5 რამ, რაც 10 წლით გაგვაახალგაზრდავებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 რამ, რაც 10 წლით გაგვაახალგაზრდავებს

აღარ წარმოიქმნება. თუმცა, კვლევამ დაამტკიცა, რომ ფიზიკური ვარჯიში იწვევს ჰიპოკამპში (თავის ტვინის სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია განწყობასა და მეხსიერებაზე) ნერვული უჯრედების განახლებას.

სწორედ ფიზიკური აქტივობის შედეგად ხდება ტვინში დადებითი გამაახალგაზრდავებელი ცვლილებების დიდი ნაწილი. იზრდება სისხლძარღვების რაოდენობა, რაც სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას ნიშნავს, გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები და ნეიროტრანსმიტერები-ნერვული იმპულსების გადამცემი ქიმიური ნივთიერებები.

ხანდაზმული ადამიანების მონაცემების ანალიზისას, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფიზიკური აქტივობა აქვეითებს მოხუცებულობითი ჭკუასუსტობის განვითარების რისკს, აუმჯობესებს ყურადღებასა და მეხსიერებას. ამ მხრივ ყველაზე ეფექტური აერობული დატვირთვებია ანუ ვივარჯიშოთ ჯგუფურად.

დავიცვათ თავი სტრესისგან

სტრესი დიდ ზიანს აყენებს თავის ტვინის ჰიპოკამპს და პრეფრონტალურ ზონას (ის პასუხისმგებელია მეხსიერებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე). ის აქვეითებს ამ სტრუქტურების მოცულობას, ამუხრუჭებს ახლის წარმოქმნას.

ფიზიკური აქტივობა იცავს ტვინს სტრესისა და მისი შედეგებისგან, ზრდის კმაყოფილების ჰორმონების - სეროტონინის, ნორადრენალინის, დოფამინისა და ენდორფინის დონეს, ასევე ასტიმულირებს ნერვული უჯრედების წარმოქმნას.

ვარჯიში ასევე ასუსტებს დეპრესიის სიმპტომებს, უფრო მეტიც კლინიკური დეპრესიის მკურნალობის ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი რეგულარული სპორტული ვარჯიშია.

გაიღიმეთ

გარდა ფიზკულტურისა და მასაჟისა, რომელიც ორგანიზმში ენდორფინების გამოსროლას იწვევს, არსებობს სიამოვნების მიღების უამრავი სხვა საშუალება. მაგალითად: გემრიელი საჭმელი, სიცხეში ხილის ცივი წვენი, სასიამოვნო სპექტაკლზე დასწრება და მრავალი სხვა. აღმოჩნდა, რომ ყველა ამ ქმედებას საერთო ნიშანი აქვს. ისინი მოქმედებენ თავის ტვინში სიამოვნების ზონაზე.

ასეთივე ზემოქმედებას ახდენს ჩვენს სამეთაურო პუნქტზე მაგალითად, ტკბილი. სწორედ ამიტომ სტრესულ სიტუაციაში უფრო მეტად ვეძალებით ტკბილეულს. მაგრამ ტკბილეული გაახალგაზრდავების ჯანსაღი მეთოდი არ არის.

რიგმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ნებაყოფილობითი ქველმოქმედება და ნებისმიერი ალტრუისტული მოქმედება ააქტიურებს ტვინში კმაყოფილების ცენტრს.

დაკავდით ხელსაქმით

უკანასკნელ ათწლეულში მსოფლიოში სულ უფრო ბევრი ადამიანი საუბრობს კრეატიულობაზე. მეცნიერები შეეცადენ მოეძებნათ ამ თვისების განსაზღვრება. სულ უფრო მეტი მეცნიერი თანხმდება, რომ კრეატიულობა ძველი პრობლემების მოსაგვარებლად ახალი იდეების შემუშავებაა.

შემოქმედებით ნიჭზე პასუხისმგებელია მარჯვენა ნახევარსფერო, ლოგიკაზე კი მარცხენა. აღმაფრენა ტვინის ორივე ნახევარსფეროს ამუშავებს. ნეირობიოლოგებს სულ უფრო მეტი არგუმენტი აქვთ იმის სასარგებლოდ, რომ შემოქმედებითი აზროვნება ჩვეულებრივის სახესხვაობაა. მითი აღმოჩდნა პოსტულატი, რომ ყველა არ არის კრეატიული. შემოქმედება ყოველდღიური აზროვნების მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია და მისი განვითარება ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა კოგნიტიური ფუნქციების: მეხსიერება, ყურადღება.

მედიტაცია

მედიტაცია ააქტიურებს თავის ტვინის ელექტრული აქტივობის განსაკუთრებულ სახეს. ეს არის გამა-რითმები - ტვინის უფრო სწრაფი ელექტრული რითმები, რომელთა სიხშირეც წუთში 40 რხევაა. გამა-რითმები ტარდება ტვინის ხვეულებში და ახდენენ მოქმედების კოორდინაციას ყველა სივრცეში. რხევის ეს სახეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც აქტიურდება სხვადასხვა კოგნიტიური ფუნქციები (ყურადღება, ხანმოკლე მეხსიერება, შემეცნება და აღქმა). ამგვარად გამა-რითმები აწესრიგებს სხვადასხვა აქტივობებს და ქმნის ტვინის ცალკეულ უბნებს შორის კავშირებს, რაც სამყაროს ერთიან შეთანხმებულ სურათს ქმნის.

ადამიანი, რომელიც მუდმივად მედიტირებს, თავს გრძნობს უფრო გააზრებულად, მეტად შეუძლია ემოციების კონტროლი და სტრესის გადალახვა. მედიტაციის შედეგად იზრდება ტვინის რუხი ნივთიერების მოცულობაც.

ლალი ჩხიკვაძე