რატომ გვცვივა თმა და როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

რატომ გვცვივა თმა და როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი

 რატომ გვცვივა თმა და როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი
თმის­ცვე­ნა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლია. თმის ღე­რებს ვკარ­გავთ შხა­პის მი­ღე­ბი­სას, და­ვარ­ცხნი­სას, სა­ლონ­ში სტუმ­რო­ბი­სას.
რო­გორც უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მა Cosmopolitan წერს, ყო­ველ­დღი­უ­რად, სა­შუ­ა­ლოდ, 80 ღერ თმას ვკარ­გავთ, თუმ­ცა თუ ეს პრო­ცე­სი უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­დე­ბა, ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ უნდა დავ­ტო­ვოთ.

დღი­ურ ნორ­მა­ზე მეტი თმის ცვე­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს გა­რე­გა­ნი და ში­ნა­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბით. ჩვენ მო­ვი­ძი­ეთ 5 ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი, რაც თმის ცვე­ნას იწ­ვევს და გთა­ვა­ზობ­თმი­სი შე­ჩე­რე­ბის გზებ­საც.

გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი


შე­საძ­ლე­ბე­ლია თმის შე­თხე­ლე­ბის­კენ უბ­რა­ლოდ გე­ნე­ტი­კუ­რად იყოთ მიდ­რე­კი­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, თმის ცვე­ნის გახ­ში­რე­ბის შან­სი
არ­სე­ბობს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თმის ყო­ველ­დღი­უ­რად და­ბა­ნის რუ­ტი­ნა შეც­ვა­ლოთ და ორ დღე­ში ერთხელ და­ბა­ნით ჩა­ა­ნაც­ვლოთ. სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე მი­სას­ვლე­ლად კი სწო­რი შამ­პუ­ნის შერ­ჩე­ვაა სა­ჭი­რო.

ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლან­სი


ჰორ­მო­ნა­ლურ დის­ბა­ლანსს მთელს ორ­გა­ნიზ­მზე შე­უძ­ლია უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა. იგი მო­ზარ­დებ­ში ძი­რით­დად აკ­ნე­სა და წო­ნის მა­ტე­ბას იწ­ვევს, ზრდას­რულ ასაკ­ში­კი­ამ ჩა­მო­ნათ­ვალს შე­საძ­ლე­ბე­ლია თმის ცვე­ნაც
და­ე­მა­ტოს.

თმის ზრდის პრო­ცეს­ში ჰორ­მო­ნე­ბი ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს თა­მა­შობს. ესტრო­გე­ნე­ბი (ქა­ლის ჰორ­მო­ნე­ბი) "თმის მი­მართ მე­გობ­რუ­ლე­ბი" არი­ან და მის ზრდას ოპ­ტი­მა­ლურ ვა­დამ­დე უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ან­დრო­გე­ნე­ბი კი (კა­ცის ჰორ­მო­ნე­ბი) თმის მი­მართ "ნაკ­ლე­ბად­მე­გობ­რუ­ლე­ბი" არი­ან და შე­სა­ბა­მი­სად მისი ზრდის ციკ­ლის შემ­ცი­რე­ბის­კენ არი­ან მიდ­რე­კი­ლე­ბი. ჭარბმა ან­დო­გე­ნებ­მა (რო­მელ­თა მო­მა­ტე­ბაც შე­იძ­ლე­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი), შე­საძ­ლე­ბე­ლია, თმის ცვე­ნა გა­მო­იწ­ვი­ოს.

თუ ჰორ­მო­ნა­ლურ დის­ბა­ლანსს გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბაც და­ემ­თხვა, შე­იძ­ლე­ბა, თმის ცვე­ნა უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­დეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­ა­კი­თხოთ ექიმს და ჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრობ­ლე­მა დრო­უ­ლად მო­აგ­ვა­როთ.

სტრე­სი

რთუ­ლია, იპოვ­ნო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჰარ­მო­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და სტრესს სა­ერ­თოდ არ გა­ნიც­დის. იმის გამო, რომ ცო­ტა­თი ყვე­ლა­ნი "დას­ტრე­სი­ლე­ბი" ვართ, მისი თმის ცვე­ნას­თან კავ­ში­რი მი­თად აღიქ­მე­ბა, თუმ­ცა ასე სუ­ლაც არ არის. სტრე­სის დროს ან­დრო­გე­ნე­ბის (კა­ცის ჰორ­მო­ნი) რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, ეს კი ორ­გა­ნიზ­მში თმის ცვე­ნის გან­წყო­ბას ქმნის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ხდე­ბა ძლი­ე­რი სტრე­სის დროს.

რკი­ნის დე­ფი­ცი­ტი ან ანე­მია

ქა­ლებ­ში თმის ცვე­ნის პრობ­ლე­მას ხში­რად რკი­ნის დე­ფი­ცი­ტიც იწ­ვევს, რად­გან რკი­ნა თმის უჯრე­დის­თვის სა­ჭი­რო ცი­ლის წარ­მოქ­მნის პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს.

ასა­კი

ქა­ლებ­ში მე­ნო­პა­უ­ზის წინა ან მე­ნო­პა­უ­ზის პე­რი­ო­დი ორ­გა­ნიზ­მში ბევრ ცვლი­ლე­ბას იწ­ვევს. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, შე­იძ­ლე­ბა, თმის ცვე­ნის ინ­ტენ­სი­ვო­ბაც გა­ი­ზარ­დოს. ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, თუმ­ცა მისი შე­ნე­ლე­ბა და შე­სუს­ტე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

რო­გორ უნდა ვებ­რძო­ლოთ თმის ცვე­ნას?

mkurnali.ge

ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლან­სის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რათა თმის ცვე­ნას­თან ბრძო­ლის სხვა და­ნარ­ჩე­ნი მე­თო­დე­ბი ეფექ­ტუ­რი იყოს.

ჯან­სა­ღად კვე­ბა, ბევ­რი რკი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, თმის უჯრედს ცილა მი­ვა­წო­დოთ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ცვე­ნის და­წყე­ბას შე­უშ­ლის ხელს.

ყო­ველ­დღი­უ­რად იმგვა­რი ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბა, რო­მელ­საც ლა­ქე­ბი და მსგავ­სი "მძი­მე" ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, თმის ცვე­ნას უწყობს ხელს. ამას­თან, ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბი­სას ჩვე­ნი თმა ფენ­თან მეტ დროს ატა­რებს, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ, გაშ­რო­ბი­სას. შე­სა­ბა­მი­სად, უხეშ­დე­ბა, შრე­ბა, იყო­ფა ბო­ლო­ე­ბი; კარ­გავს, ბზინ­ვა­რე­ბას, ელას­ტი­უ­რო­ბას და იწყებს ცვე­ნას. უმ­ჯო­ბე­სია, ფე­ნის აღ­ნიშ­ნუ­ლი დატ­ვირ­თვით გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და თმის ლა­ქე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რად შეს­ხმას მო­ვე­რი­დოთ.

შამ­პუ­ნის სწო­რად შერ­ჩე­ვა თმის ცვე­ნის შე­სა­ჩე­რებ­ლად ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რია. ყვე­ლა ტი­პის თმის და თა­ვის კა­ნის­თვის Sebamed-ის თმის ცვე­ნის შამ­პუ­ნი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი ქა­ფის ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლურ ეფექტს უზ­რუნ­ველ­ყოფს. ინ­სტრუქ­ცია ასე­თია: თა­ვის და­სა­ბა­ნად გა­მო­ი­ყე­ნეთ Sebamed-ის თმის ცვე­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შამ­პუ­ნი და და­ბა­ნილ თა­ვის კან­ზე წა­ის­ვით ინ­ტენ­სი­უ­რი ქაფი, რო­მე­ლიც ჩა­მო­ბა­ნის გა­რე­შე უნდა შე­იშ­როთ.

mkurnali.ge

აღ­ნიშ­ნუ­ლი შამ­პუ­ნი ამ­ცი­რებს თმის და­ნა­კარგს თა­ვის კა­ნის სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით. NHE ფორ­მუ­ლა კო­ფე­ინ­თან და გინ­კო ბი­ლო­ბას­თან ერ­თად, კვე­ბავს თმის ძი­რებს და ქმნის ოპ­ტი­მა­ლუ­რი ზრდის პი­რო­ბებს. რაც შე­ე­ხე­ბა ქაფს, ის ამ­ცი­რებს თმის მემ­კვიდ­რულ ცვე­ნას, RedensyITm, NHE და კო­ფე­ი­ნის რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ის კომ­პლექ­სი ააქ­ტი­უ­რებს თმის ძირს საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­თა და ჟანგბა­დის მო­მა­რა­გე­ბის გზით.

ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი რომ ჩვე­ნი თმის სიძ­ლი­ე­რე­სა და სი­ჯან­სა­ღე­ზე აი­სა­ხოს, სტრესს უნდა მო­ვე­რი­დოთ. თმის ინ­ტენ­სი­უ­რი ცვე­ნა კი­დევ უფრო სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბას გვიქ­მნის, ამი­ტომ უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს პრობ­ლე­მა ქა­ლებ­ში ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და სწო­რი მოვ­ლით მისი დაძ­ლე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი არ არის.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ყველა მწეველი ერთხელ მაინც დაფიქრებულა იმაზე, რატომ უნდა უკუაგდოს მოწევის მავნე ჩვევა, სხვა საკითხია, ვინ როდის და როგორ ახერხებს ამას! მოწევაზე უარის თქმა
სამედიცინო ნიღაბი გრიპისგან თავდაცავის ერთ-ერთი დამხმარე საშუალებაა, მაგრამ არა პანაცეა, როგორც მედიკოსები აღნიშნავენ! ის ჰაერ-წვეთოვანი გზით
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) მონაცემებით, 12-დან 35 წლამდე ასაკის მილიარდზე მეტ ადამიანს მომავალში სმენის დაკარგვა ემუქრება
არიზონას უნივერსიტეტის მიკრობიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე საშიში ადგილი სახლში სამზარეულოს ნიჟარაა.
მას შემ­დეგ, რაც მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ე­ბი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი გაქ­რა,
ზოგიერთ ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს ჭამის შემდეგ სიგარეტის მოწევა, თუმცა მედიკოსების განცხადებით,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად