როგორ მოქმედებს ელექტრომაგნიტური ველი ჩვენს ჯანმრთელობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოქმედებს ელექტრომაგნიტური ველი ჩვენს ჯანმრთელობაზე

ყველა მხრიდან ვართ მისით გარემოცულნი. მაშინაც კი, როცა არ გვაქვს ჩართული ელექტრომოწყობილობები, ელექტრომაგნიტური ველის ტალღები ჩვენამდე აღწევს მეზობელ სახლებში არსებული და მოქმედი აპარატებიდან, მეზობლების მოწყობილობებიდან.

კომპიუტერები, მობილური მოწყობილობები, მიკროტალღური ღუმლები, მსგავსი მოწყობილობები და აპარატები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ და რომლებიც რამდენადმე გვიმსუბუქებენ ყოფას, იმავდროულად ზემოქმედებენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, იმიტომ, რომ გენერირებენ ელექტრომაგნიტურ ველს. აღნიშნული ველი კი ისეთი პრობლემების პროვოცირებას ახდენს, როგორებიცაა უძილობა, დაღლილობა, ალერგია, კანის სიმშრალე და სხვა.

რა არის ელექტრომაგნიტური ველი და რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე?

ელექტრომაგნიტური ველი ადამიანის თვალისთვის უხილავია, ამიტომაც მას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ასეთი ველი აღმოცენდება ელექტრული მუხტის დაგროვების შედეგად სხვადასხვა აპარატურისა თუ ელექტრომოწყობილობის შიგნით და ირგვლივ, დაწყებული სატელევიზიო ანტენებით, რადიოებითა და ტელეფონებით, დამთავრებული როზეტებით. თუ მიმოვიხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ნებისმიერი სივრცე არაერთი ელექტრომოწყობილობითაა გადატვირთული. როგორც კი ვრთავთ დენის წყაროში რომელიმე მოწყობილობას, ის ელექტრომაგნიტური ველის წარმოქმნას იწყებს. რაც უფრო მაღალია ძაბვა, მით უფრო ძლიერი ველი იქმნება. კომპიუტერი და მობილური მოწყობილობებიც (ე.წ. სმარტფონები) მიგვითითებს მრავლობით (წი-ფი) ქსელებზე, რომლებიც არსებობს და გადაიკვეთება სივრცეში.

ამგვარად, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ! შეუძლებელია ზემოთ აღნიშნული არ მოქმედებდეს ჩვენს ჯანმრთელობაზე, გარკვეულ გავლენას არ ახდენდეს ჩვენს ორგანიზმზე. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს ნატურალური ელექტრომაგნიტური ველები - დედამიწის ენერგიის მიერ წარმოქმნილი და ისინი ასევე აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

სადღეისოდ არ არსებობს კვლევა, რომელიც საბოლოოდ დაადასტურებდა ელექტრომაგნიტური ველის ნეგატიურ გავლენას კონკრეტული კუთხით ორგანიზმზე, მის მოქმედებას ამა თუ იმ პათოლოგიურ ძვრასა და ცვლილებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, დაუჯერებელია, რომ ადამიანი, რომელიც მთელ დღეს ელექტრომოწყობილობებით სავსე გარემოში ატარებს, ვერ გრძნობდეს მათ უარყოფით გავლენას. ოფისებში მომუშავენი, ალბათ, ყველაზე უკეთ შეიგრძნობენ ამ მავნე გავლენებს, რადგან ყოველდღიურად აწყდებიან უამრავ პრობლემას.

ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი პრობლემები:

  • ნერვული სისტემის დარღვევები: დეპრესია, დაღლილობა, გაღიზიანება და სხვა;
  • უძილობა;
  • ალერგია;
  • ჰიპერტონია;
  • მხედველობის პრობლემები;
  • კანის სიმშრალე;
  • ორიენტაციასა და კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • თავბრუხვევა;
  • შაკიკი;
  • გადამეტებული დაღლილობა;
  • ფერტილობის დარღვევა და ჩასახვასთან დაკავშირებული სირთულეები;
  • აუტოიმუნური დაავადებები;
  • არითმია;
  • ზოგიერთი კვლევით, ელექტრომაგნიტური ველის კანცეროგენული გავლენაც არის აღნიშნული.

როგორ დავაღწიოთ თავი პრობლემას?

ყველაზე ეფექტური, თუმცა უტოპიური და მიუღწეველი ვარიანტია – ცივილიზაციისაგან სრულად იზოლირებულ, ცოცხალ ბუნებაში დასახლება. ეკოლოგიური სახლი და ელექტრომომარაგების არარსებობა ელექტრომაგნიტური ველის გავლენას ნულამდე დაიყვანს. ეს ბევრისთვის წარმოუდგენელი და შეუძლებელიცაა. ზოგს შესაძლოა სასაცილოდაც კი მოეჩვენოს თანამედროვე ყოფაში.

მაგრამ რა ვქნათ რეალურად? როგორ მოვიქცეთ? სპეციალისტები გვირჩევენ, უპირველესად, თვალი გადავავლოთ სივრცის ორგანიზაციას და შევცვალოთ ის იმგვარად, რომ მუდმივად არ ვიყოთ ელექტრომოწყობილობათა გარემოცვაში, უპირატესობა მივანიჭოთ საკაბელო ინტერნეტს, განსაკუთრებით - საძინებელ ოთახში და ბინის იმ ნაწილში, სადაც დროის ყველაზე დიდ ნაწილს ვატარებთ.

გარდა ამისა, არსებობს სპეციალური ვარჯიშები და საშუალებები, რომელთა დახმარებითაც შეიძლება შევამციროთ ელექტრომაგნიტური ველის მოქმედების ეფექტი, მაგალითად:

  • ქვიშაზე ან ბალახზე ფეხშიშველა სიარული 30-40 წუთის განმავლობაში;
  • ხეებთან შეხება (ჩახუტება) და მცენარეებთან კონტაქტი (არანაკლებ 15 წუთისა);
  • სხვადასხვა დამცავი საშუალებების გამოყენება, მაგალითად, მობილური ტელეფონებისათვის განკუთვნილი შალითის (ე.წ. ბუდის) გამოყენება გამოსხივების შესამცირებლად;
  • სპეციალური სამაჯურებისა და სამკაულების გამოყენება, რომლებიც გვიცავს ელექტრომაგნიტური გამოსხივებისაგან.

როგორ შევამოწმოთ ელექტრომაგნიტური ველის გავლენა?

მათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდა ელექტრომაგნიტური ველის მავნე გავლენაში და სკეპტიკურად რჩება განწყობილი, მეცნიერები ურჩევენ ჩაატარონ ასეთი ექსპერიმენტი - ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში შეათბონ წყალი მიკროტალღურ ღუმელში და ამ წყლით მორწყონ ოთახის რომელიმე მცენარე, სხვა მცენარეებისათვის კი ჩვეულებრივი ონკანის წყალი გამოიყენონ. თურმე, ერთ თვეში საოცარი განსხვავება შეიმჩნევა. საექსპერიმენტოდ შერჩეული მცენარე შესაძლოა დაავადდეს (უკეთეს შემთხვევაში) ან დაიღუპოს. ეს მაგალითი ცალსახა დადასტურებაა იმისა, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივება მავნეა ცოცხალი ორგანიზმისთვის, სამწუხაროდ, გამონაკლისი არც ჩვენი ორგანიზმია!