რატომაა სიცხეში სპირტიანი სასმელების მიღება სახიფათო - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

რატომაა სიცხეში სპირტიანი სასმელების მიღება სახიფათო

რატომაა სიცხეში სპირტიანი სასმელების მიღება სახიფათო
ცხელ ამინდში ალკოჰოლის მიღებამ (ცივი სახითაც კი) შეიძლება სხეულის თერმორეგულაციის დარღვევა გამოიწვიოს და სითბური დარტყმის მიღების რისკი გაზარდოს. გამაგრილებელი ალკოჰოლური კოქტეილები, როგორიცაა მოხიტო და ჯინ-ტონიკი სიცხეში არ აგრილებს.

ალკოჰოლურ სასმელში არსებული სპირტი მას ტოქსიურს ხდის. სპირტი ცვლის სისხლძარღვების ტონუსს, რაც არღვევს თერმორეგულაციას. ამიტომაც დასაწყისში, გარკვეული დროით ადამიანი შვებას კი გრძნობს, მაგრამ შემდეგ ვითარდება სისუსტე და მოთენთილობა. სწორედ ამ დროს იზრდება სითბური დარტყმის რისკი.

ზღვაში, მდინარეზე ბანაობისას დიდია ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ადამიანის დახრჩობის რისკიც. ალკოჰოლურ სასმელში არსებული ეთილის სპირტი ტოქსიურ ზემოქმედებას
ახდენს გულზე, რის გამოც ეს ორგანო იძულებულია ექსტრემალურ რეჟიმში იმუშაოს. რადგანაც პლაჟზე ცხელა, წყალი კი მნიშვნელოვნად უფრო ცივია, ტემპერატურის კონტრასტის შედეგად შეიძლება განვითარდეს კორონარული სპაზმი. ნაპირზე ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, წყალში კი ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

როდესაც ადამიანი ქუჩიდან კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში შედის, ასევე
შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვოვანი სპაზმი, რას შედეგადაც იზრება რესპირატორული დაავადებების გამწვავების რისკი.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
კვირაში 5 ულუფაზე მეტი ალკოჰოლური სასმელის მიღება მიზანშეწონილი არ არის. ამასთან, ეს მოცულობა კვირის განმავლობაში
15-03-2019
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
განვითარებად ქვეყნებში ყველაზე უბედური ასაკი, კვლევებით 48,2 წელი აღმოჩნდა. მოსახლეობის ბედნიერების მაჩვენებელი განსაზღვრეს 132 ქვეყანაში.
მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ მეუღლეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელად ყოფნა, მეორეს ალცჰაიმერის დაავადების, დემენციისა და კოგნიტიური თვისებების შესუსტებისაგან იცავს.
რამდენიმე ენის ცოდნა დადებითად მოქმედებს ადამიანის ტვინის მუშაობაზე.
თუ ქალს ქრონიკული უძილობა აწუხებს, ის ხშირად უპირატესობას ანიჭებს მავნე პროდუქტებს,
ა.შ.შ-ს მეცნიერები აღიარებენ, რომ ღვინის ხანგრძლივი, ზომიერი მოხმარება აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს.
გერმანიის ინტეგრაციული ფსიქიატრიის ცენტრმა შეისწავლა პარტნიორთან ძილის თავისებურებები. კვლევაში ჩართულ იქნა 12 ახალგაზრდა, ჯანმრთელი, წყვილი,
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად