ასაკობრივი განსხვავება პარტნიორებს შორის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასაკობრივი განსხვავება პარტნიორებს შორის

ჩვენს დროში იშვიათი არ არის ოჯახები, სადაც მეუღლეებს შორის საგრძნობი ასაკობრივი განსხვავებაა, თუმცა, ბევრი სკეპტიკურად უყურებს ამგვარ ქორწინებას, მეტადრე - როცა ცოლი უფროსია. ზოგს ეს არანორმალურად მიაჩნია, ზოგიც აშკარად დასცინის ქალს და ეჭვს გამოთქვამს, რომ მის ახალგაზრდა რჩეულს ანგარება ამოძრავებს. ადრე თუ გვიან ქალსაც ეუფლება ეჭვი: იქნებ ხალხი მართალია, თავად კი, ვნებითა და სიყვარულით ანთებული, ვერ ამჩნევს, რომ მათი ურთიერთობა განწირულია?

ბევრს ჰგონია, რომ როცა ქალსა და მამაკაცს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, ქორწინება დიდხანს ვერ გასტანს, თუმცა ყოველთვის ასე როდია. ზოგჯერ თანატოლებიც ვერ ეწყობიან ერთმანეთს და სწრაფად იყრებიან. სხვადასხვა ასაკის ადამიანთა კავშირი კი, სავსებით შესაძლებელია, მტკიცე აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, თუ მეუღლეები სულელურ შეცდომებს არ დაუშვებენ. მთავარი შეცდომაა, როცა ქალი მთელი ძალით ცდილობს, უფრო ახალგაზრდა ჩანდეს, ვიდრე სინამდვილეშია. სხვა საქმეა, თუ ახალგაზრდული სტილი მისთვის ჩვეულია და ბუნებრივი, მაგრამ ხდება ისეც, რომ ქალი დაჟინებით ცდილობს უჩვეულო იმიჯისა და ქცევის მანერის მორგებას. აქვე უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია არა იმდენად ასაკობრივი სხვაობა, რამდენადაც პარტნიორების ასაკი. 18 წლის ყმაწვილისა და 28 წლის ქალის კავშირი სხვაა, ხოლო 28 წლის მამაკაცისა და 38 წლის ქალისა - სხვა.

„შენ მას დედად შეეფერები“

გაღიზიანებთ ამგვარი შენიშვნები? გვერწმუნეთ, ისინი სრულიადაც არ არის საწყენი! ოჯახში, წესისამებრ, ერთი მმართველია, მეორე - მართული. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ოჯახის უფროსის როლს ის ასრულებს, ვისაც საამისო ძალა შესწევს. თუ თქვენი რჩეული მზადაა აღიაროს, რომ თქვენ ხართ მთავარი, ეს იმდენად მის სისუსტეზე არ მეტყველებს, რამდენადაც იმაზე, რომ ის ურთიერთობაში სტაბილურობას ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, რამდენიმე წლის შემდეგ როლები შესაძლოა შეიცვალოს: ის დავაჟკაცდება, მომწიფდება და თქვენთვის მტკიცე საყრდენად იქცევა. ოღონდ ნუ დათრგუნავთ პარტნიორს, გამუდმებით ნუ ეცდებით მის მეურვეობასა და კონტროლს. მიეცით საშუალება, თავისუფლად გაიზარდოს და წარმოაჩინოს საკუთარი თავი. ნუ მოაბეზრებთ თავს რჩევა-დარიგებითა და დახმარების შეთავაზებით. რაც მთავარია, დაივიწყეთ ასაკობრივი განსხვავება.

ვნების ჰარმონია

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ 25 წლის მამაკაცისა და 35 წლის ქალის ურთიერთობა ძალზე ჰარმონიულია სექსუალური თვალსაზრისით. სწორედ ამ ასაკში აღწევენ ქალი და მამაკაცი სქესობრივი აქტივობის პიკს. 35 წლისთვის ქალები ყვავილივით იფურჩქნებიან, მამაკაცები კი პოზიციების დათმობას იწყებენ. ამიტომაც უჭირთ მარტოხელა ქალებს ღირსეული პარტნიორის პოვნა თავიანთი ასაკის მამაკაცებს შორის. გარდა ამისა, სექსუალური გამოცდილება ეხმარება ქალს, იყოს უფრო თავისუფალი და მიმზიდველი, გახსნილი და სასურველი. მას შეუძლია, ძალიან ფაქიზად მოექცეს მამაკაცს, თვითონაც ისიამოვნოს და პარტნიორსაც მიანიჭოს სიხარული. ბუნებრივია, პარტნიორი ამას აფასებს.

როცა ცოლი და ქმარი თანატოლები არიან, მათ ერთდროულად უდგებათ ფსიქოლოგიური კრიზისის მომენტი. როცა ორივეს ერთნაირად უჭირს, ძნელია ერთმანეთის თანადგომა. საკუთარ თავში გარკვევა თუ მოახერხეს, ესეც დიდი რამაა... როცა ქალს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, გაცილებით იოლად ხვდება, რა ხდება მისი ახალგაზრდა მეუღლის სულში. ეს პროფესიულ სფეროსაც ეხება: ქალს ამ დროისთვის უკვე გავლილი აქვს საკუთარი თავის ძიებისა და კარიერის საფეხურები, ასე რომ, თავისუფლად შეუძლია ქმრის დახმარება. კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ 35 წლისთვის ქალებს უკვე მკაფიო წარმოდგენა აქვთ იმაზე, რა სურთ საკუთარი თავისა თუ პარტნიორისგან და იციან, დროის, ენერგიის, ემოციის რა დანახარჯს მოითხოვს მათგან ესა თუ ის ნაბიჯი - კარიერული წინსვლა, ბავშვის გაჩენა თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ხოლო გონიერ, საღად მოაზროვნე ქალთან ურთიერთობა მამაკაცისთვის იოლი და სასიამოვნოა.

ეს საინტერესოა

ავსტრალიელი მკვლევრები საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ: 35 წელზე უფროსი ასაკის ქალისა და 28 წელზე უმცროსი ასაკის მამაკაცის შვილს ფიზიკური ჯანმრთელობისა და ინტელექტის მაჩვენებლები იმ ბავშვებზე 4-5-ჯერ მაღალი აქვთ, ვისი მშობლებიც თანატოლები არიან. და კიდევ - ასეთი ასაკობრივი განსხვავება 2-3-ჯერ მაინც ამცირებს გენეტიკური გადახრების (მაგალითად, დაუნის სინდრომის) რისკს.