რა ხდება განაყოფიერებამდე და განაყოფიერების შემდეგ - ნახეთ ვიდეო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება განაყოფიერებამდე და განაყოფიერების შემდეგ - ნახეთ ვიდეო

რომელიც 500 მილიონამდე სასქესო უჯრედს - სპერმატოზოიდს შეიცავს. ეაკულაციას წინ უძღვის წინამდებარე ჯირკვლის მიერ გამომუშავებული სეკრეტის გადმოსვლა - ის მამაკაცის შარდსადენს წმენდს, რათა მჟავა გარემომ დამღუპველად არ იმოქმედოს სპერმატოზოიდთა მოძრაობისა და განაყოფიერების უნარზე. სასქესო უჯრედთა შემცველ სითხეს თავდაპირველად ჟელესმაგვარი კონსისტენცია აქვს, თუმცა საშოში მოხვედრიდან 20 წუთის შემდეგ თხიერდება, რაც სპერმატოზოიდებს ქალის ორგანიზმში არსებობის საშუალებას აძლევს.

ქალის სასქესო ორგანოებში ისინი 4-5 დღე ცოცხლობენ. ეაკულატში შემავალი სპერმატოზოიდების დიდი ნაწილი საშოში ვერ ხვდება, რადგან ეაკულატთან ერთად გარეთ გადმოიღვრება, ნაწილი კი საშოს მჟავა შიგთავსში მოძრაობის უნარს კარგავს და მარათონს ეთიშება. ეაკულაციიდან ნახევარი საათის შემდეგ სპერმატოზოიდები აღწევენ საშვილოსნოს ღრუს, სადაც ორ ნაწილად იყოფიან. ნაწილი გეზს მარჯვენა საკვერცხის მილებისკენ იღებს, ნაწილი კი მარცხენისკენ. კვერცხუჯრედი, მოგეხსენებათ, მხოლოდ ერთ მილშია, ამიტომ სპერმატოზოიდთა ნახევარი ამაოდ იკარგება, მეორე ნახევრიდან კი 1-2 საათის შემდეგ დაახლოებით 200-მდე სასქესო უჯრედი თუ აღწევს საშვილოსნოს მილის სანათურს და საშვილოსნოსკენ მომავალი კვერცხუჯრედის პირისპირ აღმოჩნდება.

ამ პერიოდში კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია - სხივოსანი გვირგვინის უჯრედები და მბრწყინავი გარსი იცავს. სპერმატოზოიდები მათ დარღვევას იწყებენ. საამისოდ ისინი ჰიალურონიდაზას - სპეციფიკურ ფერმენტს იყენებენ, რომელსაც სხივოსანი გვირგვინისა და მბრწყინავი გარსის შემაკავშირებელ უჯრედებს შორის კავშირის დარღვევა შეუძლია. ერთი სპერმატოზოიდის ფერმენტი ამისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ კვერცხუჯრედის გარსს ერთდროულად რამდენიმე უტევს, უჯრედს კი ის ერთადერთი შეერწყმის, რომელიც პირველი მოახერხებს გარსის გარღვევას. როგორც კი სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში შეაღწევს, - ეს კი სპერმატოზოიდის თავის კვერცხუჯრედის პროტოპლაზმასთან შეხების შემდეგ ხდება, - წარმოიშობა განაყოფიერების გარსი, რომელიც კვერცხუჯრედს სხვა სპერმატოზოიდებისგან იცავს.

გარსის შიგნით მოხვედრილი სპერმატოზოიდის თავი კი კვერცხუჯრედის ბირთვს უკავშირდება. ისინი ერთდებიან, ერთ უჯრედად იქცევიან. რამდენიმე ხნის შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს ღრუში გადადის და მის ლორწოვან გარსს მიემაგრება. საშვილოსნოს ლორწოვან გარსში იმპლანტაციის შემდეგ იგი დაყოფას იწყებს და მისგან ადამიანის ჩანასახი ყალიბდება.