გრიპის სეზონი ახლოვდება - როგორ დავიცვათ თავი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

გრიპის სეზონი ახლოვდება - როგორ დავიცვათ თავი

გრიპის სეზონი ახლოვდება - როგორ დავიცვათ თავი
გრიპი ერთერთი ყველაზე გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომელიც იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევებს, რასაც თან ახლავს სამუშაო საათების გაცდენა და შრომის უნარიანობის დაქვეითება. ყოველ წელს მსოფლიოში დაახლოებით 3 – 5 მილიონი ადამიანი ავადდება მძიმედ მიმდინარე გრიპით და 290 000–650 000 გრიპით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევა ფიქსირდება;

სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელია უეცარი დაწყება მაღალი ცხელებით, რასაც თან ახლავს ხველა (ჩვეულებრივ მშრალი), თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე, ყელის ტკივილი და სურდო. ხველა შეიძლება 2 კვირაზე მეტ ხანსაც გაგრძელდეს. უმეტეს შემთხვევაში პაციენტები გამოჯანმრთელდებიან, თუმცა შესაძლებელია
გართულებების განვითრება, რაც იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილსაც კი.

გრიპით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაავადდეს, თუმცა ის განსაკუთრებით საშიშია გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მაღალ რისკ ჯგუფებად განსაზღვრა:

• ორსულები, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე;
• ბავშვები 6 თვიდან 5 წლამდე;
• ხანდაზმულები 65 წლის ზემოთ;
• პაციენტები
თანმხლები ქრონიკული დაავადებებით,
• შიდსის ვირუსით ინფიცირებულები;
• სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი;


გრიპი იმაზე სერიოუზული დაავადებაა ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ბავშვებს გრიპით დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამასთან გრიპით გამოწვეული ბავშვთა საერთო სიკვდილიანობის 50% მოდის პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებზე. 

კვლევების თანახმად, განვითარებად ქვეყნებში, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის 99% გრიპით გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციაა.

მოზრდილებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, გრიპი იწვევს ბაქტერიულ გართულებებს და უკვე არსებული ქრონიკული დაავადების გამწვავებას . გრიპით გამოწვეული სიკვდილიანობის 90% სწორედ ხანდაზმულ პაციენტებში გვხვდება, გრიპით დასნებოვნების შემთხვევაში 100-ჯერ მატულობს პნევმონიის( ფილტვების ანთება) განვითარების რისკი6.

გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში მკვეთრად მატულობს გრიპით გამოწვეული გართულებების რისკი. განსაკუთრებით საშიშია გრიპი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის, რადგან 3 -ჯერ მატულობს სიკვდილიანობის რისკი.

განსაკუთრებული რისკის ქვეს არიან ორსულებიც, რადგან გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება, რაც ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას.

გრიპის თავიდან აცილების საუკეთსო საშუალებაა ვაქცინაცია. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, (უხშირესად - დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით) დგება. შესაბამისად ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით არის.

გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად გრიპის ვაქცინის წარმოებისათვის გამოყენებული ვირუსები იცვლება ყოველწლიურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად;

სრულყოფილი დაცვის ჩამოყალიბებისათვის ორგანიზმს აცრის შემდგომ სჭირდება 14-20 დღე; იმუნიტეტი ნარჩუნდება
6-12 თვის განმავლობაში, ამიტომაც საჭიროა ყოველწლიური აცრა.

თუ დაავადდით გრიპით - დროულად მიმართეთ ექიმს, რაც გართულების გარეშე გამოჯანსაღების შესაძლებლობას მოგცემთ.

დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებულია გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინები, რომელიც უზრუნველყოფენ დაცვას გრიპის ოთხივე ვირუსის წინააღმდეგ.

ვაქცინაცია მკვეთრად ამცირებს დაავადების გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს, მცირდება ქრონიკული დაავადებების გამწვავევების სიხშირეც.

R



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 07-12-2019
მე
გაიკეთეთ აცრები და ყოველ დილით ჯიბეში ასდოლარიანს იპოვნით )))))) - ეს დაგეწერათ ჯობდა. ფოტოც რომ იეღოველებივით აგიღიათ მომღიმარე ბედნიერი მოფლიო ...
თარიღი : 10-11-2019
თიკო
მოგვწერეთ სად შეიძლება ავიცრათ?. მადლობა წინასწარ.
თარიღი : 04-11-2019
tako
orsulistvis sad sheidzleba am acris gaketeba??
თარიღი : 02-11-2019
ნაირა
კარგია მაგრამ სად შეიძლება აცრის ჩატარება
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ადამიანი ძილში სიცოცხლის ნახევარს ატარებს, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია სივრცე,
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა განცხადებით - ე.წ. კარგი ქოლესტერინის დონეზე დამოკიდებულია
თურმე, მზის მაცოცხლებელი სხივები არა მარტო გვათბობს და გუნება-განწყობას გვიმაღლებს,
ადამიანი ძილში სიცოცხლის ნახევარს ატარებს, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც გვძინავს, კომფორტული
ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძე იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც საქართველოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) მონაცემებით 12-დან 35 წლამდე ასაკის მილიარდზე მეტ ადამიანს მომავალში
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად