რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები

მედიცინის დონის მუდმივი გაუმჯობესების მიუხედავად, სამკურნალოსთან ერთად, არსებობს სისხლში შაქრის დასაქვეითებელი სხვადასხვა საშუალება.

კვების პროდუქტები

ორგანიზმში გლუკოზის დონის მომატებისას უპირველესად რაციონი უნდა მოწესრიგდეს. ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს როგორც ნატურალურ და ჯანსაღ საკვებს, ისე სისხლში შაქრის დამწევ პროდუქტებსაც.

შვრია ცნობილია სამკურნალო თვისებებით, რომელთა შორისაც გლუკოზის დონის დაქვეითებაცაა. ამ საშუალების მოსამზადებლად 100 გრამ შვრიას დაასხით მდუღარე წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნახარში გააჩერეთ გაციებამდე. აღნიშნული საშუალება მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

წიწიბურა არანაკლებ ეფექტურია ამავე პრობლემის მოსაგვარებლად. წიწიბურა დაფქვით ყავის საფქვავში. 1 სუფრის კოვზ მიღებულ ფქვილს დაასხით კეფირი და გააჩერეთ 8 საათი. მიღებული ნარევი უნდა მიიღოთ დილას, უზმოზე, საუზმემდე 1 საათით ადრე.

ხახვი სწრაფად აწესრიგებს შაქრის დონეს. ამისთვის საჭიროა ხახვის წვენის მომზადება და 1 ჩაის კოვზის მიღება ჭამის წინ, ან შესაძლებელია ხახვის ნაყენის დამზადებაც.

  • წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 2 საათის შემდეგ ნაყენი მზადაა. უფრო გემრიელია გამომცხვარი ხახვი. კანგაუცლელი ხახვი დადეთ ტაფაზე და მოათავსეთ გახურებულ ღუმელში 15 წუთით. ეს კერძი თქვენი რაციონის შესანიშნავი დანამატი იქნება. შაქრიანი დიაბეტის დროს კიდევ ერთი საუკეთესო პროდუქტი ნიგოზია, უფრო ზუსტად, მისი უღელი:
  • 2 სუფრის კოვზ უღელს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი. ხარშეთ 1 საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. მზა ნახარში უნდა მიიღოთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ საკვების მიღებამდე. მაღალი შაქრის დროს ლიმონი დაგეხმარებათ:
  • 1 ცალ ლიმონის წვენს დაუმატეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ. ეს კოქტეილი მიიღეთ უზმოზე, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა. ბალახების ნახარში და ნაყენი დაავადებებთან საბრძოლველად ძალზე ეფექტიანია. სწორად შერჩეული მცენარეებით სისხლში შაქრის მომატებული დონის დარეგულირება შეგიძლიათ. ამ მხრივ შესანიშნავი დამხმარეა მარწყვის ფოთლები, რომელთაც არაჩვეულებრივი შარდმდენი ეფექტი აქვს:
  • წვრილად დაჭრილ ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი და ადუღეთ რამდენიმე წუთი ნელ ცეცხლზე. შემდეგ დაახურეთ სარქველი და გააცივეთ. ბაბუაწვერას ფოთლები ცნობილია სამკურნალო თვისებებით, რადგანაც მის შემადგენლობაში შედის ინსულინი. მისი მიღება რეკომენდებულია როგორც საკვების დანამატი ან სალათის ინგრედიენტი. სიმწარის მოსაშორებლად წინასწარ საჭიროა მდუღარეში მისი დალბობა, შემდეგ გაშრობა და წვრილად დაჭრა. შეიძლება ბაბუაწვერას ფესვის ნაყენის სახით გამოყენება.
  • მის მოსამზადებლად საჭიროა 1 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ფესვს დაასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და გააჩეროთ ნახევარი საათით. ეს საშუალება უნდა მიიღოთ 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში. ჭინჭარი შესანიშნავად მოქმედებს ორგანიზმის მუშაობასა და კერძოდ, შაქრის დონეზე. მისი საშუალებით შესაძლებელია ჰემოგლობინის დონის მომატება, სისხლის შედედების გაუმჯობესება.
  • ჭინჭრის ფოთლებისგან შესაძლებელია წვნიანის, სალათისა და ნახარშის მომზადება. ნახარშის მოსამზადებლად 1 ლიტრ მდუღარე წყალში მოათავსეთ 100 გრამი ჭინჭრის წვრილად დაჭრილი ფოთლები და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. მიიღეთ ჭამის წინ ჩაის კოვზით. სასარგებლოა ვარდკაჭაჭაც.
  • დაასხით მდუღარე და გააჩერეთ 30 წუთი. მიიღეთ სამჯერ დღეში 100 გრამის ოდენობით.

ფიზიკური დატვირთვა და კვების რეჟიმი

ყველასთვის ცნობილია რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის სარგებელი. სპორტული სიარული, სირბილი, ცურვა, ველოგასეირნება, თხილამურებით სრიალი ნორმამდე აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს. ვარჯიშის დროს აუცილებლად დალიეთ წყალი ან ასკილის ნახარში. მზის სხივები ეხმარება ორგანიზმში ინსულინის გამოყოფას. თუმცა, სასარგებლოა მხოლოდ ზომიერი ვარჯიში, სპორტით ორგანიზმის ზედმეტმა გადაძაბვამ შეიძლება საწინააღმდეგო შედეგები გამოიწვიოს.

გასათვალისწინებელია კვების რეჟიმი. სასარგებლო და სწორი პროდუქტების გარდა, საყურადღებოა საკვების მიღების რეგულარობაც. მცირე ულუფებით უნდა იკვებოთ დღეში 5-6-ჯერ. საკვების მიღებებს შორის ინტერვალი 2-3 საათზე მეტი არ უნდა იყოს. მაშინ შაქარი სისხლში კრიტიკულ დონეს ვერ მიაღწევს და კარგ განწყობასა და ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ.

თაფლის მიღების წესები

თაფლი რჩება ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო საკვებ პროდუქტად, რომელსაც სამკურნალო თვისებებიც აქვს. ის აღიარებულია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებების მქონე საშუალებად, დიდი ბიოლოგიური აქტივობა მას მრავალი კოსმეტიკური საშუალების შეუცვლელ საშუალებად აქცევს. თუმცა, თაფლი სიფრთხილით უნდა მიიღოთ.

  • კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისას თაფლი წყალში გახსნილი უნდა მიიღოთ. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 40-42ოС-ს, რომ თაფლის შემადგენლობაში არსებული ძვირფასი ორგანული ნივთიერებები და მიკროელემენტები არ დაიშალოს. კუჭის წვენის დაქვეითებული და ნულოვანი მჟავიანობის დროს თაფლი უნდა გახსნათ ოთახის ტემპერატურის წყალში.
  • დღეში 120-150გ თაფლის მიღებაა დასაშვები. ამ შემთხვევაში, შაქარი და შაქრის შემცვლელი პროდუქტები არ უნდა მიიღოთ. თაფლი ჭამეთ დღეში 4-ჯერ: საუზმის, სადილის და ვახშმის წინ და დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.
  • კუჭის წვენის ნულოვანი მჟავიანობისას - ჭამამდე 5-10 წუთით ადრე, დაქვეითებულის დროს - ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, მომატებულისას - ჭამამდე 1,5-2 საათით, ნორმალური მჟავიანობის დროს - ჭამამდე 1 საათით ადრე.
  • არ არის სასურველი თაფლთან ერთად თეთრი პურის, ცომეულის, მაკარონისა და კარტოფილის მიღება. დიაბეტით დაავადებულთათვის თაფლით მკურნალობა უკუნაჩვენებია.