7 მეთოდი, რომლებიც ენერგიით აგავსებთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 მეთოდი, რომლებიც ენერგიით აგავსებთ!

1) მზის სინათლე

მზის სინათლე ენერგიას ჩუქნის დედამიწაზე არსებულ ყველა ცოცხალ არსებას. მზის გარეშე ხომ წარმოუდგენელია სიცოცხლე! მზის სინათლე ენერგიით ავსებს ყოველივეს, რაც კი მის სხივებში ექცევა, რადგან მზის ენერგია ყველაზე ძლიერი ენერგიაა მთელ კოსმოსში.

მზის სხივები ადამიანის ორგანიზმისათვის ენერგიის უნივერსალური წყაროა. ის საოცრებებს ახდენს ორგანიზმში. მზის სინათლის დახმარებით ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება უამრავი სასარგებლო და ქსოვილთა ფუნქციობისათვის აუცილებელი ნივთიერება. ყველამ იცის, რომ მზის სხივების წყალობით კანში წარმოიქმნება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც D ვიტამინის შემცველობას ზრდის.

არაფერია იმაზე სასარგებლო, ვიდრე გაღვიძებისთანავე მზის კაშკაშა სხივებში ჩაძირვა. ისინი არა მხოლოდ სითბოთი და ენერგიით ავსებს ადამიანის ორგანიზმს, არამედ ეხმარება მას გამოღვიძებასა და შრომით მზადყოფნაში, ჩუქნის უამრავ პოზიტიურ ემოციას. მზის სინათლით გაჯერება გვმუხტავს ენერგიით, გვიმაღლებს გუნება-განწყობას, გვმატებს სასიცოცხლო ძალებს. საუკეთესოა სამუშაოს დაწყებამდე რამდენიმე წუთით გასეირნება, უარყოფით ემოციებსა და ფიქრებთან განშორება, რასაც მზის სითბოსა და სხივებში ბოლომდე „ჩაძირვა“ ეხმარება.

გონებრივი სამუშაოთი დაკავებულებმა უმჯობესია სამუშაო კუთხე ფანჯარასთან ახლოს მოიწყონ. მზის სხივები სამუშაოს უკეთ და სწრაფად შესრულებაში გვეხმარება. მეცნიერები აცხადებენ, რომ მზის სხივები აძლიერებს ყურადღებას, ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას, ამიტომაც მზიანი დღე მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ შრომისა და შემოქმედებისათვის!

2) კონტრასტული შხაპი - სულის სიმხნევე და სიჯანსაღე

ჩვენმა წინაპრებმა ოდითგან იცოდნენ, რომ ტემპერატურის მერყეობა აკაჟებს ორგანიზმს, ასტიმულირებს ორგანიზმში მიმდინარე უამრავ პროცესს, სულს სიმხნევეს მატებს და აძლიერებს კარგ შეგრძნებებს! ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა ორგანიზმის დამცველობით ძალებს განამტკიცებს. ამიტომაც კონტრასტული შხაპი შეუცვლელია ორგანიზმის გაკაჟება-გაჯანსაღებისათვის. ის ასტიმულირებს ორგანიზმის სარეზერვო მექანიზმებს, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. გრილი შხაპი ორგანიზმს სწორად ფუნქციობას აიძულებს, სისხლის მიმოქცევის გაძლიერება კი ქსოვილთა და ორგანოთა კვებას აუმჯობესებს. კონტრასტული შხაპი ამავდროულად ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ადამიანი ენერგიის მოზღვავებას და სიმხნევეს შეიგრძნობს.

ბევრს აშინებს კონტრასტული შხაპი, ჰგონია, რომ ეს უპირატესად სხეულზე ცივი წყლის გადავლებაა. სინამდვილეში, ცივი წყალი სხეულზე კარგად გათბობის, ანუ ცხელი წყლით გაჯერების შემდეგ უნდა გადაივლოთ (თავიდან გრილი წყლით უნდა დაიწყოთ). ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა, საბოლოოდ, ცხელი წყლის გადავლებით უნდა დასრულდეს. შესაძლოა, პროცედურა გაამარტივოთ და ცხელი შხაპის მიღების შემდეგ, დასასრულ, 30 წამით ცივი წყალი გადაივლოთ. ეს სიმხნევესა და სიჯანსაღეს მოგგვრით!

3) სიცილი - საუკეთესო მკურნალი

ცნობილია, რომ პოზიტიური განწყობა არა მხოლოდ სიმხნევისა და ენერგიის წყაროა, არამედ სტრესებთან, პრობლემებსა და დაავადებებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაცაა. სიცილი აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, აადვილებს და ამარტივებს მას, განამტკიცებს ჯანმრთელობას, უზრუნველყოფს დღეგრძელობას. პოზიტიური განწყობა ყველა აბსა და წამალს სჯობნის!

არსებობს ძველებური გამოთქმა, რომ სიცილი საუკეთესო მკურნალია! ეს მართლაც ასეა! მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ სიცილის დროს ორგანიზმში იზრდება ენდორფინების დონე, მცირდება სტრესის ზემოქმედება. რაც უფრო დიდხანს და „გულიანად“ ვიცინით, მით უფრო უკეთ ვგრძნობთ თავს, რადგან სიცილი სიმხნევეს გვმატებს.

თურმე, 5-წუთიანი სიცილი 40-წუთიან დასვენებას უტოლდება. დღის მხიარულად და პროდუქტიულად გატარებისათვის სპეციალისტები გვირჩევენ, დილიდანვე დავიწყოთ სიცილი, ამით გავაუმჯობესებთ როგორც საკუთარ, ასევე გარშემომყოფთა განწყობას. თუ ყველაფრის პოზიტიურად აღქმა გიჭირთ, უბრალოდ, ისწავლეთ გაღიმება, გაუღიმეთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს, საპასუხოდ თქვენც მიიღებთ ღიმილს, რომელიც საოცრად ავსებს ენერგიით.

გახსოვდეთ, სიცილი არა მხოლოდ ენერგიით გვავსებს, ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს. სიცილის დროს ბევრი კუნთი იტვირთება, ორგანიზმი კი მოდუნება-განტვირთვას განიცდის. ხშირად პრობლემებს და უარყოფით ემოციებს ვაკავებთ, სხეულსა და სულს დაძაბულობას ვუქმნით. დაძაბულობა კი ბევრი დაავადების სათავეა. სიცილი ხსნის დაძაბულობას, გვადუნებს, სიმსუბუქეს გვანიჭებს და ზრდის ჩვენს ენერგეტიკას.

4) ჟასმინის არომატი

სუნებსა და არომატებს დიდი გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე. არომათერაპია ცალკე მეცნიერებაა, რომელიც ამ სფეროს შეისწავლის. ჟასმინის არომატის ზემოქმედება ორგანიზმზე მეტად ეფექტურია. ამ მცენარის ეთერზეთები განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ, ემოციურ და ენერგეტიკულ მდგომარეობაზე. ჟასმინის ყვავილები გამოირჩევა საუცხოო, განუმეორებელი და განსაკუთრებული სურნელით, რომელიც გულგრილად ვერავის ტოვებს. ჟასმინი დადებითად ზემოქმედებს ნერვულ სისტემაზე, მას ნევროზების სამკურნალოდ და სტრესის მოსახსნელად იყენებენ. ჟასმინის სურნელი სიმხნევესა და ენერგიას გვმატებს. ამიტომაც ჟასმინის არომატით არაერთი სუნამოა შექმნილი.

5) წყალი - სიცოცხლის წყარო

წყალი უმნიშვნელოვანესია ორგანიზმისათვის, მასში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებისათვის. ის, საკვების მსგავსად, შეთვისების დროს ენერგიას გამოათავისუფლებს. თუ ორგანიზმის უჯრედები სათანადო რაოდენობით იღებენ წყალს, მაქსიმალური ეფექტურობით ფუნქციობენ და მუდმივად იმუხტებიან. წყლის დეფიციტისას კი უჯრედები გასცემენ ენერგიას და ორგანიზმის საერთო ენერგიაც თანდათანობით ეცემა. წყალი შეუცვლელია ორგანიზმისათვის, წმენდს მას, გამოდევნის წიდებსა და ტოქსინებს. წყალი გვინარჩუნებს ჯანმრთელობას.

ხშირად ორგანიზმის ენერგეტიკული პოტენციალის შემცირებისა და ცუდად ყოფნის მიზეზი გაუწყლოებაა, ამიტომაც სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ წყლის სმის რეჟიმსა და ორგანიზმის წყლით გაჯერებას. გახსოვდეთ, ჩაი, ყავა, წვენები და სხვა სითხეები ვერ ანაცვლებს წყალს. ორგანიზმის უჯრედებს სწორედაც წყალი ესაჭიროებათ!

6) შოკოლადი ნაღველს აქარწყლებს

შოკოლადი არა მხოლოდ გემრიელი ნუგბარია, ის ენერგიის წყაროცაა. შოკოლადში ბევრი შაქარი და ცხიმია, რომლებიც ენერგიის ძირითადი მიმწოდებლები არიან ორგანიზმისათვის. კუნთებისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისათვის აუცილებელია მაგნიუმისა და კალიუმის იონები, რომლებსაც ასევე უხვად შეიცავს შოკოლადი. ის სწრაფად აღადგენს დაკარგულ ენერგიას. შოკოლადს სიხარულის წყაროსაც უწოდებენ, ის საუკეთესოდ ქმნის კომფორტის შეგრძნებას, ამაღლებს გუნება-განწყობას, ხსნის სტრესს, ზრდის შრომისუნარიანობას, გვმატებს სიმხნევესა და ენერგიას.

7) სიკეთე - შინაგანი ენერგიის წყარო

გახსოვდეთ, სხვებისათვის ენერგიის გაცემით თავად ივსებით ენერგიით. ყოველივე, რასაც კი გასცემს ადამიანი - სიკეთე, სიხარული, სიყვარული, უკან უბრუნდება. გსურთ ენერგიით ავსება, ისწავლეთ სიკეთის ქმნა. სიკეთე – შინაგანი ენერგიის წყაროა. სიკეთე მაგნიტივით იზიდავს ყოველივე კარგს ცხოვრებაში. ყველამ იცის, რომ სხვისი დახმარებით უჩვეულო სულიერ ამაღლებას, კმაყოფილებასა და ენერგიის მოზღვავებას შევიგრძნობთ. ასე რომ, თუ გსურთ ენერგიით ავსება, ნუ აირიდებთ სიკეთის ქმნას! სიკეთე შინაგანი ენერგიის ყველაზე დიდი წყაროა!