რას გვთავაზობს საოჯახო მედიცინა და ოჯახის ექიმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გვთავაზობს საოჯახო მედიცინა და ოჯახის ექიმი

„ოჯახის ექიმის“ ცნება თანამედროვე ქართულ მედიცინაში შედარებით ახალია. ოჯახის ექიმი - ზოგადი პრაქტიკის ექიმია, რომელსაც ფართო სამედიცინო ცოდნა და გამოცდილება აქვს. ის, ძირითადად, მთელი ოჯახის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი. ოჯახის ექიმს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, აუცილებლად ესაჭიროება ისეთი თვისებები, როგორებიცაა ყურადღება, გულისხმიერება, პასუხისმგებლობა, მოწესრიგებულობა და პატიოსნება. მუშაობაში მას დაეხმარება კომუნიკაბელობა და ტაქტი. იმაზე, თუ რა ფუნქციები აქვს ოჯახის ექიმს, გვესაუბრება კლინიკა „აირმედის“ ოჯახის ექიმი, სოფიო კეკენაძე.

- ქალბატონო სოფიო, რა არის ოჯახის ექიმის მოღვაწეობის სფერო?

- ოჯახის ექიმის მოღვაწეობის სფერო განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის რგოლით. ანუ პაციენტის პირველი შეხება სამედიცინო სფეროსთან იწყება ოჯახის ექიმთან ვიზიტით, რომელიც პაციენტისა და მისი ოჯახის მთავარი მრჩეველია ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროში. მას შეუძლია განსაზღვროს პაციენტის პრობლემის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები. ოჯახის ექიმი ზრუნავს პაციენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე სათანადო და ეფექტური ჩარევებით. ის ვალდებულია პაციენტს მოემსახუროს როგორც პჯდ-ს ოფისში, საჭიროების შემთხვევაში, ბინაზეც.

- რით განსხვავდება ოჯახის ექიმი თერაპევტისაგან?

- ოჯახის ექიმი, ისევე როგორც თერაპევტი, ზოგადი პრაქტიკის ექიმია. თუ თერაპევტი უზრუნველყოფს მოზრდილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახის ექიმი ზრუნავს როგორც მოზრდილ, ასევე ბავშვთა ასაკის კონტინგენტზე. მარტივად რომ ვთქვათ, აერთიანებს პედიატრისა და თერაპევტის ფუნქციებს. ოჯახის ექიმი თვითონ თაობს ოჯახისა და მისი თითოეული წევრის მზრუნველობას, ასაკის, სქესისა და დაავადების განურჩევლად.

- როდის მივმართოთ ოჯახის ექიმს?

- ოჯახის ექიმს უნდა მივმართოთ ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემით - უშუალოდ დაავადებასთან დაკავშირებით თუ პრევენციული ღონისძიებების საკითხებით.

- რას მოიცავს ოჯახის ექიმთან ვიზიტი?

- ოჯახის ექიმთან ვიზიტი მოიცავს:

  • პაციენტის ისტორიის შევსებას;
  • მიმართვის ძირითადი მიზეზის დადგენას;
  • პაციენტის სრულ ობიექტურ გამოკვლევას;
  • საჭიროების შემთხვევაში ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების დაგეგმვას;
  • სამკურნალო და პროფილაქტიკური რეკომენდაციების დასახვას;
  • აუცილებლობისას ექიმ-სპეციალისტების ჩართვას.

- რომელ დაავადებებს მკურნალობს იგი?

- ოჯახის ექიმი, კოლეგებთან ერთად, მკურნალობს ნებისმიერ დაავადებას პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახის ექიმის კომპეტენციის ფარგლებში. შესაბამისად, უზრუნველყოფს თემის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო დონეზე შენარჩუნებას.