რა კავშირია ონკოლოგიურ დაავადებებსა და საოჯახო ქიმიას შორის? - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

რა კავშირია ონკოლოგიურ დაავადებებსა და საოჯახო ქიმიას შორის? - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

 რა კავშირია ონკოლოგიურ დაავადებებსა და საოჯახო ქიმიას შორის? - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დააადების, კიბოს გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მას იწვევს გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, საკვები, რომელსაც ვიღებთ, ნივთები, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი სიმსივნით იღუპება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2017 წელს სულ რეგისტრირებული იყო ყველა ლოკალიზაციის კიბოს 8731 ახალი შემთხვევა. კიბოს ახალი შემთხვევების 56-57% აღირიცხა ქალებში, 44-43% - კაცებში. სიმსივნით 2017 წელს 6545 ადამიანი დაიღუპა.

ალბათ, ბევრისთვის საოჯახო საქმიანობა ჯანმრთელობისთვის საშიშად სულაც არ მოიზარება, მაგრამ ის შეიძლება ნამდვილ ღამის კოშამარადაც
კი იქცეს თუ დავფიქრდებით იმაზე, რომ ქიმიური საშუალებები, რომელსაც სამზარეულოსა თუ სააბაზანოში ვიყენებთ, კიბოს გაჩენისა და განვითარების პროვოცირებას იწვევს. ბოლო პერიოდში სამეცნიერო წრეებში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჭურჭლის და ტანაცმლის სარეცხი საშუალებები, საპნები, მათეთრებლები და სხვა საოჯახო ქიმია შეიცავს ისეთ კარცენოგენურ და ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც
სწორედ კიბოს იწვევს.

მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ ქიმიური საშუალებების აქტიური გამოყენება ზიანის მომტანია როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებული საფრთხის შემცველი კი ჭურჭლის სარეცხი საშუალებებია, რადგან ის ადამიანის ორგანიზმში ორგვარად ხვდება. ერთი მხრივ, ის ხვდება კანზე და აღწევს ორგანიზმში. მეორე მხრივ კი, თეფშებსა და სხვა ჭურჭელზე დარჩენილ ქიმიურ საშუალებებს ადამიანი საკვებთან ერთად იღებს. როდესაც ეს პროცესი ხანგრძლივია, შედეგად ხშირად ვითარდება ისეთი მომაკვდინებელი დაავადება, როგორიც კიბოა.

mkurnali.ge

ასევეა ტანსაცმლის სარეცხი საშუალებებიც. მათი ნარჩენები თითქმის ყოველთვის რჩება ტანსაცმელზე და მათი ტარებისას კანზე სხვადასხვა ზემოქმედებას ახდენენ. რიგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ტანსაცმელზე დატოვებული ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმში შეწოვის შედეგად ისეთივე ცვლილებების პროვოცირებას ახდენს, როგორსაც აღნიშნული ქიმიური საშუალება ჩვეულებრივად შესუნთქვით ან პირდაპირი კონტაქტით. ამავდროულად, ის ზრდის ენდოკრინოლოგიური დაავადებების განვითარების რისკებსაც და ჰორმონალურ ცვლილებებს უწყობს ხელს.

ქიმიური საშუალებების ფუნქცია გარეცხვა, გათეთრება, გაწმენდაა, ადვილი ნამდვილად არაა და სწორედ ამიტომ მწარმოებლები დაუფიქრებლად ამატებენ ტოქსიკურ საშუალებებს, რომ უკეთესი შედეგი მიიღონ. ამ დროს კი არ ფიქრობენ იმ გართულებებზე, რაც ამ ნივთიერებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს.

სააგენტოების livelovefruit.com-ისა და www.eposts.co-ის ინფორმაციით, სარეცხ საშუალებებში შემავალი ყველაზე მავნე ნივთიერებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

Formaldehyde
ეს ნივთიერება იწვევს თვალის, ცხვირისა და ყელის წვის შეგრძნებას, ხველას, ცემინებას და კანის გაღიზიანებას. სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ის ადამიანურ კარცენოგენად არის დასახელებული.

Sulphuric Acid
ეს ნივთიერებაც არის კარცენოგენური და ის ცნობილია როგორც ხორხის კიბოს, სასუნთქი გზების კიბოს და პნევმონიტის გამომწვევი მიზეზი.

Cocamide
ეს არის ნივთიერება, რომელსაც სარეცხ საშუალებებს ამატებენ იმიტომ, რომ მას ქაფი ჰქონდეს. აღნიშნულ ინდუსტრიულ ქიმიკატს ქოქოსის ზეთის გადამუშავებით იღებენ. თუმცა უკანასკნელი კვლევები ადასტურებს, რომ მას შეიძლება მავნე ეფექტი ჰქონდეს, როდესაც მისი შემცველობა ძალიან მაღალია. სწორედ ამიტომ შეცდომაა, როდესაც სარეცხ საშუალებებს წარმოქმნილი ქაფის მიხედვით აფასებენ. რეალურად ის პროდუქტია კარგი, რომელიც ნაკლები ქაფით მოგცემთ კარგ შედეგს.

mkurnali.ge

Chlorine
ეს არის ნივთიერება, რომელიც გასუფთავებისა და გათეთრების ძლიერ ეფექტს იძლევა. თუმცა ამან შეიძლება მოწამვლამდე ან სხვა უარეს შედეგამდეც მიგვიყვანოს. აუცილებელია რომ ამ და არა მხოლოდ ამ ნივთიერებისთვის ზომიერება დაცული იყოს პროდუქციაში.

ის, რომ აღნიშნული ნივთიერები მავნეა და საოჯახო ქიმია სერიოზულ დაავადებებს იწვევს არაერთი კვლევითაა დადასტურებული. აშშ-ში 1500 ქალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის დიასახლისები, რომლებიც მუდმივად იყენებენ საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებს, მკერდის კიბოთი უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ გასუფთავების თანამედროვე საშუალებებს.

თანამედროვე სამყაროში ქიმიური საშუალებების ხმარებიდან ამოღება წარმოუდგენელია. რეალურად არსებობენ კეთილსინდისიერი მწარმოებლებიც, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ პროდუქციის შემადგენლობას და საკუთარ ნაწარმში აღნიშნულ მავნე ნივთიერებებს არ იყენებენ. ამიტომ ეცადეთ ყოველთვის წიკითხოთ სარეცხი საშუალებების შემადგენლობა და შეარჩიოთ ისეთი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი მავნე ნივთიერებებს მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავს. აუცილებელია, შეფუთვაზე მითითებული იყოს, რომ ეკო პროდუქტია და მასზე ეკო ნიშნებიც აღინიშნებოდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სარეცხის საშუალება ნეიტრალური, ნაკლებად გამაღიზიანებელი სუნი ჰქონდეს.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მსგავსი სიახლეები
ჰაერი - მტვრის ტკიპა - ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენია, რომელსაც ჰაერთან ერთად
28-03-2018
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
კომპიუტერის კლავიატურაზე ბევრად მეტი ბაქტერია ბინადრობს, ვიდრე უნიტაზზე, - ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მკვლევრები, რომლებმაც
ბევრი პარფიუმერული ნაწარმი შეიცავს სპირტს. აღნიშნულმა კომპონენტმა შეიძლება ალერგიული რეაქციის
ესპანელი მეცნიერები არ გვირჩევენ იმ ხილის მიღებას, რომლის ზედაპირის მესამედიც დაზიანებულია.
პენსიაზე ნაადრევად გასული ადამიანებს (60 წლამდე) უფრო ხშირად აღენიშნებათ დემენცია, ვიდრე მათ, ვინც ხანდაზმულობამდე მუშაობს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აკრძალა ხელოვნურ საფარზე უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარება.
2016 წელს სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული იყო სტატია ცხელი სასმელების მავნებლობის შესახებ. მეცნიერები მივიდნენ
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად