ახალი წელი და ახალი ფერები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი წელი და ახალი ფერები

არჩევენ მათი შინაგანი სამყაროსთვის უფრო ახლობელ ფერებს, მათ გემოვნებას რომ პასუხობს და ამავდროულად მოდურიცაა.

- ვარ ძალიან მგრძნობიარე და ემოციური, განსაკუთრებით ფერების მიმართ. ტანსაცმლის, აქსესუარების, ინტერიერის ფერი ყველას განწყობაზე მოქმედებს თუ მხოლოდ მე ვარ ასეთი?

- ადამიანი მგრძნობიარე არსებაა, თუმცა ფერთა შეგრძნება ქალებს მართლაც რამდენადმე უფრო მძაფრი აქვთ. ადამიანმა თავი რომ კარგად იგრძნოს და სტრესი აირიდოს, „სწორად“ უნდა შეარჩიოს ფერები და ფერთა თერაპიის სეანსიც ჩაიტაროს.

ჯერ კიდევ გოეთემ შეამჩნია და თავის თავზე ექსპერიმენტულადაც შეისწავლა ადამიანის გუნება-განწყობაზე სპექტრულ ფერთა აღქმის გავლენა. მანვე შემოიღო „ცივი“ და „თბილი“ ფერების ცნება, რომელსაც დღეს იყენებენ მხატვრები, დიზაინერები და სხვანი. გოეთემ პირველმა დაადგინა, რომ თბილი ფერები - წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი - ადამიანს აღაგზნებს, გამოაცოცხლებს, ახალისებს; ცივი - ლურჯი და იისფერი კი ასევდიანებს; ამ ორ ჯგუფს შორის არსებული ფერები კი - მწვანე და ცისფერი - ამშვიდებს. მისი დაკვირვება დადასტურდა და დღეს ამ კანონზომიერებას ფსიქიატრიულ პრაქტიკაშიც კი იყენებენ: საგანგებოდ მოწყობილ კლინიკებში დეპრესიულ ავადმყოფებს ნარინჯისფრად განათებულ ოთახში ათავსებენ, მეტისმეტად აღგზნებულებს კი - ცისფრად განათებულში. განათების ფერი მხოლოდ ემოციების წყარო როდია; ექსპერიმენტულად დამტკიცებულია მისი გავლენა ადამიანის მოძრაობის ბუნებრივ ტემპზე. მაგალითად, წითელი განათების დროს ტემპი უფრო სწრაფია, ვიდრე ლურჯის დროს. ფერი მოქმედებს ადამიანის კუნთურ ძალაზეც: თბილი განათებისას დინამომეტრის მაჩვენებლები უფრო დიდია, ვიდრე ცივი ფერებით განათებისას.

ნაირფერი ინტერიერი

თუ ბინაში რემონტის გაკეთებას გადაწყვეტთ, გირჩევთ, კედლები ფერთა თერაპიის სპეციალისტთა რეკომენდაციების შესაბამისად შეღებოთ.

  • ცივი, ბაცი ტონები, ცისფრის ან ღია იისფერის ტიპისა, შეესატყვისება დასვენებას, მოდუნებას, ასეთი ფერები მიზანშეწონილია საწოლი ოთახისთვის.
  • ბაცი ყვითელი ადამიანს ყურადღების კონცენტრირებასა და გონების მოკრებაში ეხმარება. ასეთი ფერით კარგი იქნება კაბინეტის, ასევე ბავშვის ოთახის შეღებვა. უკიდურეს შემთხვევაში, იმ კუთხისა მაინც, სადაც ბავშვი მეცადინეობს.
  • გარგარისფერი ხსნის დაძაბულობას და ქმნის კომფორტის, უსაფრთხოების განცდას. ის იდეალურია სასტუმრო ოთახისთვის.
  • შეღებეთ ნარინჯისფრად სამზარეულო და თქვენთვის ყოველი დილა მზიანი და ნათელი იქნება.

დღესასწაული იქნება!

წითელი, ყვითელი, ოქროსფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი... რაც მეტია ფერი, მით მხიარული იქნება დღესასწაული. ალბათ, ეს თქვენც შეგიმჩნევიათ. ამიტომ, როცა თქვენი ან ოჯახის რომელიმე წევრის დაბადების დღე მოვა, მორთეთ ოთახი ფერადი ბუშტებით, ხოლო როცა წვეულება დამთავრდება და სტუმრებს გააცილებთ, დაურიგეთ და თან გაატანეთ, რომ ზეიმი მათთვისაც გაგრძელდეს.

არტთერაპია

გიყვართ ხატვა? მაშინ არტთერაპია ნამდვილად მოგეწონებათ. არის შემთხვევები, როცა უეცრად შფოთვა და პანიკა გიპყრობთ? იმისთვის, რომ ამ არასასიამოვნო გრძნობას თავი დააღწიოთ, არტთერაპიის სეანსი ჩაიტარეთ: აიღეთ ფურცელი, ფერადი ფანქრები ან აკვარელის საღებავები, დახუჭეთ თვალები, ეცადეთ წარმოიდგინოთ, რა ფერისაა თქვენი განწყობილება. დაინახეთ? მაშინვე აიღეთ შესაბამისი ფერის ფანქარი ან ჩააწეთ ფუნჯი იმავე ფერის საღებავში და დახატეთ ყველაფერი, რაც მოგაფიქრდებათ: ლაქები, გეომეტრიული ფიგურები, ადამიანები - მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლდეთ.

ფერადი სუნთქვა

ტიბეტში მკურნალობის ერთ-ერთი სახეა „ფერადი მედიტაცია“. შეგიძლიათ თქვენც სცადოთ:

  • იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ, წარმოიდგინეთ, რომ ჩაისუნთქეთ ნარინჯისფერი სურნელი და ამოისუნთქეთ ლურჯი.
  • თვითშეფასების ასამაღლებლად „ჩაისუნთქეთ“ იისფერი და „ამოისუნთქეთ“ ყვითელი.

მედიტაცია შეიძლება არომათერაპიას შეუთავსოთ. ამისთვის მოწყვიტეთ ყვავილი, უყურეთ მას და ჩაისუნთქეთ მისი სურნელი. ხშირად ადამიანები იძენენ ეგზოტიკურ ფრინველებს - თუთიყუშებს, იადონებს ან თევზებს და მათი მრავალფეროვნებით ტკბებიან. ესეც ერთგვარი ფერთა თერაპიაა.