„ოპერაციის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ოპერაციის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“

ქირურგიული სკოლის გამგრძელებელს, წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საავადმყოფოს ქირურგს - ბატონ ბიძინა ნაკაიძეს ეკუთვნის. პროფესიონალმა, გულისხმიერმა ექიმმა პაციენტების ნდობა და სიყვარული დაიმსახურა.

საქართველოში მედიცინის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ XI-XV საუკუნეებში საქართველოში სამედიცინო საქმის მაღალ დონეზე განვითარებისთვის შეიქმნა ქართული სამედიცინო ძეგლები: „წიგნი სააქიმო“ (XIIIს.) და ზაზა ფანასკერტელის სამკურნალო წიგნი „კარაბადინი“ (XVს.).

მოწინავე ქართველი ექიმ-მოღვაწეები, რომლებმაც გააგრძელეს წინა პერიოდის ქართველ ექიმთა პლეადის ტრადიციები, სათავეში ჩაუდგნენ თბილისის ჯანმრთელობის განვითარების საქმეს. ეს ექიმთა ის ჯგუფი იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტი, განავითარა სამედიცინო მეცნიერება, შექმნა საუკეთესო ტრადიციები, რომლებზეც გაიზარდა ექიმთა შემდგომი თაობა.

აი, უკვე 46 წელია, ბიძინა ნაკაიძე ღირსეულად უძღვება ექიმის საპატიო საქმეს. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა სოციალური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი შემადგენელი დარგია, რომელიც მოიცავს მოსახლეობის სამკურნალო მომსახურებას და დაავადებათა პროფილაქტიკას. ეს დარგი პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის ამაღლებას. ეხმარება ისეთი პრობლემური საკითხების გადაწყვეტას, როგორებიცაა სიკვდილიანობის შემცირება, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა.

ადმინისტრაციული თანამდებობების მიუხედავად, ბატონი ბიძინა იყო აღნიშნული კლინიკის მთავარი ექიმი, დირექტორი, ქირურგიული განყოფილების გამგე, მაინც ქირურგ-კლინიცისტად რჩებოდა, აკეთებდა და დღესაც აკეთებს ურთულეს ოპერაციებს. მისი ცხოვრების კრედო ასეთია: „ქირურგი ვარ და ერთი დღეც კი არ გამიტარებია ოპერაციის გარეშე, ოპერაციის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“.

მის ჯადოსნურ ხელებს სასწაული მოუხდენია, ყველა ოპერაცია ყოველთვის წარმატებით დასრულებულა.

ბ-ნი ბიძინას ყურადღება და სითბო, პასუხისმგებლობა პაციენტების მიმართ სამედიცინო დეონტოლოგიის განუხრელი ნაწილია და იმ წარმატების საწინდარი, რომელსაც ის დღესაც ატარებს. მისთვის პროფესიული გმირობა გადარჩენილი და კმაყოფილი პაციენტია, რომლის იმედიანი თვალები გულწრფელად გეტყვის: „გმადლობთ, ექიმო“.

მისი პორტრეტი ასეთია: ჭეშმარიტი ინტელიგენტი, ენერგიული, დაუღალავი, ამტანი, ნიჭიერი და საქმის უბადლო ოსტატი. თავმდაბალ და უშუალო პიროვნებას არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი, არ იწონებს თავს პროფესიული წარმატებებით. მასზე ბევრი იწერებოდა და ბევრიც დაიწერება.

ბიძინა ნაკაიძის სამედიცინო კარიერა დაიწყო 1972 წლიდან, როდესაც დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი. სამედიცინო პრაქტიკა შორეული ცურვის ხომალდზე გაიარა. გემზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილი მეზღვაურები გადაარჩინა. ეს მისი პროფესიული წარმატების დასაწყისი იყო. შემდგომ - ქალაქ ანაგის ცენტრალურ ჰოსპიტალში მოღვაწეობის წლები, სადაც ის მთავარ ქირურგად მუშაობდა. მასთან მოსახვედრად პაციენტები რიგში ეწერებოდნენ, რომ ოპერაცია უშუალოდ ბ-ნ ბიძინას გაეკეთებინა. უმძიმესი პაციენტები გადაურჩენია და დაუყენებია ფეხზე. მან შექმნა ექინოკოკის ოპერაციული გზით მკურნალობის საკუთარი, ნაკლებად ინვაზიური და პაციენტისათვის დამზოგველი მეთოდი.

მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის ბიძინა ნაკაიძე დაჯილდოებულია გრიგოლ მუხაძის სამახსოვრო მედლით სამამულო ქირურგიის განვითარების საქმეში, ასევე ზაზა ფანასკერტელის სამახსოვრო მედლით მედიცინის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. იგი დღემდე ატარებს საუკეთესო ქირურგ-კლინიცისტის საპატიო სახელს.

* * *

საქართველოში ქირუგიის როგორც მედიცინის ერთ-ერთი წამყვანი დარგის ჩამოყალიბებას და განვითარებას ხელი შეუწყო 1913 წელს ჩამოყალიბებულმა ქართველ მკურნალთა და ექიმთა საზოგადოებამ, რომლის დამფუძნებელი იყო გრიგოლ მუხაძე, ხოლო ამ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა სპირიდონ ვირსალაძე. სამკურნალო ფაკულტეტის გახსნამდე გრ. მუხაძე აყენებდა საკითხს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს მისცემოდა უფლება, ესარგებლა „მიხაილოვის“ საავადმყოფოთი. უძველესი ისტორია აქვს ამ საავადმყოფოს, რომელიც აშენდა 1865 წელს. გრ. მუხაძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ზოგადი ქირურგიის კათედრა პროპედევტიკური კლინიკით დაარსდა 1919 წელს. სამკურნალო ფაკულტეტის დაფუძნებაში მონაწილეობდნენ ივ. თიკანაძე, გრ. მუხაძე, სპ. ვირსალაძე. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე მუხაძის გარდაცვალების შემდეგ მამია კომახიძე იყო.

„ქირურგი პროფესიონალი და ხელოვანია, მისი მოქმედების ძირითადი საფუძველი ჰუმანიზმია, იგი ექსპერიმენტატორია არა მარტო ლაბორატორიაში, არამედ ოპერაციის დროსაც“ - ამბობდა მამია. არც ერთი ქირურგი არ არის დაზღვეული შეცდომისაგან, მაგრამ შეცდომის ობიექტური, სწორი ანალიზი გაკვეთილია მისი შემდგომი მუშაობისთვის. უნდა გიყვარდეს შენი საქმე, ავადმყოფი, იმიტომ, რომ მისი განკურნების საქმე ყველაზე ჰუმანური საქმეა, ამ გრძნობას ექიმები „მარადიულ სიყვარულს“ უწოდებენ. მაგრამ თავად ავადმყოფს რომ უყვარდე, უპირველესად საჭიროა ნდობის დამსახურება. სამედიცინო პერსონალს ურთულეს საქმიანობაში მოეთხოვება განსაკუთრებული დისციპლინა, საექიმო დანიშნულების ზუსტი შესრულება, აუცილებელია საერთო კულტურის ამაღლება და ცოდნის მუდმივი სრულყოფა. ქირურგი ვალდებულია არ ჩამორჩეს თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს, გამოიყენოს მკურნალობის ახალი მეთოდები. მთავარია ერთმანეთს ერწყმოდეს გამოცდილება, ცოდნა და სინდისი. ექიმს პირველ რიგში სჭირდება ჰუმანურობა, უნდა იყოს ზნეობრივად და მორალურად სრულყოფილი, უანგარო, ალერსიანი და თავმდაბალი, ყოველთვის მზად ავადმყოფის დასხმარებლად.

უნდა გავიხსენოთ ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ ევროპის ქირურგთა საზოგადოების მე-13 კონგრესი სწორედ საქართველოში გაიმართა. ამ კონგრესს ესწრებოდნენ ევროპის ქირურგთა საზოგადოების დამფუძნებელი, პროფესორი ენდრიუ ნორმან ქინგსნორთი, მსოფლიო დონის ქირურგები, კორიფეები, რომლებიც ევროპის წამყვან კლინიკებში წარმოებული კვლევების ავტორები არიან.

დაბოლოს, როგორც საქართველოს ქირურგთა საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი გიორგობიანმა აღნიშნა: „ევროპის სამეცნიერო ოჯახის მიერ კონგრესის საქართველოში გამართვა საქართველოს ქირურგიული სკოლის დიდი აღიარებაა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“.

* * *

ბიძინა ნაკაიძეს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, ბედნიერება, პროფესიული წარმატებები ესოდენ საპატიო და საპასუხისმგებლო საქმიანობაში, რასაც ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა ჰქვია. მასთან ერთად მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო ქირურგ სოსო ლაჩაშვილს, მთელ მედპერსონალს იმ გულისხმიერებისთვის, რომელსაც იჩენდნენ ჩემდამი და ყველა პაციენტის მიმართ.