რა ზიანი შეიძლება მოგიტანოთ ფოტოშპალერმა - შპალერი, რომელსაც ევროპის ქვეყნებში არ იყენებენ, საქართველოში თავისუფლად იყიდება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

რა ზიანი შეიძლება მოგიტანოთ ფოტოშპალერმა - შპალერი, რომელსაც ევროპის ქვეყნებში არ იყენებენ, საქართველოში თავისუფლად იყიდება

რა ზიანი შეიძლება მოგიტანოთ ფოტოშპალერმა - შპალერი, რომელსაც ევროპის ქვეყნებში არ იყენებენ, საქართველოში თავისუფლად იყიდება
თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში გა­რე­მო იმ­დე­ნად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის. ჰა­ე­რი, რო­მელ­საც ვსუნ­თქვათ არა­ერ­თი მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. სამ­შე­ნებ­ლო თუ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­მო­ნა­ბოლ­ქვი აღ­ნიშ­ნუ­ლის მთა­ვა­რი მი­ზე­ზია. თუმ­ცა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე, რო­მელ­შიც ვიმ­ყო­ფე­ბით და დრო­ის დიდ ნა­წილს ვა­ტა­რებთ. სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის ხა­რისხს დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ თუ არ გვინ­და, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდეთ. მათი შერ­ჩე­ვა უნდა მოხ­დეს არა მხო­ლოდ გამ­ძლე­ო­ბის, არა­მედ უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. დღეს უკვე ყვე­ლამ იცის, რომ უნდა შე­არ­ჩი­ოს სა­ღე­ბა­ვი, რო­მე­ლიც არ
შე­ი­ცავს ტყვი­ას, რად­გან ის საკ­მა­ოდ მავ­ნეა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ბავ­შვე­ბის­თვის.

ინ­ტე­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით დღეს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ტრენ­დია ფო­ტოშ­პა­ლე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია. თუმ­ცა მისი შერ­ჩე­ვი­სას თით­ქმის არა­ვინ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, თუ რა აპა­რა­ტით და რო­გორ ქა­ღალ­დზე იბეჭ­დე­ბა ის, არის თუ არა მავ­ნე ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. რო­გორც ჩვენ გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფო­ტოშ­პა­ლე­რებს უმე­ტე­სად
Eco Solvent სა­ღე­ბა­ვით ბეჭ­და­ვენ. ამ სა­ღე­ბავ­სა და წყლის სა­ღე­ბა­ვებს შო­რის, რო­მე­ლიც HP Latex აპა­რატ­ში ის­ხმე­ვა, ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. Eco Solvent იმ­დე­ნად მავ­ნეა, რომ ამ ტი­პის სა­ღე­ბა­ვით ფო­ტოშ­პა­ლე­რებს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში სა­ერ­თოდ არ ბეჭ­და­ვენ.

პრო­დუქტს, რო­მელ­საც HP Latex იყე­ნებს, უსაფრ­თხო სა­ბეჭდ მე­ლანს უწო­დე­ბენ. პირ­ვე­ლი, რაც მას სხვა პრო­დუქ­ტე­ბის­გან გა­ნას­ხვა­ვებს, არის ის, რომ არ აქვს უსა­მოვ­ნო სუნი და გაკრვე­უ­ლი ცხი­მოვ­ნო­ბა ზე­და­პირ­ზე. მას­ზე და­ბეჭ­დილ შპა­ლერს იყე­ნე­ბენ ისეთ სენ­სი­ტი­ურ სივ­რცე­ებ­შიც კი, რო­გო­რი­ცაა ჰოს­პი­ტა­ლი, სა­ბავ­შვო ბაღი და სკო­ლა. ადრე აღ­ნიშ­ნულ სივ­რცე­ებ­ში მხო­ლოდ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სა­ღე­ბა­ვებს იყე­ნებ­დნენ ხოლ­მე, ახლა მათ ინ­ტე­რი­ე­რის გა­ლა­მა­ზე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და რაც მთა­ვა­რია, ჯან­მრთე­ლი შე­სა­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ.

გარ­და იმი­სა, რომ HP Latex ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სა­ღე­ბავს იყე­ნებს, თა­ვად აპა­რა­ტიც ეკო­მე­გობ­რუ­ლია. ეს ნიშ­ნავს, რომ მათ­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლია თვი­თწ­მენ­დის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ბეჭდ­ვის პრო­ცეს­სა და მის ხა­რისხს სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს. მათ აქვთ ყო­ველ­დღი­უ­რი, კვი­რე­უ­ლი და თვი­უ­რი წმენ­დის სის­ტე­მე­ბი.

mkurnali.gemkurnali.gemkurnali.ge

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მომ­ხმა­რე­ბელ­მა ამ სა­კითხს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს და შეკ­ვე­თის გა­კე­თე­ბამ­დე დე­ტა­ლუ­რად გა­მო­იკ­ვლი­ოს, თუ რო­მე­ლი აპა­რა­ტი­თა და სა­ღე­ბა­ვე­ბით მოხ­დე­ბა მისი შპა­ლე­რის დამ­ზა­დე­ბა. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს პრო­ცე­სი არ კონ­ტროლ­დე­ბა და სტამ­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც ფო­ტოშ­პა­ლე­რებს გთა­ვა­ზო­ბენ, სწო­რედ Eცო შოლვენტ სა­ღე­ბა­ვებს იყე­ნე­ბენ. მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში HP Latex პრინ­ტე­რით Pრინტარეა მუ­შა­ობს. "პრინ­ტა­რე­ას" Eco Solvent სა­ღე­ბა­ვი­ა­ნი და­ნად­გა­რე­ბიც აქვს, თუმ­ცა მათ­ზე შპა­ლე­რის და­ბეჭდ­ვა არ ხდე­ბა. რად­გან სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია აღ­ნიშ­ნულ ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს, სწო­რედ მათ მივ­მარ­თეთ კი­თხვით თუ რა გან­სხვა­ვე­ბაა Eცო შოლვენტ-იან და HP Latex და­ნად­გა­რებს შო­რის.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­გვი­მარ­ტეს, Eco Solvent სა­ღე­ბა­ვე­ბი იმ­დე­ნად მავ­ნეა, რომ მათი და­ხუ­რულ სივ­რცე­ში გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. HP Latex აპა­რა­ტე­ბი კი Pრინტარეა-ს სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე­ში მდე­ბა­რე­ობს და მას არა­ნა­ი­რი მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა არ აქვს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ამ აპა­რა­ტებ­ზე იბეჭ­დე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა შპა­ლე­რე­ბი, რო­მე­ლიც სხვა სა­ღე­ბა­ვით და­ბეჭ­დი­ლი ანა­ლო­გე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა ბავ­შვე­ბის ოთა­ხე­ბის­თვი­საც.

სწო­რედ ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბით უნდა შე­არ­ჩი­ოთ ფო­ტოშ­პა­ლე­რი, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყუ­რა­დღე­ბით შე­არ­ჩი­ოთ თი­თო­ე­უ­ლი სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლა თუ ავე­ჯი. არ და­გა­ვი­წყდეთ, უხა­რის­ხო პრო­დუქ­ცი­ას თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა შე­უძ­ლია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
კატეგორიის სხვა სტატიები
გრიპი ერთერთი ყველაზე გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომელიც იწვევს
ალკოჰოლის ჭარბი მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ზომიერმა მოხმარებამ კი საგრძნობი სარგებელი შეიძლება მოუტანოს ადამიანს.
მატონიზირებელი ეფექტის და ძილის რეჟიმის დარღვევის გამო ითვლება, რომ ყავის დალევა დღის მეორე ნახევარში არ ღირს.
აერობიკა - დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, ადამიანის ნერვული უჯრედები
არ შეიცავს ქოლესტერინს! - ამ წარწერას ბევრი პროდუქტის, მათ შორის ზეთების (მცენარეული ცხიმების) მინაწერზე ხშირად
დღეს ბევრი საუბრობს ონკოლოგიურ დაავადებებზე, რაც უდაოდ დადებითი მოვლენაა,
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად