ხრიკები, რომლებიც ტანსაცმლის მოვლაში დაგეხმარებათ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ხრიკები, რომლებიც ტანსაცმლის მოვლაში დაგეხმარებათ

ხრიკები, რომლებიც ტანსაცმლის მოვლაში დაგეხმარებათ
ტანსაცმელმა რომ დიდხანს შეინარჩუნოს ფორმა და ფერი, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ იარლიყი თქვენი მეგობარია და აუცილებლად დაიცავით მითითებული წესები. თუმცა აღნიშნული წესების პარალელურად, არსებობს ხრიკებიც, რომლებსაც ახლა შემოგთავაზებთ და რომლებიც დაგეხმარებათ, რომ თქვენმა ტანსაცმელმა პირველადი სახე დიდხანს შეინარჩუნოს. ჩვენი ხრიკები სარეცხის ადვილად გარეცხვასა და გაშრობაშიც დაგეხმარებათ.

• აირჩიეთ სარეცხი საშუალება, რომელსაც ბევრი ქაფი არ აქვს და აუცილებლად დაიცავით მოხმარების წესებიც. ბევრი ქაფი ჭუჭყს შეაკავებს ძნელად მოსაცილებელ ადგილებში, მაგალითად, როგორიცაა: პერანგის საყელო, ნაკერები და სხვა.
• სარეცხი სითხე უკეთესად იხსნება წყალში
ვიდრე ფხვნილი და არ ტოვებს ლაქებს ტანსაცმელზე. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი Frosch-ის სარეცხი სითხეა, რომელიც იდეალურად იხსნება წყალში და ტანსაცმელს - ლაქებისგან, მანქანას კი ნადების გაჩენისგან იცავს.

mkurnali.ge

• ფერადი ტანსაცმელი გახუნებისგან რომ დაიცვან, ხშირად სარეცხ საშუალებას საღებავს ურევენ. ეს კი კარგი ნამდვილად არაა, რადგან საღებავი ხშირად
იწვევს ალერგიას. ალერგია სხვადასხვა გზით, მათ შორის, კანის გაღიზიანებით, რინიტითა და ხველით გამოვლინდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ სარეცხი საშუალება, რომელიც არ შეიცავს საღებავს და ამავდროულად, ფერად ტანსაცმელს ხასხასა ფერს შეუნარჩუნებს.
• ლაქების ეფექტურად მოსაშორებლად აუცილებელია, რომ ის წინასწარ დაამუშაოთ. გარეცხვის შემდეგ ლაქის სტრუქტურა იცვლება და ის უფრო ღრმად ჯდება ქსოვილში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტიპის ლაქას წინასწარ წაუსვათ Frosch-ის სარეცხი სითხე და ფერადი ტანსაცმლის შემთხვევაში 5 წუთის განმავლობაში გააჩეროთ, თეთრის კი - 10 წუთი.

mkurnali.ge

• რეცხვისას დაბალი ტემპერატურა აირჩიეთ, ასე ტანსაცმელს ფორმისა და ფერის დაკარგვისგან დაიცავთ. მეორე მხრივ კი, დაზოგავთ ენერგიას. ამიტომ უმჯობესია, შეარჩიოთ სარეცხი საშუალება, რომელიც ცივ წყალშიც რეცხავს. Frosch-ის ნებისმიერი სარეცხი სითხე იდეალურად რეცხავს ცივ წყალშიც კი.
• ნაქსოვ ტანსაცმელზე ბუსუსები რომ არ გაჩნდეს, ამოაბრუნეთ და ისე გარეცხეთ.
• ჯინსის ტანსაცმელი გახუნებისგან რომ დაიცვათ, ნახევარი ჭიქა თეთრი ძმარი დაუმატეთ სარეცხის რეცხვის დროს.
• თუ პირსახოცებმა ფერი დაკარგა, სარეცხის ფხვნილის ნაცვლად ერთხელ ძმარსა და სოდაში გარეცხეთ. შემდეგ კი მისი რეცხვა იმ სარეცხი საშუალებით გააგრძელეთ, რომელიც გახუნებისგან დაგიცავთ.

mkurnali.ge

• სარეცხ მანქანში ფეხსაცმელი რომ არ გაგიფუჭდეთ, ის ბადით მიამაგრეთ კარებზე და ისე ჩართეთ მანქანა. ასე გარეცხვის შემთხვევაში თქვენი ფეხსაცმელი ფორმას არ დაკარგავს.
• თუ ტანსაცმელს სარეცხის მანქანაში აშრობთ, შეაყოლეთ მშრალი ფუმფულა პირსახოცი, რომელიც ბევრ წყალს შეიწოვს და თქვენს სარეცხს გაშრობაში დაეხმარება.
• სანამ ტანსაცმელს სარეცხის მანქანაში შეყრიდეთ, დარწმუნდით, რომ მათზე ელვა შესაკრავი და ღილები შეკრულია. ნუ გარეცხავთ ტანსაცმელს მათ გახსნილ მდგომარეობაში, ვინაიდან ელვა გააფუჭებს სხვა ტანსაცმელს, ღილი კი შესაძლოა რამეს გამოედოს და ამოიგლიჯოს.

mkurnali.ge

• ძალიან ფუმფულა ტანსაცმლის, თეთრეულის, პლედების ან ბალიშების რეცხვის დროს, მანქანში ჩუგბურთის რამდენიმე სუფთა ბურთი შეაყოლეთ. ის ხელს შეუწყობს სარეცხიდან მტვრის მოცილებას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სარეცხი საშუალებები, რომლებიც ერთი შეხედვით სასიკეთო საქმეს გვიკეთებს, რეალურად შეიძლება სერიოზული პრობლემების მომტანიც აღმოჩდნეს.
20-05-2019
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
განვითარებად ქვეყნებში ყველაზე უბედური ასაკი, კვლევებით 48,2 წელი აღმოჩნდა. მოსახლეობის ბედნიერების მაჩვენებელი განსაზღვრეს 132 ქვეყანაში.
მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ მეუღლეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელად ყოფნა, მეორეს ალცჰაიმერის დაავადების, დემენციისა და კოგნიტიური თვისებების შესუსტებისაგან იცავს.
რამდენიმე ენის ცოდნა დადებითად მოქმედებს ადამიანის ტვინის მუშაობაზე.
თუ ქალს ქრონიკული უძილობა აწუხებს, ის ხშირად უპირატესობას ანიჭებს მავნე პროდუქტებს,
ა.შ.შ-ს მეცნიერები აღიარებენ, რომ ღვინის ხანგრძლივი, ზომიერი მოხმარება აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს.
გერმანიის ინტეგრაციული ფსიქიატრიის ცენტრმა შეისწავლა პარტნიორთან ძილის თავისებურებები. კვლევაში ჩართულ იქნა 12 ახალგაზრდა, ჯანმრთელი, წყვილი,
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად