იდეალური პაემანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

იდეალური პაემანი

იდეალური პაემანი
პირველ რომანტიკულ შეხვედრაზე შეიძლება საფუძველი ჩაეყაროს თავბრუდამხვევ რომანს ან, პირიქით, ისეთი სისულელეები ჩაიდინოთ, რომ პოტენციური შეყვარებული თავქუდმოგლეჯილი გაგექცეთ. ძალიან ძნელია მღელვარებასთან გამკლავება პაემანის დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალგაზრდა კაცი ნამდვილად მოგწონთ. იქნებ ამიტომაც არის, რომ ქალიშვილების უმრავლესობა უშვებს ერთსა და იმავე შეცდომებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგივიდეთ ნაცნობობის დასაწყისში. შესაძლოა თქვენც გამოიჩინოთ წინდაუხედაობა, მოდი, შევამოწმოთ:


1. ისევ დაიგვიანეთ


ასე აღარ მოიქცეთ. თქვენი ახალი თაყვანისმცემელი მზადაა მოთმინებით გელოდოთ არა უმეტეს 15 წუთისა. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ის გაღიზიანდება და გადაწყვეტს, რომ უპასუხისმგებლო
ხართ, თქვენი ნდობა არ შეიძლება და მაინცდამაინც არც გინდათ მასთან ურთიერთობა. ეჭვი ნუ შეგეპარებათ: ის გაცილებით ნასიამოვნები დარჩება, თუ პაემანზე მიხვალთ უბრალოდ ჩაცმული, ყოველდღიური ვარცხნილობით, მაგრამ დროულად, ვიდრე საგანგებოდ გამოპრანჭული და ერთი საათის დაგვიანებით.


2. ეს რა, დაკითხვაა?

რასაკვირველია, ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნოთ, სხვაგვარად როგორ
მიხვდებით, ერთმანეთს შეეფერებით თუ არა? ოღონდ ამისთვის დაკითხვას ნუ მოუწყობთ. ქალიშვილები ორგვარ უკიდურესობაში ვარდებიან: ან უამრავ კითხვას აყრიან თაყვანისმცემელს ხელფასის, დედის, მანქანის შესახებ, ან ყველაფერს ჰყვებიან საკუთარ თავზე. ბუნებრივია, მამაკაცს ამ დროს კანკალი აიტანს და ქალთან სიახლოვეზე აღარ ფიქრობს. ნაცვლად ამისა, ცდილობს გაიხსენოს, როგორი ხელფასი ჰქონდა პირველ სამსახურში და რომელი მუსიკის თანხლებით ცეკვავდა მეგობრულ შეკრებებზე ან სკოლის გამოსაშვებ საღამოზე.


3. ოღონდ ჭირვეული არა!


რა თქმა უნდა, გსურთ, თავი სრულყოფილ, ამაღლებულ არსებად წარმოაჩინოთ, მაგრამ მამაკაცმა შესაძლოა ვერ დააფასოს თქვენი ფაქიზი სული, თუ დაიწყებთ ჭირვეულობას, ჩააცივდებით ოფიციანტს, გაღიზიანებას გამოხატავთ გვერდით ჩავლილი ავტომანქანის გამო - ის ჩათვლის, რომ თქვენ მუდამ ყველაფრით უკმაყოფილო ხართ. ასეთ ქალს ნებისმიერი მამაკაცი მხიარული, ლაღი ბუნებისას ამჯობინებს.


4. ვაი ჭკუისაგან

თუნდაც თაყვანისმცემელში მონათესავე სული დაინახოთ, მაშინვე ნუ გამოიწვევთ მას სასაუბროდ და ნუ წაუკითხავთ ლექციას ფილოსოფიის საკითხებზე. ნურც ფილმის ნახვას დააძალებთ, რომელმაც ახლახან გაიმარჯვა კონკურსზე „კინო, რომელიც თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს აშიშვლებს“. ის აუცილებლად დააფასებს თქვენს ერუდიციას, მაგრამ კინოში ან მოიწყენს, ან ჩაეძინება, ან სამაგიეროს იმით გადაგიხდით, რომ ლექციას წაგიკითხავთ მანქანის კარბურატორის აგებულების შესახებ. კოცნა კი უნდა დაივიწყოთ...


5. ჩემი ყოფ ილი


ისაუბრეთ მხოლოდ თქვენს ურთიერთობაზე. თავს გადახდენილი რომანტიკული ისტორიების შესახებ ნურაფერს იტყვით. ნუ უამბობთ მას თქვენს ყოფილ თაყვანისმცემლებზე, ნურც მას ჰკითხავთ გოგონებზე. ეს ძალზე პირადი თემაა.


6. გამასპინძლებაც ამას ჰქვია!


თუ იმედი გაქვთ, რომ პაემანი სასიყვარულო ღამეში გადაიზრდება, ნუ დაგეგმავთ მსუყე ვახშამს. დაუკვეთეთ მხოლოდ სალათა და მსუბუქი დესერტი, ხოლო ნავახშმევს ეცადეთ, თქვენი თანამგზავრი ფეხით გასეირნებაზე დაიყოლიოთ. სხვაგვარად ცეცხლოვანი ვნებების იმედი ნუ გექნებათ, დანაყრებული გმირი მხოლოდ იმაზე იოცნებებს, რამდენიმე საათი გაუნძრევლად იწვეს. დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს თავისი ფასეულობები და ინტერესები. თქვენ ადვილად აღმოაჩენთ მათ, თუ გულწრფელ ინტერესს გამოიჩენთ პარტნიორის მიმართ.
ტეგები: პაემანი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
ზაფხულის ცხელ დღეებში ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შემთხვევები, ჩვეულებრივ, მატულობს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს:
ვიტამინების ნაკლებობა, ჩვეულებრივ, ასოცირდება მუდმივ დეპრესიებთან, ძალთა განლევასთან და განუწყვეტელ გაციება-ავადმყოფობებთან.
აღმოსავლური მედიცინა გვამცნობს - ჯანსაღი წესით მცხოვრები ადამიანი ბედნიერია, რადგან ის ჯანმრთელია და ფლობს
პასიური მწეველობის საშიშროების შესახებ (კვამლის მეორეული ზემოქმედება) კარგადაა ცნობილი. თუმცა ასევე არსებობს
თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში გა­რე­მო იმ­დე­ნად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის.
თბილი ამინდების დადგომისთანავე ბევრი კაფე და რესტორანი ხსნის ღია საზაფხულო ვერანდებს.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად