ვიტამინების შეწოვა-შეთვისებას სხვადასხვა ფაქტორი უშლის ხელს. მათ შორისაა პრეპარატები. ცნობილია, რომ
კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატები აფერხებენ ფოლიუმის მჟავას შეწოვას. საფაღარათო საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის მინერალური ზეთები, ასევე ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი პრეპარატები ხელს უშლიან A, D და E ვიტამინების შეწოვას. ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები იგივე ორალური კონტრაცეპტივები (უფრო ზუსტად მათში შემავალი ესტროგენები) არღვევენ B6, E ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავას შეთვისებას.
ზოგიერთი ვიტამინის შეწოვაზე უარყოფით გავლენას ახდენს გარკვეული დაავადებებიც. თუ ადამიანს პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) პრობლემები აქვს, უპირველესად ირღვევა ცხიმში ხსნადი
ვიტამინების D, A, და E ვიტამინების შეწოვა. თუ დაქვეითებულია კუჭის წვენის სეკრეცია (გამოყოფა), ორგანიზმი ვერ ითვისებს B ჯგუფის ვიტამინებს, კერძოდ B12 ვიტამინს. ამაზე განსაკუთრებულად ასაკოვნებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება, რადგან ასაკთან ერთად კუჭის წვენის სეკრეცია 12 %-ით ქვეითდება, შესაბამისად, ირღვევა საჭირო ვიტამინების შეწოვა და სხვა პრობლემებსაც ეძლევა დასაბამი.
თინათინ გოცაძე