როგორი უნდა იყოს მსუყე და იდეალური საუზმე - პედიატრ ქეთი ნემსაძის რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

როგორი უნდა იყოს მსუყე და იდეალური საუზმე - პედიატრ ქეთი ნემსაძის რჩევები

როგორი უნდა იყოს მსუყე და იდეალური საუზმე - პედიატრ ქეთი ნემსაძის რჩევები
მითხარი შენი საუზმე და გეტყვი ვინ ხარ შენ

ქეთი ნემსაძე, პედიატრი:

"სითის" და ჩემი გზები ხშირად იკვეთება. იკვეთება მაშინ, როდესაც მკითხველს კვების რეჟიმსა და პროდუქტებზე უნდა ვესაუბრო. ამჯერად, საუზმეზე გვიწევს საუბარი რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია დღის კვებაში. მე ძალიან მიყვარს საუზმე. მიყვარს ძალიან "ნიკორა". მასთან ჩემი ისტორიები მაკავშირებს. მიყვარს "სითიც" და რატომაც არა, ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე.

საუზმე

ის საუზმე, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, იდეალურთან ძალიან, ძალიან მიახლოებულია. მოგიყვებით რატომაც. საუზმე აუცილებელი რიტუალია. არასდროს გახვიდეთ სახლიდან მშიერი. ასეთ
დროს, გამოყოფილი კუჭის წვენი ბევრ არასასიამოვნო პრობლემას წარმოქმნის. ღამის ძილის გათვალისწინებით, საუზმის გამოტოვებით უზარმაზარ შესვენებას უკეთებთ თქვენს ორგანიზმს, მას კი ეს არ სჭირდება. მე ვემხრობი ინგლისელების გამოთქმას: საუზმე შეიძლება წაართვა სხვას, სადილი გაუნაწილო მეგობარს, ხოლო ვახშამი კი სხვას აჩუქო.

საუზმე-მსუბუქი თუ ნოყიერი

ცასლსახად მსუყე და
ნოყიერი. ადამიანმა საუზმისას დღის განმავლობაში მისაღები საკვები რაციონის დაახლოებით 26% უნდა მიიღოს. ეს აუცილებელი პირობაა მოზარდებისთვის, თუმცა მოზრდილებიც თუ გავითვალისწინებთ, კარგი იქნება.

mkurnali.ge

როგორ იცვლებოდა საუზმე...

საუზმე, ცხადია, იცვლის შემადგენლობას, მაგრამ უცვლელია რამდენიმე კომპონენტი. მათ შორის მთავარია კვერცხი, რომელიც უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროდუქტია. ასევე, პროტეინებით გამდიდრებული კერძები. პირადად მე, ვემხრობი საუზმისას ძეხვს, ლორს, შაშხს, სოსისს. მონაცვლეობით, ცხადია, მაგრამ ეს პროდუქტები სძენს საუზმეს იმ ნოყიერებას და სიმსუყეს, რომელიც ჩვენ დილით ძალიან გვჭირდება. ზომიერი პორციებით, ცხადია. როდესაც ვსაუბრობთ ბავშვებზე და ხორცპროდუქტებზე, აქ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გასათვალისწინებელი - პროდუქტი იმ ქვეყანაში უნდა მზადდებოდეს, სადაც ცხოვრობს ბავშვი. ამ კუთხით, "ნიკორამ" მართლაც ძალიან კარგი საქმე გააკეთა. ჯერ ერთი, ქართული კომპანიაა და მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადგილობრივ წარმოებას. მეორეც, უკვე ამდენი წელია ბაზარზეა და დიდი გამოცდილება დააგროვა და ნდობაც მოიპოვა. და ბოლოს, ძალიან კარგი შეფუთვა აქვთ, სუფთა და ყველა ნორმის დაცვით.

ნიკორა - 20 წელი ერთად

20 წლისაა "ნიკორა" და, ფაქტობრივად, ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი გავიარეთ ერთად. მე ვერაზე ვცხოვრობ და კარგად მახსოვს მისი პირველი მაღაზია ჩემს სახლთან ახლოს. იქიდან მოყოლებული, ვენდობი ამ პროდუქციას და ძალიან მომწონს. მე, ძირითადად, ქათმის სოსისებს ვყიდულობდი, რადგან ხორციდან ქათმის ხორცი მიყვარს.

საუზმე ქეთი ნემსაძის ცხოვრებაში

მახსოვს, ბებიას საუზმე შედგებოდა თოხლო კვერცხისგან, შებოლილი ხორცისაგან და ხაჭაპურისგან. ჰო, აი ასეთი იმერულ-ინგლისური საუზმე გვქონდა ბავშვობაში.
დედა ფიქრობდა, რომ მე ძალიან გამხდარი ვიყავი და ამიტომ დროთა განმავლობაში ჩემს საუზმეს დაემატა გოგლი-მოგლი. დღეს გოგლი-მოგლი ჯანსაღ საუზმედ აღარ ითვლება, მაგრამ კვერცხი ყოველთვის დარჩება საუზმის შემადგენელ ნაწილად ისევე, როგორც რძის ნაწარმი, ძეხვი, შაშხი, ან სოსისის.
ოდნავ განსხვავებულ საუზმეს ვუმზადებდი მე უკვე შვილებს: კვლავ რჩებოდა კვერცხი, შებოლილი ხორცი, ყველი და ახლად გამოწურული წვენი. ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო საუზმე ყოფილიყო მსუყე.

mkurnali.ge


საუზმე დიდი ქეთოსგან, პატარა ქეთოს

ჩემს შვილიშვილს, ქეთოს, შვრიის ფაფას ვუმზადებდი, თაფლითა და ხილით. იყო მეორე ტიპის საუზმე, კვერცხითა და სოსისით ან ლორით. დღეს ქეთო საუზმის გარეშე გარბის ხოლმე სკოლაში, გვიან იძინებს, ადრე დგება, დრო საუზმისთვის ნაკლები რჩება. თუმცა, ის არ არის გამონაკლისი. მოზარდების დიდი უმრავლესობა ამ რეჟმშია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ჩვენი მხრიდან ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების საუზმის კორექტირება. მათ ამისთვის არ სცალიათ, ჩვენ უნდა მოვიცალოთ.

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 23-06-2019
მარი
კარგით რა, რატომ კარგავთ ნდობას ხალხის თვალში? ბავშვებისთვის ჩვენთან დამზადებული სოსისი და ძეხვეული რა სასარგებლოცაა მგონი ვიცით ყველამ...
თარიღი : 23-05-2019
ნანა
შებოლილი ხორცი რომ ჯანსაღია პირველად გავიგე
თარიღი : 10-05-2019
????????
საინტერესოა, თვითონ თუ მიირთმევს ამ პროდუქტს, თანაც ნიკორას წარმოების?
თარიღი : 08-05-2019
კატო
ფულის გამო ყველაფრის თქმა არ შეიძლება. მაგალითად იმის, რომ დილაობით ბავშვებს ვაჭამოთ ნიკორას შაშხი და ძეხვი.
მსგავსი სიახლეები
"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, კლინიკას
29-01-2019
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე:
19-04-2018
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კატეგორიის სხვა სტატიები
ამოსოვის პასტა იმუნიტეტის გამაძლიერებელი უნიკალური საშუალებაა.
ამოსოვის პასტა იმუნიტეტის გამაძლიერებელი უნიკალური საშუალებაა.
ზოგიერთმა მავნე ჩვევამ შეიძლება დაასამაროს პირადი ცხოვრება. აქედან
ვიტამინების მიღება ექიმის კონტროლით უნდა მოხდეს. მაღალი დოზებით ვიტამინების მიღებამ შეიძლება
750000-ზე მეტი ადამიანის მონაცემების მასშტაბური ანალიზი ჩატარდა ა.შ.შ-.ს კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის,
უსაფრთხოდ ითვლება 5 სმ-მდე ზომის ქუსლი, ოპტიმალურად - 3 სმ. ქუსლი, რაც უფრო მაღალია,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად