საზოგადოებრივი კვების ადგილებში დაცული უნდა იყოს ხმაურის დონის, ვიბრაციის, ჰიგიენური ნორმები. თუმცა ღია ვერანდებზე მტვრის რაოდენობა და ფონური ბგერების სიმაღლის გაკონტროლება რთულია და ხშირად დასაშვებ ნორმებზე უფრო მაღალია. მზა კერძებზე დალექილი მტვერი და მძიმე ლითონების მარილები, რომლებიც ორგანიზმში ხვდება ასეთ ადგილებში რეგულარული კვებისას, შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.
კადმიუმი ორგანიზმში საკვებთან და სიგარეტის კვამლთან ერთად ხვდება. კადმიუმის შემცველი მტვერი იწვევს ფილტვების დაზიანებას. ამასთან, კადმიუმი მიეკუთვნება კანცეროგენებს. გარდა მძიმე ლითონებისა, ავტომაგისტრალების მახლობლად ჰაერი შეიცავს ჭვარტლს, ნახშირის ნაწილაკებს, საბურვის მტვერს და ასფალტის საფარის ცვეთის პროდუქტებს.
ალერგიულ პირებისთვის საერთოდ არაა რეკომენდებული საზაფხულო ვერანდებზე დროის გატარება, რადგანაც საკვებში შეიძლება მოხვდეს მცენარის მტვერი და მიკროორგანიზმების სპორები.
ლალი ჩხიკვაძე