გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
სითხის დაკარგვის შედეგად კი ორგანიზმის გაუწყლოება ხდება, სქელდება სისხლი და მატულობს თრომბების განვითარების რისკი. ამ ყველაფრის შედეგად კი მატულობს ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკიც.
შეკითხვა ექიმს
- სიცხეში ნუ დაიტვირთებით ფიზიკურად, ნუ გაჩერდებით დიდხანს მზის გულზე, ნუ ატარებთ მძიმე ჩანთებს, განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს აგარაკზე, თაკარა მზეში წახრილ მდგომარეობაში მუშაობა. ასე გაზრდით გონების დაკარგვის რისკს;
- მოერიდეთ გადახურების შემდეგ ცივ წყალს. იგი იწვევს სისხლძარღვთა უეცარ შევიწროებას ანუ სპაზმს და შეიძლება ინფარქტიც კი განვითარდეს;
- არ გაირუჯოთ 15-20 წუთზე მეტ ხანს. თუ გული აგიჩქარდებათ ან სუნთქვა გაგიხშირდებათ, დაუყოვნებლივ შეეფარეთ გრილ შენობას;სვით მინერალური წყალი - იგი შეგივსებთ დაკარგულ მინერალებს და ორგანიზმსაც იდეალურად გააგრილებს;
- საკვების მიღებისას დაიცავით ზომიერება. უარი თქვით ზედმეტად ცხიმიან და ძნელად მოსანელებელ; პროდუქტებზე, მათი მონელებისას გადაიტვირთება კუჭ-ნაწლავი, რაც კიდევ მეტად გაზრდის დატვირთვას გულზე;
- მიირთვით წყლით მდიდარი ხილი და ბოსტნეული - საზამთრო, კიტრი, კომბოსტო და სხვა.
ანგინა
ანგინა რომ არ დაგემართოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი:
- ნუ დალევთ მაცივრიდან გამოღებულ ცივ სასმელებს;
- ერიდეთ ნაყინს;
- გარუჯვის შემდეგ ჯერ ჩრდილში გადადით, გაგრილდით, ტანი წყლით დაიზილეთ და შემდეგ შედით წყალში;
- ნუ დაჯდებით კონდიციონერის ცივი ნაკადის არეში. ტემპერატურული რეჟიმი კი ისე შეარჩიეთ, რომ გარეთ გასვლისას ძალიან დიდი კონტრასტი არ იყოს;
- ცივი შხაპი შეცვალეთ გრილი შხაპით.
საშარდე სისტემის დაავადებები
ზაფხულობით ცისტიტის გამწვავევის გამო, ქალების მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში იმატებს. მიზეზი კი ცივ წყალში ბანაობა და შემდეგ გარუჯვა, სველი საცურაო კოსტიუმით სიარული, უსუფთაო ადგილებში ბანაობის შედეგად გადადებული ინფექციებია. ბანაობისას გადაციების შედეგად ასევე შეიძლება განვითარდეს თირკმლის პათოლოგიები, კერძოდ პიელო
ნეფრიტი.
ზოგადად თირკმლები ზაფხულში მთელი დატვირთვის მუშაობს, მათ უხდებათ მომატებული რაოდენობით მიღებული სითხის ორგანიზმიდან გამოტანა. ამიტომ, თუ თირკმელები არც ისე ჯანსაღი გვაქვს, შესაძლოა მათ გაუჭირდეთ ამ დატვირთვასთან გამკლავება და ზაფხულის დასვენება ჩაგვაშხამონ. როცა თირკმელები გაწუხებთ, ექიმები გირჩევენ:
- მეტისმეტად არ გაზარდოთ მოხმარებული სითხის რაოდენობა, თუმცა არც სითხის დეფიციტი შეუქმნათ ორგანიზმს, რათა გაუწყლოება არ განვითარდეს;
- არ გადაიციოთ ორგანიზმი - არ იბანაოთ ძალიან ცივ წყალში და არ იაროთ სველი საზღვაო კოსტიუმით.