მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომელსაც სახსრის განუვითარებლობა ახასიათებს. თუ მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის მკურნალობა სწორად არ წარიმართება, ის შეიძლება გახდეს ისეთი არასასიამოვნო მოვლენების მიზეზი, როგორებიცაა:

  • ხერხემლის გამრუდება;
  • საწინააღმდეგო სახსრის ქვეამოვარდნილობა (მათ შორის - ჯანსაღი სახსრის);
  • ოსტეოქონდროზის ნაადრევი განვითარება;
  • მენჯის მდგომარეობის დარღვევა;
  • აღნიშნულმა პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს დისპლაზიური კოქსართროზი, რომელმაც შეიძლება ნაადრევ ინვალიდობამდე მიგვიყვანოს.


რამ შეიძლება გამოიწვიოს?

თანამედროვე კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით მიღებულია გამოიყოს აღნიშნული პათოლოგიის აღმოცენების 4 მიზეზი:

  • გენეტიკური განწყობა;
  • ნაყოფის სახსრის მყესოვანი აპარატის შესუსტება ორსულობის ბოლო კვირებში ქალის სასქესო ჰორმონ პროგესტერონის ჭარბად გამომუშავების გამო;
  • იმ ქსოვილების
    ჩამოყალიბების პროცესის დარღვევა, საიდანაც ვითარდება სახსარი;
  • ზურგის ტვინისა და ხერხემლის განუვითარებლობა.


როგორ ვლინდება კლინიკურად?

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის სიმპტომები შეიძლება მშობელმა გამოავლინოს, თუ ყურადღება გამახვილდება შემდეგ სიმპტომებზე:

  • ჩვილის ბარძაყებზე ნაოჭების ასიმეტრიული განლაგება;
  • ჩვილის ფეხები არ განიზიდება 60°-ზე მეტად;
  • ჩვილის ქვედა კიდურების განზიდვისას ბარძაყის თავი ტაბუხის ფოსოში ჯდება დამახასიათებელი ტკაცუნით;
  • ქვედა
    კიდურის დამოკლება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მუხლის სახსრების სიმაღლის შედარებისას.

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიას 3 ხარისხად ყოფენ:

  • დისპლაზია, როდესაც სახსრის ნორმალური ფორმირება დარღვეულია ტაბუხის ფოსოს მიდამოში. ამ დროს ბარძაყის თავი ფოსოშია, მაგრამ სახსრის ელემენტები - ბარძაყის თავი, ტაბუხის ფოსო და თაღი განუვითარებელია.
  • ქვეამოვარდნილობა - სახსრის კომპონენტები დისპლაზიურია, ბარძაყის თავი კი ტაბუხის ფოსოს გარეთაა; აღნიშნული პათოლოგიის გამოვლინებისას ბარძაყის თავის ფიქსაცია უარესდება, იმდენად რამდენადაც მყესები და სასახსრე კაფსულა ვეღარ იჭერს მას ოპტიმალურ მდგომარეობაში. ეს იწვევს შეცილებას და ბარძაყის თავის დაჭერის შეუძლებლობას.
  • ამოვარდნილობა - როდესაც ბარძაყის თავი მთლიანად ტაბუხის ფოსოს გარეთაა და სასახსრე ფოსოსთან კონტაქტი ქრება.


დიაგნოსტიკა

  • გასინჯვა და ანამნეზის შეკრება;
  • ულტრაბგერითი კვლევა;
  • რენტგენოგრაფია.

წინასწარი დიაგნოზი დგინდება ორთოპედის გასინჯვის საფუძველზე. აუცილებელია ბავშვის გასინჯვა 1, 3, 6, 12 თვის ასაკში. დიაგნოსტიკის სიხშირე იზრდება, თუ ბავშვი რისკის ჯგუფშია. მასში ხვდებიან ბავშვები, რომელთა დედებს ორსულობის დროს აღენიშნებოდათ ტოქსიკოზი ან დისპლაზია. პათოლოგიის არსებობაზე მეტყველებს ფეხის დამოკლება ან განზიდვის შეზღუდვა.

3 თვის ასაკიდან ბავშვებს აღენიშნებათ დუნდულოს, მუხლქვეშა და საზარდულის ნაოჭების ასიმეტრია. მაგრამ აღნიშნული ნიშანი არ არის გადამწყვეტი დიაგნოზის დასასმელად. ხშირად ნაოჭები სიმეტრიულია ორმხრივი დისპლაზიისას, ასიმეტრია არ ასრულებს მნიშვნელოვან როლს, რადგანაც შეიძლება ჯანმრთელ ბავშვებსაც ჰქონდეთ, საუკეთესო მეთოდი ვიზუალური გასინჯვაა. ბავშვს აწვენენ ზურგზე და უხრიან ფეხებს მუხლის სახსარში, რაც გვაძლევს იმის საშუალებას შევნიშნოთ, რომ ერთი მუხლი მეორეზე უფრო ქვევითაა (ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის ძირითადი ნიშანი).

მნიშვნელოვანი სიმპტომია სახსრის მოძრაობის დაქვეითება. პათოლოგიის არარსებობისას ახალშობილის ფეხების განზიდვა შესაძლებელია მაქსიმალურად, 90 გრადუსამდე. ამ პათოლოგიის არსებობაზე მეტყველებს კუთხის 50 გრადუსამდე შემცირება. დიაგნოსტიკის საუკეთესო მეთოდად ითვლება ულტრასონოგრაფია და რენტგენოგრაფია. აღნიშნული მეთოდები გამოიყენება სამი თვის ასაკიდან, რადგან უფრო ადრეულ ასაკში სახსარი დაფარულია ხრტილოვანი ქსოვილით (ის არ ჩანს რენტგენზე), ამიტომ სპეციალისტები ულტრასონოგრაფიას ამჯობინებენ.


მკურნალობა

აღნიშნული პათოლოგიის მკურნალობამ მაქსიმალურად კარგი შედეგები რომ გამოიღოს, საჭიროა მისი დროული დაწყება. ტაქტიკა გულისხმობს როგორც კონსერვატიული, ისე ოპერაციული მეთოდით მკურნალობას.

ახალშობილთა თანამედროვე კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს:

  • ქვედა კიდურებს ჩასასწორებლად იდეალური მდგომარეობა უნდა მიენიჭოს;
  • აქტიური მოძრაობის შენარჩუნება;
  • ხანგრძლივი თერაპია წყვეტის გარეშე;
  • სამკურნალო ფიზკულტურის, მასაჟისა და ფიზიოთერაპიის გამოყენება.

მკურნალობის პროცესში გამოიყენება ფართო შეხვევა, რომელიც სამ თვემდე უნდა გაკეთდეს, პავლიკის უზანგი 6 თვემდე, განმბჯენითი ბანდები ან ვილენსკის არტაშანი დარჩენილი დეფექტების მკურნალობის დასრულების საშუალებას იძლევა.

  • ოპერაციული ჩარევა კი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ტარდება:
  • სახსრის აგებულების მნიშვნელოვანი დარღვევისას;
  • კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობისას;
  • ოპერაციის გარეშე ამოვარდნილობის ჩასწორების შეუძლებლობისას.


პროგნოზი

დროულად მკურნალობით შესაძლებელია პათოლოგიის სრულად აღმოფხვრა. თერაპიის უქონლობისას გართულება დამოკიდებულია დისპლაზიის ფორმასა და ხარისხზე.

საწყის სტადიაზე ტკივილის შეგრძნება ახალგაზრდა ასაკში არ ვლინდება, მაგრამ 25-50 წლების პერიოდში იწყება დისიპლაზიური კოქსართროზის პროგრესირება. ძირითადი სიმპტომები აღინიშნება ჰორმონული ცვლილებებისას ან ფიზიკური აქტივობის დაქვეითების დროს.

დისპლაზიური კოქსართროზის საწყის სტადიაში ვლინდება ძლიერი ტკივილი, მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობა კი ქვეითდება. მძიმე შემთხვევაში იცვლება ბარძაყის დგომა, რაც იწვევს არაბუნებრივ მობრუნებასა და ფეხის მოხრას. თუ სამკურნალო ტანვარჯიშით ვერ ხერხდება მდგომარეობის შემსუბუქება, ტარდება ენდოპროთეზირება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
კატეგორიის სხვა სტატიები
ცხოვრებაში რამდნეიმეჯერ მაინც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს შემთხვევა, როცა სწორი მოქმედებით შეგვიძლია ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ.
ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ძალიან ძნელია საჭესთან საათობით ჯდომა და მანქანის მართვა, მით უფრო შორ გზაზე,
ვიტამინების შეწოვა-შეთვისებას სხვადასხვა ფაქტორი უშლის ხელს. მათ შორისაა პრეპარატები. ცნობილია, რომ
ელექტრონული სიგარეტების მავნებლობის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ სითხეების
საქართველოში განსაკუთრებით განებივრებულნი ვართ სხვადასხვა ხილითა თუ კენკრით. ზაფხული ხომ შემოდგომასავით
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად