობის გამომწვევი მიზეზია.

ხმაური

ხმაური გადაღლილობის გამომწვევი ყველაზე სერიოზული ფაქტორია, რადგანაც ის ამწვავებს ადამიანის ორგანიზმზე გარემოს არასასურველი პირობების ზემოქმედებას. როდესაც ნერვული სისტემა დასუსტებულია, მაშინ მტკივნეულად ვრეაგირებთ ნებისმიერ ბგერაზე. მუდმივი ან ძლიერი ხმაური განაპირობებს გადაღლის განვითარებას.

ემოციები

შიში, სიხარული, გაოცება, წყენა, შური – როდესაც ნორმალური ძალით ვლინდება, ორგანიზმს ადვილად გადააქვს. თუ ეს მღელვარება მძლავრად ვლინდება დროის მოკლე შუალედებში, ორგანიზმს, ნერვული სისტემის გადაძაბვის ხარჯზე, ყოველ ჯერზე გარემოს შეცვლილ პირობებთან შეგუება და ყველა დამცველობითი საშუალების მობილიზება უწევს.

გონებრივი გადაძაბვა

გონებრივი გადაღლის მიზეზი იშვიათადაა მუშაობის დროს განვითარებული გადაძაბვა. ის პრაქტიკულად ყოველთვის დაკავშირებულია პიროვნების თვისებებთან. გონებრივი გადაღლა ვითარება შფოთვითი მდგომარეობის ფონზე, რომელიც მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, იშვიათად არის შემოქმედებითი წვის შედეგი.

როგორ ვძლიოთ დაღლილობას?

  • აუცილებლად ისაუზმეთ.
  • დალიეთ სითხე ხშირად.
  • როდესაც გეძინებათ, დაწექით, ხშირად არის სიტუაცია, როდესაც მიუხედავად დაღლილობისა, მაინც ვერ იძინებთ. ამ შემთხვევაში დამამშვიდებელი საშუალებები დაგეხმარებათ.
  • ჩვეულებრივ, დაღლილობისას დაწოლა და დაძინება გვინდა, მაგრამ გაღვიძების შემდეგ დაღლილობა არსად ქრება. ამ შემთხვევაში გადაწყვიტეთ პრობლემა სულ სხვა მიმართულებით – ჩართეთ მუსიკა და იცეკვეთ.
  • ყოველდღიურად იარეთ ფეხით ნახევარი საათის განმავლობაში, ასევე ეცადეთ არ ისარგებლოთ ლიფტით.
  • შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესს, დამამძიმებელ ურთიერთობებს, უაზრო სამუშაოს და ჭირვეულ ადამიანებს. ყველაფერი, რაც დაგადარდიანებთ, უკუაგდეთ და ცხოვრებაში შემოუშვით სიხარული.
  • გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები: ღრმა სუნთქვა – ნელა და ღრმად შეისუნთქეთ ცხვირიდან ჰაერი, დაითვალეთ 5-მდე და ნელა ამოისუნთქეთ პირის საშუალებით. ასეთი ღრმა, რიტმული სუნთქვა მოდუნებაში დაგეხმარებათ და ორგანიზმს ჟანგბადით გააჯერებს.