5 მიზეზი რატომ უნდა ჩავრთოთ ბებიები და ბაბუები შვილიშვილების აღზრდაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 მიზეზი რატომ უნდა ჩავრთოთ ბებიები და ბაბუები შვილიშვილების აღზრდაში

1. თაობათა შორის კავშირი დაცულობის შეგრძნებას ქმნის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტად არიან ჩართულები ბებიები და ბაბუები შვილიშვილების ცხოვრებაში, მით უფრო მშვიდები და დალაგებულნი არიან ბავშვები, ნაკლები ემოციური და ქცევითი პრობლემები აქვთ მათ. უკეთ უმკლავდებიან ისეთ მატრავმირებელ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, როგორიცაა: მშობლების გაყრა ან სკოლაში არსებული პრობლემები. ბებიები და ბაბუები შვილიშვილებს აძლევენ დაცულობის შეგრძნებას, რომელიც მათ ეხმარებათ მინიმალური დანაკარგებით გადალახონ ყველა გამოწვევა.

ბებიების და ბაბუების მონაყოლი საკუთარი ბავშვობის თავგადასავლები, ბავშვს ეხმარება თავი განიცადოს ოჯახური ისტორიის ნაწილად, თაობებს შორის რგოლად, ეს უფრო თავდაჯერებულს ხდის მას და ეხმარება სტრესის გადატანაში.

2. ოჯახური ისტორიის ცოდნა ბავშვს აკეთილშობილებს.

ოჯახის რთულ, მძიმე პერიოდებზე ისტორიები ბავშვებში ავითარებს ემპათიას, ანუ თანაგრძნობის უნარს. ამდენად, ბებიასთან და ბაბუასთან პოზიტიური ურთიერთობა შვილიშვილებს ეხმარება კარგ და კეთილ ადამიანებად ჩამოყალიბებაში.

3. ბებიებთან და ბაბუებთან მეგობრობა ეიჯიზმზე საუკეთესო აცრაა.

ოდესღაც ყველა დავბერდებით და არავის სურს ხანდაზმულ ასაკში ეიჯიზმს (უარყოფითი დამოკიდებულება უფროსი ასაკის ადამიანებისადმი, ასაკის მიხედვით დისკრიმინაცია) წააწყდეს.

კვლევის შედეგების თანახმად, ბავშვები, რომელთაც ახლო ურთიერთობა აქვთ ბებიებთან და ბაბუებთან, უფრო ნაკლებად ექვემდებარებიან ეიჯიზმს და ხანდაზმული ადამიანების მიმართ თბილი დამოკიდებულება აქვთ.

4. მოხუცებისა და ზრდასრული შვილიშვილების ახლო ურთიერთობა იცავს დეპრესიისგან.

ემოციური სიახლოვე უფროსი თაობისა და უკვე წამოზრდილ შვილიშვილებს შორის აქვეითებს დეპრესიის რისკს როგორც ასაკოვნებში, ისე ახალგაზრდებში.

ამერიკული კვლევის მონაცემების მიხედვით, შვილიშვილებთან ურთიერთობა ემოციურად აძლიერებს მოხუცებს, ხოლო ახალგაზრდებს ბებიების და ბაბუების რჩევები ეხმარება ტონუსში ყოფნისთვის და ჩუქნის სიყვარულს.

5. შვილიშვილების აღზრდა ბებიებსა და ბაბუებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც ბავშვების აღზრდაში აქტიურად მონაწილეობენ, უფრო დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ. შვილიშვილების აღზრდა ბებიებს და ბაბუებს ააქტიურებს, უვარჯიშებს ინტელექტს და უფრო მდგრადს ხდის სტრესისადმი. საშუალოდ, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 წლით იზრდება.

ლალი ჩხიკვაძე