საზაფხულო რჩევები მძღოლებისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო რჩევები მძღოლებისათვის

ავარიების შემთხვევებიც ასეთ დროს, სამწუხაროდ, ხშირია. ამის მიზეზად ექიმები სამ ძირითად მიზეზს ასახელებენ: ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას, ორგანიზმის გაუწყლოებას და მზის "დამაბრმავებელ" ნათებას.

მძღოლებს ვთავაზობთ სპეციალისტთა რამდენიმე რჩევას:

1) ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება

როგორც ფსიქოთერაპევტები განმარტავენ მძღოლებს გზის კონტროლირება კარგად შეუძლიათ 25 გრადუსი ტემპერატურის პირობებში 4-5 საათის განმავლობაში, 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში კი ადამიანი 1,5-2 საათში უკვე იღლება, რადგან ნივთიერებათა ცვლა სიცხეში შენელებულია და ტვინისაკენ მიმავალი სიგნალები საშიშროებისა თუ საფრთხის შესახებ, სუსტდება, შედეგად რეაქცია იკლებს.

რჩევა: იმ შემთხვევაშიც კი, თუ მანქანაში კონდიცირების პრობლემა მოგვარებული გაქვთ, ყოველ 1,5-2 საათში შეისვენეთ, გააჩერეთ მანქანა, გადმოდით და გაიარ-გამოიარეთ. როგორც კი შეატყობთ დაღლას, წარბებშუა წერტილზე ძლიერად დაიჭირეთ თითი და ორი წუთის განმავლობაში წრიული მასაჟი ჩაიტარეთ, ეს ენერგიას მოგიმატებთ;

2) გაუწყლოება

სიცხესა და უჰაერობაში ორგანიზმმა შესაძლოა საათში ნახევარ ლიტრამდე ოფლი დაკარგოს. თუ ორგანიზმის ტენიანობა არ შეივსება, შეიძლება დაიწყოს ჰიპოქსია, კუნთებისა და ტვინის ჟანგბადოვანი შიმშილი. ეს უკანასკნელი რეაქციის სისწრაფეს აქვეითებს. ჰიპოქსია და ზოგადად ორგანიზმის გუწყლოება იწვევს ხელებისა და ფეხების კუნთების მიკროსპაზმს, რაც საჭესთან მჯდომისათვის მეტად საშიშია.

რჩევა: გამგზავრებამდე დალიეთ ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი, კალიუმის უხვად შემცველობის წყალობით ის წყალ-მარილოვან ბალანსს შეგინარჩუნებთ. არ შეჭამოთ ტკბილეული, შაქარი აძლიერებს ოფლდენას, ერიდეთ ასევე ცხიმიან საკვებს - ის აფერხებს ნივთიერებათა ცვლას. მანქანაში იქონიეთ სპრეი მინერალური წყლით და ყოველ 20 წუთში სახესა და კისერზე შეისხურეთ. რაც მთავარია საჭესთან ჯდომამ არ უნდა დაგავიწყოთ წყლის სმის რეჟიმი, აკონტროლეთ წყლის დალევა;

3) მზის "დამაბრმავებელი" ნათება

ავარიები ძირითადად იმიტომ ხდება, რომ მძღოლები ხშირად ვერ ხედავენ წინ მომავალ მანქანებს თვალისმომჭრელი მზის სხივების გამო.

რჩევა: იდეალურია დილით ადრე მზის ამოსვლამდე გამგზავრება, მაგრამ თუ მაინც გიხდებათ დღისით (როდესაც მზე ზენიტშია) მგზავრობა, აუცილებლად გამოიყენეთ მზის დამცავი სათვალე, კარგი იქნება თუ ყოველ 2 საათში გადააყენებთ მანქანას და 10-15 წუთით დაასვენებთ თვალებს, უბრალოდ დახუჭავთ და მშვიდად იჯდებით.

თინათინ გოცაძე