იწვევს თუ არა სპორტული მოედნის ხელოვნური საფარი კიბოს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იწვევს თუ არა სპორტული მოედნის ხელოვნური საფარი კიბოს?

უმაღლეს ლიგაში ხელოვნური საფარის აკრძალვით ფეხბურთის ფედერაციამ თავად გასცა პასუხი კითხვას, რომელიც წერილის სათაურში დავსვით. შესაძლოა, ხელოვნური საფარის გამოყენებისთვის არგუმენტი ის იყოს, რომ იგი ბუნებრივზე ადვილი მოსავლელია, მაგრამ რა ვუყოთ ფეხბურთელების ჯანმრთელობას?

ამ თემასთან დაკავშირებით მეტად საინტერესო მასალა მოვიძიეთ. ჩვენთვის საინტერესო საკითხზე championat.com წერს და ვფიქრობთ, მას ჩვენი მკითხველიც დიდი ინტერესით გაეცნობა. გთავაზობთ ამ ვრცელი წერილის ჩვენთვის საინტერესო ნაწილს...

იწვევს თუ არა ხელოვნური საფარი კიბოს?

The Telegraph-ში გამოქვეყნდა მასალა იმის თაობაზე, რომ ხელოვნურ საფარზე თამაში მავნებელია ჯანმრთელობისთვის. საუბარია ასეთი საფარის გამოყენებაზე საფეხბურთო კლუბებისა და აკადემიების მხრიდან.

The Telegraph გადმოგვცემს ისტორიას, რომელიც ეხება კიბოთი დაავადებულ მოზარდს. ვარაუდობენ, რომ ეს დაავადება გამოიწვია იმან, რომ ის ვარჯიშობდა მესამე თაობის ხელოვნურ მინდორზე. ეს ახალგაზრდა "ლიდსისა" და "დარლინგტონის" აკადემიებში ემზადებოდა და იქ სწორედ ასეთი ხელოვნური საფარი იყო გამოყენებული. 18 წლის მოზარდს ჰქვია ლუის მაგუაირი, მამამისი ნაიჯელი კი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც წამოიწყო კამპანია მესამე ხარისხის ხელოვნური საფარის წინააღმდეგ ევროპის მასშტაბით.

mkurnali.ge

ტელეკომპანია Zembla-მ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა ჩაატარა, რომელმაც ვერც უარყო და ვერც დაადასტურა ის, რის თაობაზეც ახლა ჩვენ ვწერთ. ამ კვლევას დიდი ყურადღება მიაქციეს ჰოლანდიაში, სადაც ამ საფარზე თამაშობენ საფეხბურთო გუნდები: "ჰერაკლესი", "სპარტა", "ექსელსიორი", "როდა", "ზვოლე" და "დენ ჰააგი".

ამასთან, ევროპაში ერთ-ერთი პოპულარული საფეხბურთო აკადემიის, "აიაქსის" ხელმძღვანელებმა უკვე გადაწყვიტეს საფარის შეცვლა.

ჯერ ისევ დიდი კითხვის ნიშანი უზის იმას, რომ ხელოვნური საფარი მხოლოდ საფეხბურთო ხასიათის ტრავმებს უწყობს ხელს, თუ უფრო მეტი ზიანი მოაქვს ადამიანისათვის, სერიოზულ დაავადებამდე მიჰყავს ის.

ინგლისური გაზეთის ინფორმაციით, ხელოვნურ საფარზე ხშირად ხმარობენ რეზინის დანამატებს, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ამ თემაზე კომენტარს აკეთებს ცნობილი მწვრთნელი კო ადრიაანსე:

"ჰოლანდიაში უკვე ჩატარდა პირველადი კვლევები რეზინული დანამატების მავნებლობის თაობაზე. ამ ეტაპზე კვლევას არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. კვლევა არ იძლევა საფუძველს, ვილაპარაკოთ რეალურად მავნებლურ შედეგებზე. ჰოლანდიაში არ არის გამოვლენილი კავშირი ხელოვნურსაფარიან მოედანსა და ავადმყოფობას შორის, მაგრამ ამერიკისა და ჩრდილოეთ ინგლისის წარმომადგენელი ზოგიერთი სწავლული ხედავს ასეთ კავშირს. ჩვენი ასოციაცია შეშფოთდა ამის გამო და სახელმწიფოს მიმართა ინიციატივით, ჩატარდეს კვლევები", - თქვა მან. წაიკითხეთ სტატია სრულად საიტზე: lelo.ge