შილაკი - ზრდის თუ არა კიბოს განვითარების რისკს? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

შილაკი - ზრდის თუ არა კიბოს განვითარების რისკს?

შილაკი - ზრდის თუ არა კიბოს განვითარების რისკს?
დღეს ბევრი საუბრობს ონკოლოგიურ დაავადებებზე, რაც უდაოდ დადებითი მოვლენაა, რადგანაც მეტ ინფორმაციას ვღებულობთ, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მეორეს მხრივ, ინფორმაციისადმი წვდომა იწვევს იმ ადამიანების რიცხვის ზრდას, რომლებიც Google-ის საძიებო სისტემის საშუალებით არარსებულ დიაგნოზებს ისვამენ. უკანასკნელი "ტრენდი" ამ სფეროში გელ-ლაქებზე ატეხილი აჟიოტაჟია, რადგანაც ამ პროცედურისას ხდება ულტრაიისფერი სხივების გამოყენება.

ზრდის თუ არა შილაკი კანის კიბოს რისკს?

ლაქი მართლაც იძენს ფრჩხილზე მდგრადობას ულტრაიისფერი სხივების საშუალებით, მაგრამ მისი ზემოქმედება ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი არ არის. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გელ-მანიკურის პროცესში ხელები სხივდება ულტრაიისფერი
გამოსხივებით 5-10 წუთის განმავლობაში და, როგორც წესი, ეს თვეში მხოლოდ 2-ჯერ ხდება.

ნიუ-იორკის კიბოს დაავადებების პრევენციის Mount Sinai Hospital-ის სპეციალისტი პაოლო ბოფეტი (Paolo Boffetta) The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ "დასხივების ასეთი დაბალი დოზა არ არის სერიოზული ზიანის მომტანი. რისკის ზრდის თვალსაზრისითაც ის უმნიშვნელოა. ჩვენ
ყოველდღიურად გაცილებით დიდი რისკის ქვეშ ვიმყოფებით ქუჩაში გამოსვლისას. ამდენად იმ გოგონებთან შედარებით, ვინც რეგულარულად იკეთებს გელ-მანიკურს, რეიტინგში უფრო ზედა პოზიციაზე ისინი არიან, რომლებიც მუდმივად ირუჯებიან, ცხოვრობენ ცხელი კლიმატის პირობებში ან მუშაობენ ღია ცის ქვეშ".

mkurnali.ge

მნიშვენლოვანია, ვიცოდეთ, რომ კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკები იზრდება მოზარდობის პერიოდში, იმდენად, რამდენადაც რაც უფრო მცირეა ადამიანის ასაკი, მით სწრაფად ახდენს სხივები გარკვეულ ცვლილებებს დნმ-ში და დროთა განმავლობაში საშიშროება მატულობს. სწორედ ამ მიზეზით, მოზარდებისთვის არაა სასურველი შილაკი, სოლარიუმი და მზეზე ხანგრძლივად ყოფნა.

აღსანიშნავია, რომ მანიკურის საშრობი ლამფის ზიანის შეფასებისადმი მიძღვნილი კვლევა, მოცემული მომენტისათვის არ არსებობს.

დრექსელის უნივერსიტეტის (Drexel University) დერმატოლოგიის პროფესორი კრისტინა ჩუნგი აღნიშნავს, რომ "შილაკის საშრობი ლამფის პოტენციური ზიანი იმდენად მცირეა, რომ მისი განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ლამფის ქვეშ კანი არ წითლდება და არ იცვლის ფერს, ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა უმნიშვნელოა".

რაც შეეხება ნაადრევი დაბერების პრობლემას, კანის კიბოსთან ბრძოლის ამერიკული ფონდის (Skin Cancer Foundationi) რეკომენდაციით, მანიკურის გაკეთებამდე 10-15 წუთით ადრე წაისვით ფართო მოქმედების სპექტრის მზისგან დამცავი კრემი (UVA + UVB დაცვით).
ტეგები: შილაკი shilaki
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
შილაკი ლაქის შესანიშნავი ალტერნატივაა, ის მათთვისაა, ვისაც ფრჩხილების იდეალური საფარის დიდხანს შენარჩუნება სურს. ეს არის ფრჩხილის მოვლის ორი საშუალების - ჩვეულებრივი ლაქისა და მოდელირებული გელის ჰიბრიდი. პირველისგან მას წასმის ტექნიკა, შესახედაობა და ფერთა მდიდარი პალიტრა ერგო, მეორისგან კი გასაოცარი მედეგობა. შილაკის საფარი ფრჩხილზე შეიძლება უცვლელად სამ კვირამდე შენარჩუნდეს. ერთადერთი, რაც მანიკიურის “ხანდაზმულობას” გასცემს, ფრჩხილის ფირფიტის ფუძესთან ფრჩხილის წამოზრდილი ნაწილია.

03-11-2017
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მეტად საყურადღებო ფაქტია, რის გამოც
გერმანიის რისკების შეფასების ფედერალურმა ინსტიტუტმა გამოუშვა რეკომენდაციები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასმელთან დაკავშირებით.
"როგორც ცნობილია, ჟანგბადის დანახარჯი, რომელსაც 1 მანქანა მოიხმარს დღე-ღამეში, დაახლოებით 2000-მდე
რა როლს თამაშობს პოზიტიური განწყობა და დადებითი გარემო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში? ბედნიერი ადამიანის ორგანიზმში
ვაშლი - შეიცავს პოლიფენოლებს, რომელთაც კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად