ქოქოსის ზეთი კბილებისა და ღრძილებისათვის
ნადების მოსაშორებლად, კბილის მინანქრის გასაძლიერებლად, კარიესის პროფილქტიკისა და ღრძილების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქოქოსის სავლების პროცედურას გვირჩევენ.
ქოქოსის ზეთი სწრაფად აშორებს უსიამოვნო ნადებს კბილის მინანქრიდან. ის შეიცავს უპირატესად ცხიმოვან მჟავებს, ნადები კი ნაწილობრივ ცხიმებისგან შედგება, ცხიმი კი ცხიმს იზიდავს.
ლაურინის მჟავას შემცველობის გამო ქოქოსის ზეთი ეწინააღმდეგება ბაქტერიების გამრავლებას. ის ანთების მოსახსნელი საიმედო საშუალებაცაა.
პროცედურის ჩასატარებლად 5-20 წუთის განმავლობაში უნდა დაიგუბოთ ქოქოსის ზეთი პირის ღრუში (ერთი პროცედურის მოცულობა შეადგენს 1 ჩ/კ ზეთს). ზეთი უნდა მოხვდეს მთელ პირის ღრუსა და კბილებს შორის. ზეთის გადაყლაპვა არ შეიძლება, გამოვლების შემდეგ აუცილებლად გადაანერწყვეთ.