რატომ არის ხანგრძლივად ჯდომა ცუდი (ვიდეო) - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

რატომ არის ხანგრძლივად ჯდომა ცუდი (ვიდეო)

ახლა ალბათ ზიხართ და ამ ვიდეოს უყურებთ. არაფერი დაშავდება თუ დამჯდარ მდგომარეობაში
რამდენიმე წუთით გაჩერდებით, მაგრამ რაც უფრო დიდხანს ზიხართ, მით უფრო იძაბება თქვენი ორგანიზმი. ის ზის და ითვლის წამებს იმის მოლოდინში, რომ ადგებით და გაისეირნებთ.

ეს შესაძლოა სასაცილოდ მოგეჩვენოთ: გგონიათ, რომ ჩვენს ორგანიზმს უყვარს ჯდომა, ხომ?

ცდებით! რა თქმა უნდა, ხანმოკლე დროის განმავლობაში ჯდომა გვეხმარება სტრესისა და დაღლილობის დაძლევაში, მაგრამ დღესდღეობით, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, უფრო მეტ ხანს ვატარებთ ჯდომაში, ვიდრე მოძრაობაში და ჩვენი სხეული არაა შექმნილი ასეთი უმოძრაო ცხოვრებისთვის.

ადამიანის
ორგანიზმი მოძრაობსთვისაა შექმნილი, და ამას ამტკიცებს მისი აგებულება.
ჩვენი სხეული დაახლოებით 360 სახსრისგან და 700-მდე ჩონჩხის კუნთისგან შედგება, რაც თავისუფალ და მოქნილ მოძრაობას განაპირობებს.
ორგანიზმის უნიკალური სტრუქტურა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გამართული პოზა შევინარჩუნოთ მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ.

მოძრაობა აუცილებელია სისხლის ნორმალური ცირკულაცისთვის.
მოძრაობა სარგებლის მომტანია ჩვენი
ნერვული უჯრედებისთვისაც.
ჩვენი კანი კი ელასტიურია, რაც სახსრების მოძრაობას შესაძლებელს ხდის.
ასე რომ, თუ თქვენი ორგანიზმის ყოველი სანტიმეტრი მზადაა და გელოდებათ რომ იმოძრაოთ.

რა ხდება, როცა ამ მოლოდინს არ ამართლებთ?
დავიწყოთ ამ პრობლემის ხერხემლით, პირდაპირი მნიშვნელობით.
ხერხემალი გრძელი სტრუქტურაა, რომელიც შედგება ძვლებისა და ხრტილოვანი დისკებისგან, რომელიც მალებს შორისაა მოთავსებული. ამ სტრუქტურასთან დაკავშირებულია იოგები კუნთები და ასე იქმნება ერთიანი სისტემა.

ჯდომის ხშირი პოზა - წელში მოხრილი და მხრებში ჩარგული კისერი - არაერთგვაროვან ზეწოლას ახდენს ხერხემალზე. დროთა განვალობაში ეს იწვევს ხრტილოვანი დისკების ცვეთას, ზედმეტ დატვირთვას ახორციელებს ზოგიერთ იოგსა და კუნთზე, რადგან იწელებიან იმისთვის, რომ მოერგონ ხერხემლის მოხრილ პოზას.

მოხრილი პოზა ამცირებს გულმკერდის ღრუს მოცულობას, რის გამოც ფილტვებს არასაკმარისი სივრცე აქვთ გასაშლელად სუნთქვის დროს. ეს პრობლემაა, რადგან დროებით ამცირებს იმ ჟანგბადის მოცულობას, რომელიც ავსებს ფილტვებს და ფილტრავს სისხლს.
ჩონჩხს გარს არტყავს კუნთები, ნერვები და სისხლძარღვები. ეს სტრუქტურები მიეკუთვნება რბილ ქსოვილებს, ჯდომის დროს ხდება ამ უფრო ნაზი ქსოვილების მოჭყლეტვა.

ოდესმე განგიცდიათ დაბუჟების შეგრძნება კიდურებში ან მათი შეშუპება ჯდომისას? მოჭყლეტილი ნერვები, არტერიები და ვენები შეიძლება დაიბლოკოს, რაც ხელს უშლის ნერვული იპულსების გავრცელებას და კიდურის სისხლმომარაგებას. სწორედ ესაა დაბუჟებისა და შეშუპების მიზეზი.

ხანგრძლივი ჯდომა ახდენს ლიპოპროტეინ ლიპაზას დროებით დეაქტივაციას. ამ ენზიმის ფუნქციაა კაპილარებში არსებულ სისხლში ცხიმების დაშლა. ანუ დამჯდარ მდგომარეობაში ისე კარგად არ იწვება ცხიმები, როგორც მოძრაობისას.

და რა გავლენა აქვს ჯდომას /უმოძარობას ტვინზე?

უმეტეს შემთხვევაში იმ მიზნით ვზივართ, რომ გონებრივი სამუშაო შევასრულოთ, მაგრამ ხანგრძლივი ჯდომა ამ მიზნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. როგორც უკვე ვახსენეთ, ჯდომისას ნაკლებად მარაგდება ჟანგბადით სისხლი. თავის ტვინამდე ნაკლები რაოდენობის სისხლი მიდის, და ეს სისხლი ჟანგბადით ღარიბია. აქედან გამომდინარე, ტვინი ვერ იღებს იმას, რაც მუშაობისთვის ჭირდება. შესაბამისად, თანდათან იკლებს კონცენტრაციის უნარი, ვინაიდან ტვინის აქტივობა ნელდება.

სამწუხაროდ, ხაგრძლივ ჯდომას შესაძლოა შორეული არასასურველი ეფექტებიც მოჰყვეს; როგორიცაა, ზოგიერთი სიმსივნური დაავადება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. შესაძლოა ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას, გააღრმავოს თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები.

არსებული კვლევების მიხედვით, ხანგრძლივი ჯდომა ნაადრევი სიკვდილის შემთხვევების 9%-ზეა პასუხისმგებელი ყოველწლიურად, ეს კი დაახლოებით 5 მილიონ ადამიანია. აქედან ჩანს, რომ ამ თითქოს უვნელებლ ჩვევას შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლა უარესობისკენ.

საბედნიეროდ, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია. თუ სამსახური მოითხოვს ხანგრძლივ ჯდომას, ეცადეთ ხშირად შეიცვალოთ პოზიცია, წელში გამართული იჯდეთ და გაიაროთ ყოველ ნახევარ საათში. მთავარია კარგად გაიაზროთ ის ფაქტი, რომ ორგანიზმი შექმნილია მოძრაობისთვის.

ვიდეო თითქმის დამთავრდა, არ გინდათ ადგეთ და გაისერნოთ, თქვენი ორგანიზმი აუცილებლად მადლობელი დარჩება!
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
კომპიუტერის კლავიატურაზე ბევრად მეტი ბაქტერია ბინადრობს, ვიდრე უნიტაზზე, - ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მკვლევრები, რომლებმაც
ბევრი პარფიუმერული ნაწარმი შეიცავს სპირტს. აღნიშნულმა კომპონენტმა შეიძლება ალერგიული რეაქციის
ესპანელი მეცნიერები არ გვირჩევენ იმ ხილის მიღებას, რომლის ზედაპირის მესამედიც დაზიანებულია.
პენსიაზე ნაადრევად გასული ადამიანებს (60 წლამდე) უფრო ხშირად აღენიშნებათ დემენცია, ვიდრე მათ, ვინც ხანდაზმულობამდე მუშაობს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აკრძალა ხელოვნურ საფარზე უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარება.
2016 წელს სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული იყო სტატია ცხელი სასმელების მავნებლობის შესახებ. მეცნიერები მივიდნენ
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად