როგორ შევიქმნათ იმიჯი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევიქმნათ იმიჯი

მაქსიმალურად ეფექტურად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, პოტენციალი. ბევრი მართლაც კარგად ახერხებს ამას, მაგრამ არის ადამიანთა ნაწილი, რომელიც სასურველ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის?

შეამჩნევდით, რომ ვისაც პირველივე ჯერზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია, ბევრს აღწევს, სხვებს კი, მიუხედავად იმისა, რომ არანაკლებ კომპეტენტურები არიან, ამისთვის მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდებათ. შესაძლოა, თავადაც შესწრებიხართ ასეთ სიტუაციას: კორპორაციულ საღამოზე ყურადღების ცენტრში ექცევა ძალიან მოკრძალებული გარეგნობის ქალიშვილი. რა არის მისი საიდუმლო? – მან იცის, როგორ წარმოაჩინოს თავი.

ერთი ნახვით

საინტერესოა, შეუყვარდებოდა თუ არა უფლისწულს კონკია, ქვაბების ხეხვის დროს რომ ენახა? ალბათ, არა. კონკიას ბედმა გაუღიმა – კეთილმა ნათლიამ დროულად იზრუნა მისი იმიჯის შეცვლაზე.

ფაქტია: როცა ადამიანთან ურთიერთობას ვამყარებთ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მისი ჩაცმის სტილს, მის თავდაჯერებას, კეთილგანწყობას. შემთხვევითი არ არის, რომ პროფესიონალ იმიჯმეიკერებზე ჩვენს დროში დიდი მოთხოვნაა.

პირველი შთაბეჭდილება: მიაქციეთ ყურადღება, როგორ შემოგცქერით პროფესიონალი გამყიდველი დიდ სავაჭრო ცენტრში: ის მყისვე მიხვდება, რომელმა საქონელმა შეიძლება დაგაინტერესოთ. ასევე გვაფასებენ სხვებიც. ხშირად ნაცნობობის პირველივე წუთი გადამწყვეტია: ამ ხნის განმავლობაში ადამიანი ასწრებს თქვენ შესახებ წარმოდგენის შექმნას და ეს წარმოდგენა მით უფრო უკეთესი იქნება, რაც უფრო მომგებიანად წარმოაჩენთ თავს.

შეიტანეთ შესწორებები

გსურთ, სხვები სერიოზულად მოგეკიდონ? მეტი ყურადღება დაგითმონ? იმუშავეთ თქვენს იმიჯზე! ეს არც ისე რთულია – მსახიობი ხომ ყველა ადამიანშია.

  • შეისწავლეთ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, იოლი არ არის, შორიდან შეხედო საკუთარ თავს. ყურადღებით შეისწავლეთ შეხვედრების, წვეულებების ჩანაწერები, რომლებსაც თქვენც ესწრებოდით. სთხოვეთ მეგობრებს, გადაგიღონ ვიდეო. აბა, როგორ მოგეწონათ თავი? შეეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ თქვენი დგომის, სიარულის მანერა, ჟესტები, ღიმილი – როგორ შთაბეჭდილებას ახდენენ ისინი? რა მოგწონთ და რას შეცვლიდით?
  • მოიფიქრეთ იმიჯი. წარმოიდგინეთ, რომ სარკეში საკუთარ ანარეკლს ხედავთ, არა ჩვეულს, არამედ განსხვავებულს, იდეალურს. უმცირეს დეტალებამდე შეისწავლეთ და ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად ჩაიხედოთ ასეთ წარმოსახვით სარკეში.
  • ეცადეთ, სიტუაციისადმი ადეკვატური იყოთ. შეუძლებელია, მისდიოთ ქცევის მუდამ ერთსა და იმავე ხაზს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, სამსახურში მომთხოვნ პროფესიონალად გამოიყურებოდეთ, ნათესავებსა და მეგობრებთან ურთიერთობის იგივე სტილი არ გამოგადგებათ. მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მომზადებისას დაფიქრდით: როგორი ადამიანები გელოდებიან იქ? ურთიერთობის რომელი სტილია მათთვის უფრო შესაფერისი? როცა ამ კითხვებს უპასუხებთ, მიხვდებით, რა ჩაიცვათ და როგორ გეჭიროთ თავი.
  • ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მეტყველებას – როგორ აგებთ ფრაზებს? ხშირად წუწუნებთ თუ უფრო მეტად სიხარულს გამოხატავთ? სიტყვები ამჟღავნებენ თქვენს დამოკიდებულებას საკუთარი თავის, სხვებისა და, საზოგადოდ, ცხოვრების მიმართ.
  • თავი ბუნებრივად გეჭიროთ. ლაღი ჟესტიკულაცია, ჯდომისა თუ დგომის თავისუფალი მანერა, კეთილგანწყობილი ღიმილი საკუთარ თავში დარწმუნებულ და გულწრფელ პიროვნებად წარმოგაჩენთ. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, როგორ ლაპარაკობთ. ხმადაბლა მოლაპარაკე გაუბედავი, უგერგილო ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენს, მეტისმეტად მყვირალა ხმის პატრონი კი – გულგრილისას.
  • გაუწიეთ რეკლამა საკუთარ თავს, თამამად გაუსვით ხაზი საკუთარ ღირსებებს – ყველა დარწმუნდება, რომ თქვენ უნიკალური და განუმეორებელი ხართ.

ფაქიზი შტრიხები

არსებობს მარტივი, ნაცადი ხერხები, რათა თანამოსაუბრე ჩვენდამი სიმპათიით განვაწყოთ:

  • ნუ გაუშვებთ ხელიდან კომპლიმენტის თქმის შანსს – ქება ყველას სიამოვნებს. ოღონდ გულწრფელი ქება. ტლანქი მლიქვნელობა, პირფერობა უკუეფექტს იწვევს.
  • ტელეფონით საუბრისას გაიღიმეთ. მართალია, თანამოსაუბრე ვერ ხედავს თქვენს ღიმილს, მაგრამ შესანიშნავად „ესმის“ ის.
  • ექსპერიმენტების მთელი სერიის შემდეგ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ ადამიანი ხშირად მცდარად აფასებს შთაბეჭდილებას, რომელსაც ახალ ნაცნობებზე ახდენს. რატომ? როდესაც ცდილობს, შორიდან შეხედოს საკუთარ თავს, თავისდა უნებურად გულისხმობს დაფარულ ინფორმაციასაც, რომელიც თანამოსაუბრისთვის უცნობია – აზრებს, მოტივებს, სურვილებს, მოგონებებს.

გაითვალისწინეთ ეს!