როგორ უნდა მოიქცეთ მოწამვლისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა მოიქცეთ მოწამვლისას

1) მიიღეთ ენტეროსორბენტი

მაგალითად, გააქტიურებული ნახშირი, სმექტა, ენტეროსგელი, პოლისორბი, პოლიფეპანი, ეს მედიკამენტები ბოჭავენ, ანეიტრალებენ და ორგანიზმიდან გამოდევნიან მოწამვლის გამომწვევ ტოქსინებს. პრეპარატი უნდა მიიღოთ იმ წესით, რომელიც მის ინტრუქციაშია მითითებული, (არანაკლებ 3 მიღებისა დღეში), აუცილებლად სათანადო დოზით (მაგალთად, გააქტიურებული ნახშირი მოზრდილმა ადამიანმა ერთ მიღებაზე 8-10 აბი უნდა დალიოს);

2) სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი

ამ დროს ორგანიზმისათვის აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხე, არანაკლებ 2 ლიტრისა. ყველაფერს სჯობს სუფთა წყალი, შესაძლოა დაგჭირდეთ რეჰიდრატაციისთვის განკუთვნილი ხსნარებიც, რომლებიც დაკარგული ელექტროლიტების აღდგენას ემსახურება;

3) დაიცავით დიეტა

არ არის რეკომენდებული ტკბილეულისა და თეთრი პურის ჭამა. ისინი ნაწლავებში დუღილს იწვევს. ზოგს ჰგონია, რომ მოწამვლის შემდეგ შიმშილობა აჩქარებს გამოჯანმრთელებას, რაც არასწორია, ორგანიზმს ტოქსინებთან ბრძოლისათვის ენერგია ესაჭიროება, შესაბამისად, შიმშილობა დაუშვებელია. მოწამვლისას ბევრი პროდუქტის მიღება შეგიძლიათ, ესენია ბანანი, მოხარშული ხორცი, ნატურალური ვაშლის პიურე, ბრინჯი და სხვა;

4) დაიცავით წოლითი რეჟიმი

მოწამვლის (ინტოქსიკაციის) პირველ დღეებში სასურველია წოლითი რეჟიმი. თუ 2-3 დღეში დიარეამ არ გაიარა და სხეულის ტემპერატურამაც მოიმატა, უნდა მიმართოთ ექიმს!

თინათინ გოცაძე