ზეითუნის ზეთი ქალის ჯანმრთელობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზეითუნის ზეთი ქალის ჯანმრთელობისთვის

წამალიც და შეუცვლელი საკვები საშუალებაც. ზეითუნის ზეთის ყველაზე სასარგებლო შემადგენელი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებია. ეს უნიკალური ნივთიერებები გვაძლევს ენერგიას, აუმჯობესებს ცვლით პროცესებს, ეხმარება ცხიმში ხსნადი A, D, Е, К ვიტამინების შეწოვას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დამაზიანებელი ცუდი ქოლესტერინის დონეს.

მისი მიღება სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისი სამსახურიც ტყვიას უკავშირდება - რადგანაც ის ანეიტრალებს ტყვიის ტოქსინებს. ზეთში არსებული Е ვიტამინი ხელს უშლის სხვადასხვა ახალწარმონაქმნებისა და სიმსივნეების გაჩენას. ყოველდღიურად 1ს/კ ნატურალური ზეითუნის ზეთის მიღებისას მნიშვნელოვნად ქვეითდება ამგვარი დაავადების განვითარების რისკი.

სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მოამზადეთ ეს ნარევი: 100 გ ზეითუნის ზეთი, 50 გ თაფლი და ერთი ცალი ლიმონის წვენი. მიიღეთ 1ს/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 10 დღის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს მკურნალობა წელიწადში 3-4-ჯერ.

ზეითუნის ზეთს გააჩნია ნაღველმდენი და მსუბუქი სასაქმებელი მოქმედება, ამიტომ რეკომენდებულია ყაბზობის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, გასტრიტის, ნაღვლის ბუშტისა (ქოლეცისტიტი) და ნაწლავის (კოლიტი) ანთებისას. 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დალიეთ დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. თუ გირთულდებათ სუფთა ზეთის მიღება, გახსენით 1ს/კ 1 ჭიქა კეფირში და დალიეთ საღამოს. ყაბზობისას ეს საიმედო საშუალებაა.