ცხოვრების ჯანსაღი წესი - რა უნდა იცოდეს მშობელმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრების ჯანსაღი წესი - რა უნდა იცოდეს მშობელმა

  • საკმარისი ძილი
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა
  • ბალანსირებული კვება
  • პოზიტიურად ფიქრი
  • სიხარულის განცდა
  • მავნე ჩვევებზე უარის თქმა (თამბაქო, ალკოჰოლური სასმელები, ნარკოტიკები).

ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებელი ელემენტები:

  • დღის რეჟიმი
  • მოძრაობითი აქტივობა
  • რაციონალური კვება
  • უარის თქმა მავნე ჩვევებზე
  • უნარი იმისა, რომ მართო საკუთარი ჯანმრთელობა

დღის რეჟიმი - ყოველი დღე დატვირთულია განსხვავებული აქტივობებით: სასკოლო გაკვეთილები, კითხვა, სპორტი, მუსიკა, სახლის საქმეები, მეგობრებთან შეხვედრა და ა.შ. იმისთვის, რომ ყოველივე ეს მოვასწროთ და ამასთან დაგვრჩეს დრო დასასვენებლად, საჭიროა შეგვეძლოს დღის განრიგის სწორად ორგანიზება.

მოსწავლის დღის სწორი რეჟიმი ეს მიზანმიმართულად ორგანიზებული, ასაკის შესაბამისი ოცდაოთხსაათიანი განრიგია, რომელიც მოიცავს მრავალ რუტინულ აქტივობას.

დღის განრიგი უნდა იყოს ინდივიდუალური თავისებურებებისა და მშობლების დღის განრიგის გათვალისწინებით შედგენილი.

ბალანსის დაცვა დატვირთვასა და დასვენებას შორის აუცილებელია ნორმალური ფსიქიკური და ფიზიკური განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, უდაოდ მნიშვნელოვანია, რომ დღის განრიგის ყველა ელემენტი ერთი თანმიმდევრობით და მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე დროს შესრულდეს.

როდესაც ადამიანი დღის რეჟიმს მისდევს, ის უფრო იოლად ერთვება სამუშაო პროცესში, ადვილად იძინებს და ნაკლებად იღლება.

დღის რეჟიმში გამოყოფენ შემდეგ კომპონენტებს: მეცადინეობა სკოლასა და სახლში, ძილი, კლასგარეშე აქტივობები როგორიცაა მუსიკა, ლიტერატურის კითხვა, უცხო ენა და სხვა. ამასთან პირადი ჰიგიენის წესების დაცვა, კვება, სუფთა ჰაერზე ყოფნა, სპორტი და ფიზკულტურა.

ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

ძილის ხანგრძლიობა, დაძინების და გაღვიძების დრო, საკვების მიღების დრო და ულუფის მოცულობა, ფიზიკური დატვირთვა, აქტიური დასვენება სუფთა ჰაერზე, გუნება-განწყობა.

ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმი წინასწარ განაწყო კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად იმისთვის, რომ ამ პროცესში ჩაერთოს ორგანიზმის ყველა სისტემა და ორგანო, რაც წარმატებული საქმიანობის საწინდარია.

ჯანსაღი ძილი - სკოლაში კარგი მოსწრების საწინდარია

არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი და სრულფასოვანი ძილი ადამიანის გონებრივი აქტივობის გასაუმჯობესებლად. ძილის უკმარისობისას მცირდება ყურადღების კონცენტრაციის უნარი და ქმედითუნაიანობა, თავს იჩენს გაღიზიანება, ფეთქებადობა, დეპრესია.

ამგვარად, ძილის უკმარისობა უარყოფითად აისახება არამარტო ბავშვის მოსწრებაზე სკოლაში, არამედ მის ჯანმრთელობაზეც.

სამედიცინო კვლევებმა აჩვენეს, რომ სკოლის მოსწავლის ღამის ძილის ხანგრძლივობა მოზარდობის ასაკის ჩათვლით უნდა იყოს მინიმუმ 9 საათი.

ღამე გვიან დაწოლით და დილით ადრე გაღვიძებით ამცირებთ ძილის ხანგრძლივობას მთელი კვირის განმავლობაში, რასაც მიჰყავხართ ცუდ ჩვევამდე - შაბათ-კვირას გამოძინება, ეს კი ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმის დარღვევას ნიშნავს.

ფიზიკური აქტივობა - ეს სხეულის მოძრაობაა, რომელიც კუნთოვანი სისტემის მეშვეობით ხორციელდება და რომელსაც თან ახლავს ენერგიის ხარჯვა. სასკოლო ასაკში ხდება ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ფორმირება და ამაში უმთავრეს როლს ასრულებს სისტემატური ფიზიკური დატვირთვა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტანის სწორად ჭერას-ტანდეგობას, რაც სასუნთქი სისტემის ნორმალური ფუნციონირებისთვისაა აუცილებელი.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სწორი ფორმირება ხდება ბალანსირებული ფიზიკური დატვირთვის წყალობთ. ფიზიკურ დატვრთვას მეტი სარგებელი მოაქვს იმ შემთხვევაში, როდესაც მას რეგულარულად ასრულებს ბავშვი - ყოველდღიურად, დღეში ერთი საათი, კვირაში 7 დღე.

სისტემატური სპორტული დატვირთვა ხელს უწყობს სრულყოფილ ფიზიკურ განვითარებას, აძლიერებს ჯანმრთელობას, ზრდის შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, რაც აუმჯობესებს სწავლის და მუშაობის ხარისხს.

რა არის ფიზიკური აქტივობის როლი ადამიანის ცხოვრებაში?

ის ადამიანს ფიზიკურად მიმზიდველს ხდის, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობას, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და აუმჯობესებს მის ხარისხს, ამცირებს ბევრი დაავადების განვითარების რისკს, აადვილებს სტრესთან და დეპრესიასთან გამკლავებას, უზრუნველყოფს სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნებას.

ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის ჩვევის გამომუშავება რთულია ზრდასრული ადამიანისთვისაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვზე. აქ გადამწყვეტ ფაქტორად გვევლინება მშობლების მიერ მიცემული მაგალითი. მშობელი, რომელიც ფიზკულტურითაა დაკავებული, ბავშვისთვის მიბაძვის ობიექტია.

ვარჯიში უნდა იქცეს ყოველდღიურ ჩვევად.

ზოგიერთები უფრო შორსაც მიდიან და დილით ივლებენ ცივ წყალს, რაც ძალიან სასარგებლოა. აუცილებელია გაკაჟება, ეტაპობრივად - ჯერ ცივი წყლის გადავლებას მიეჩვიეთ, 3-4 თვის შემდეგ სველი პირსახოცით დაიწყეთ ტანის დაზელვა და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ იბანაოთ ცივი წყლით.

ნახევარ საათიანი ყოველდღიური ზომიერი ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობას. არ აქვს მნიშვნელობა ამ დროს სიარულს დაუთმობთ, ველოსიპედით სეირნობას თუ ფეხბურთის თამაშს, უბრალოდ ამას უნდა ჰქონდეს ყოველდღიური ხასიათი.

არასაკმარის მოძრაობას მივყავართ ჰიპოდინამიამდე. მოსწავლეს ამ დროს უუარესდება საჭმლის მონელება, სისხლის მიმოქცევა, სუნთქვა, ასევე მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაციის უნარი, ქვეითდება ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობა. ადამიანი უფრო ხშირად ავადმყოფობს.

რაციონალური კვება

სწორი კვება არის ის, რაზეც მშობლები პირველ რიგში ზრუნავენ. რაციონალურ კვებაში მოიაზრება საჭირო საკვები ნივთიერებების ბალანსირებული მიღება, რომლებიც წარმოადგენენ საშენ მასალას და ენერგიის წყაროს ორგანიზმისთვის. ადამიანის ორგანიზმი, განსაკუთრებით კი მოზარდის, ძალიან მგრძნობიარეა საკვების როგორც უკმარისობის, ისე სიჭარბისადმი.

ხანგრძლივი შიმშილი გარდა წონის დეფიციტისა, აზიანებს ჯანმრთელობას. ფერხდება მოზარდის სიმაღლეში ზრდა და განვითარება.

ჭარბი კვება ჭარბწონიანობის და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების ერთ-ერთი მიზეზია.

კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი.

სწორი კვება გულისხმობს მენიუს, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, ხილით, კენკრით, რომლებიც ვიტამინების მთავარი წყაროა. ვიტამინების უმრავლესობა ადამიანის ორგანზმში არ სინთეზირდება და არც ინახება, ორგანიზმში მხოლოდ საკვებთან ერთად ხვდება.

რაციონში შეზღუდული რაოდენობით უნდა შედიოდეს მარილი, შაქარი და ცხოველური ცხიმები.

ორგანიზმმა საკვებით იმდენი ენერგია უნდა მიიღოს, რამდენიც დახარჯა დღის განმავლობაში. კვება, რომელიც ამ მოთხოვნას შეესაბამება არის ბალანსირებული.

თავიდან თქვენზე მშობლები ზრუნავენ, მაგრამ თანდათან იზრდებით და თითოეულმა თქვენგანმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ იზრუნოს საკუთარ თავზე და არ მიაყენოს საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი.

და ბოლოს, კომპიუტერი, ტელევიზორი, მობილური ტელეფონი.... მათი გამოყენება, რა თქმა უნდა, ნებადართულია, მაგრამ უნდა იცოდეთ როგორ.

მოზარდისთვის კომპიუტერზე ნახევარ საათიანი მუშაობის შემდეგ საჭიროა მინიმუმ ნახევარ საათიანი დასვენება. უმჯობესია თუ კომპიუტერთან მუშაობისას თვალების დასაცავად გამოიყენებთ სპეციალურ სათვალეებს.

არ უყუროთ ტელევიზორს ორ საათზე მეტ ხანს.

კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ ფიზიური და ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად რეკომენდებულია მსუბუქი ვარჯიშების შესრულება 5 -10 წუთის განმავლობაში, ხოლო მხედველობის ვარჯიშების შესრულება 1-2 წუთის განმავლობაში.