ზეითუნის ზეთი ქალის ჯანმრთელობისთვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

ზეითუნის ზეთი ქალის ჯანმრთელობისთვის

ზეითუნის ზეთი ქალის ჯანმრთელობისთვის
ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი სასარგებლო ცხიმია, ის არის საკაზმიც, წამალიც და შეუცვლელი საკვები საშუალებაც. ზეითუნის ზეთის ყველაზე სასარგებლო შემადგენელი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებია. ეს უნიკალური ნივთიერებები გვაძლევს ენერგიას, აუმჯობესებს ცვლით პროცესებს, ეხმარება ცხიმში ხსნადი A, D, Е, К ვიტამინების შეწოვას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დამაზიანებელი ცუდი ქოლესტერინის დონეს.

მისი მიღება სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისი სამსახურიც ტყვიას უკავშირდება - რადგანაც ის ანეიტრალებს ტყვიის ტოქსინებს. ზეთში არსებული Е ვიტამინი ხელს უშლის სხვადასხვა ახალწარმონაქმნებისა და სიმსივნეების გაჩენას. ყოველდღიურად 1ს/კ ნატურალური ზეითუნის ზეთის მიღებისას მნიშვნელოვნად
ქვეითდება ამგვარი დაავადების განვითარების რისკი.

სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მოამზადეთ ეს ნარევი: 100 გ ზეითუნის ზეთი, 50 გ თაფლი და ერთი ცალი ლიმონის წვენი. მიიღეთ 1ს/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 10 დღის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს მკურნალობა წელიწადში 3-4-ჯერ.

ზეითუნის ზეთს გააჩნია ნაღველმდენი და მსუბუქი სასაქმებელი
მოქმედება, ამიტომ რეკომენდებულია ყაბზობის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, გასტრიტის, ნაღვლის ბუშტისა (ქოლეცისტიტი) და ნაწლავის (კოლიტი) ანთებისას. 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დალიეთ დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. თუ გირთულდებათ სუფთა ზეთის მიღება, გახსენით 1ს/კ 1 ჭიქა კეფირში და დალიეთ საღამოს. ყაბზობისას ეს საიმედო საშუალებაა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველასათვის ნაცნობი თემაა, რომ კოვიდ-19 განსაკუთრებულ ზიანს აყენებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ვირუსისთვის დამახასიათებელია ჭარბი სისხლის კოლტების წარმოქმნა.
15-02-2021
ტრადიციული აღმოსავლური მედიცინა, საზოგადოდ, დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის ცხოვრების წესს (სტილს).
23-05-2019
ყველა ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი. ნებისმიერი დაავადება სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს და ცუდ გუნებაზე გვაყენებს.
09-05-2019
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
რამ შეიძლება გამოიწვიოს შესიებული, ჩაცვენილი თვალები შავი რგოლებით?
ზაფხული მოგზაურობის სეზონია. როგორც კი ივნისი დგება, მაშინვე რთულდება სამსახურში სხვადასხვა დავალებებზე კონცენტრაცია, შეხვედრების მოსმენა და დედლაინების გულდასმით შესრულება.
- დღეს ფართოდ უწევენ რეკლამას იმუნიტეტის მოსაძლიერებელ საშულებებს. შეიძლება თუ არა მათი თვითნებურად მიღება?
მალე გამოცდები იწყება... რა უნდა გავითვალისწინოთ წარმატებული შედეგისთვის?
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად