რა ასაკიდან და რა შემთხვევებში უნდა გაიკეთოთ მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი და ბიორევიტალიზაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ასაკიდან და რა შემთხვევებში უნდა გაიკეთოთ მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი და ბიორევიტალიზაცია

კარგი და ხანგრძლივი პერიოდით კანის დატენიანება და გადაჭიმვა სხვადასხვა კოსმეტიკური მეთოდითაა შესაძლებელი. ასაკის მატებასთან ერთად, აუცილებლად უნდა დაიწყოთ ზრუნვა კანზე. განსაკუთრებით - ოცდაათი წლის ასაკიდან.

სტატიაში განვიხილავთ სამ ყველაზე პოპულარულ პროცედურას, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქალების უმრავლესობა მიმართავს.

ბიორევიტალიზაცია

mkurnali.ge

ბიორევიტალიზაცია წარმოადგენს კანქვეშ ჰიალურონის მჟავის ინიექციით შეყვანას. უჯრედი იღებს მას, როგორც საკუთარ ჰიალურონს და იწყებს კოლაგენის აქტიურ გამომუშავებას, რაც კანის სიჯანსაღისა და დატენიანებისთვის მნიშვნელოვანია.

ბიორევიტალიზაციას ძირითადად იკეთებენ სახეზე, ყელზე, დეკოლტეს მიდამოსა და ხელებზე.

პროცედურის წინ კოსმეტოლოგი კანზე ტკივილგამაყუჩებელ კრემს უსვამს პაციენტს, რომელიც მოქმედებას 15-20 წუთის შემდეგ იწყებს. ინიექციის შემდეგ კანზე ჩხვლეტის ადგილებში მცირე შეშუპება - პაპულები ჩნდება, რომელიც 2-3 დღის განმავლობაში ჩაცხრება.

შედეგები:

  • კანის ფერი თანაბრდება;
  • გაფართოებული ფორები ვიწროვდება;
  • კანი ტენიანდება.
მისი გაკეთება რეკომენდებულია 30 წლის ასაკში, სანამ კანი დაბერებას დაიწყებს.

მაუსის ისრით გაამოძრავეთ ხაზი ფოტოზე და ნახეთ განსხვავება

პლაზმოლიფტინგი

mkurnali.ge

ეს არის ინიექციები, გამდიდრებული პაციენტის სისხლის პლაზმის ტრომბოციტებით. ამ პროცედურისას ხდება ვენიდან სისხლის აღება და მისი დაცენტრიფუგება (შემადგენელ ნაწილებად დანაწევრება), შემდეგ კი მხოლოდ პლაზმის შეყვანა უკან კანში, რაც რეგენერაციას უწყობს ხელს. ამ პროცედურის საშუალებით ხდება საკუთარი უჯრედების სტიმულაცია. პლაზმოლიფტინგი ერთ-ერთი ეფექტური გამაჯანსაღებელი პროცედურაა და მას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. მისი გაკეთება ეფექტურია აკნეს შემთხვევაშიც.

შედეგი:

  • კანის ელასტიკურობის გაუმჯობესება;
  • დატენიანება;
  • კვება;
  • ფერის და სტრუქტურის გაუმჯობესება;
  • პიგმენტური ლაქების გაქრობა;
  • შეშუპების შემცირება;
  • ნაოჭების გასწორება;
  • სახის ოვალის გადაჭიმვა;
  • ახალი ნაოჭების გაჩენის შეფერხება.
პაციენტის საკუთარი სისხლის პლაზმა აბსოლუტურად უსაფრთხოა და ამასთანავე, გამდიდრებულია ამინომჟავებით და ვიტამინებით. გვერდითი ეფექტები არ არსებობს.

მაუსის ისრით გაამოძრავეთ ხაზი ფოტოზე და ნახეთ განსხვავება

მეზოთერაპია

mkurnali.ge

ამ პროცედურის დროს, ინიექციის საშუალებით, კანქვეშ ხდება საჭირო ვიტამინების შეყვანა.

რაც უფრო პატარაა პაციენტის ასაკი, მით ნაკლები პროცედურები სჭირდება მას, ასაკის მატებასთან ერთად კი ეს საჭიროებაც იმატებს. მისი გაკეთება კანის ნებისმიერ ადგილას შეიძლება.

mkurnali.ge

მეზოთერაპია სახეზე ებრძვის კანის დაბერებას და ტონუსის დაკარგვას. ეფექტი გრძელდება ერთი წელი.

ექიმები გვირჩევენ, მეზოთერაპია გავიკეთოთ მაშინ, როდესაც ჩნდება პრობლემა და არ დაველოდოთ ასაკს. რაც უფრო ადრე დაიწყებთ კანის პრობლემების მკურნალობას, მით უფრო ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდებათ ამისთვის.

სამივე პროცედურის გაკეთება "ჰეალაინში" შეგიძლიათ. აქ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, მსოფლიო სტანდარტების დაცვით ჩაგიტარებენ პროცედურებს.

იყავით ლამაზი!