მარტოობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტოობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა

ერთ დღეს ის გარდაიცვალა. ყველას მარტოსული ადამიანი ეგონა და ხალხის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მის დაკრძლავაზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ცნობილი პიროვნება ჩამოვიდა. სამგლოვიარო პროცესიას მიაცილებდნენ ცნობილი მწერლები, რეჟისორები, მსახიობები, მეცნიერები... აღმოჩნდა, რომ მოხუცს მათთან დიდხანს ჰქონდა მიმოწერა და, როგორც ვარაუდობენ, სასიცოცხლო ენერგიას სწორედ ხალხთან ამ უჩვეულო ურთიერთობით იღებდა. ამ უცნაურ მოხუცს ინტერნეტის შესახებ რომ სცოდნოდა, ალბათ 100 წელზე მეტხანს იცოცხლებდა.

მკვლევართა აზრით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მკურნალობასა და პროფილაქტიკაში გადამწყვეტ როლს ძვირად ღირებული მედიკამენტები, საგანგებო დიეტა თუ ქირურგიული მკურნალობა კი არა, სიყვარულის უნარი ასრულებს. მკურნალობის ეს უჩვეულო მეთოდი პირველად ამერიკელმა დოქტორმა, დინ ორნიმმა აღმოაჩინა. მისი აზრით, გაცილებით ადვილია გულისკარი გაუღო ადამიანებს და აჩუქო მათ სიყვარული, ვიდრე უმკურნალო ბლოკირებულ სისხლძარღვებს. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ საზოგადოებისგან გარიყული ადამიანები 3-5-ჯერ ხშირად ავადდებიან და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც უფრო ნაკლებია, უმთავრესად - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო. სიყვარული, მზრუნველობა, ოჯახისადმი კუთვნილების გრძნობა - აი, უებარი წამალი გულით დაავადებულთათვის.

ნაშრომში „სიყვარული და გამძლეობა“ დინ ორნიში მოგვითხრობს ორი ამერიკული ქალაქის შესახებ, რომელთა მცხოვრებნიც, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. სხვაობა მხოლოდ ის იყო, რომ ერთი ქალაქის ბინადრები ერთმანეთის ნათესავები და გულითადი მეგობრები იყვნენ, მეორისანი კი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ. სტატისტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მეორე ქალაქში ინფარქტი, კიბო, დიაბეტი და ინფექციური სნეულებანი უფრო მეტად იყო გავრცელებული, ვიდრე პირველში. საინტერესო და საყურადღებოა კიდევ ერთი გამოკვლევის შედეგი. ამერიკელი გოგონები და ბიჭები გამოკითხეს იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა გულახდილი, თბილი ურთიერთობა მშობლებთან. 40 წლის შემდეგ ექიმებმა ჩაატარეს იმავე პირების სამედიცინო გამოკვლევა. მათ, ვისაც მშობლებთან სიყვარული არ აკავშირებდა, მძიმე ქრონიკული პათოლოგიები აღმოაჩნდათ, ხოლო მეორე, „მოსიყვარულე“ ნახევარი გაცილებით იშვიათად ავადმყოფობდა.

მაინც, როგორ გავხდეთ უფრო სათნონი, მოსიყვარულენი, მზრუნველნი, ყურადღებიანნი და, შესაბამისად, ჯანმრთელნი? ამისთვის საჭიროა გავითვალისწინოთ ექიმ დინ ორნიშის რჩევები:

  • ახლობლებთან ურთიერთობისას იყავით გულახდილი, დაუფარავად გამოხატეთ გრძნობები, ემოციები, ყურადღებით მოუსმინეთ მეგობრებს და პატივი ეცით მათ გრძნობებს.
  • ეძებეთ ახლობელი ადამიანები. თუ გგონიათ, რომ მათ თქვენი არ ესმით, შეეცადეთ იპოვოთ ის, ვინც მოგისმენთ, გულითადად მოგეპყრობათ და გაგიგებთ.
  • აღიარეთ შეცდომები და გამოიმუშავეთ მიტევების უნარი - ეს ხომ გულთბილი და გულწრფელი ურთიერთდამოკიდებულების საწინდარია!

როცა შეცდომებს აღიარებთ, დიდ შვებას გრძნობთ. მიტევება კიდევ უფრო სასიამოვნო განცდას ტოვებს, ურთიერთობაც უფრო ადვილი და სასიამოვნო ხდება.

  • იზრუნეთ ახლობლებზე - ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებით. სხვებზე ზრუნვა მარტოობის დაძლევის იდეალური საშუალებაა. რაც მთავარია, ის უდიდეს სიამოვნებას და კმაყოფილებას მოგანიჭებთ.
  • მიიღეთ სხვებისგან დახმარება, თუ ცხოვრებისეულმა გარემოებებმა (უბედურმა შემთხვევამ, დაავადებამ, ოჯახურმა უთანხმოებამ, ალკოჰოლიზმმა და სხვა) მარტო დარჩენის საფრთხე შეგიქმნათ.
  • შეეხეთ ერთმანეთს. ბევრს უჭირს, შეხებით გამოხატოს გულთბილი დამოკიდებულება. გულცივობას, უნდობლობას ხშირად დეპრესიამდე, ავადმყოფობამდე და სიკვდილამდეც კი მივყავართ. გაუწოდეთ ხელი მეგობრებს, გულში ჩაიკარით და ამით საკუთარ თავს ჯანმრთელობა, სიცოცხლის ხალისი და ხანგრძლივი სიცოცხლე აჩუქეთ!

დიალოგი საკუთარ თავთან

დიალოგი ზოგჯერ საკუთარ თავთანაც უნდა გამართოთ. იმის გასარკვევად, რამდენად ჯანსაღი ფსიქიკა გაქვთ, განმარტოვდით და ესაუბრეთ საკუთარ თავს. ურთიერთობის უნარი - მთავარი ადამიანური მოთხოვნილება და ღირსებაა, მაგრამ ყველას არ შესწევს საამისო ძალა და არ გააჩნია საამისოდ აუცილებელი თვისებები. ზოგი უფრთხის სხვასთან ურთიერთობას, გაურბის კონფლიქტებს. სულიერად ჯანსაღი ადამიანები კი ცდილობენ ზუსტად გამოხატონ თავიანთი გრძნობები. ისინი არც სქესობრივი სტერეოტიპებით იზღუდებიან. თანამედროვე მამაკაცი არ ცდილობს, ჭეშმარიტი გრძნობების დასაფარავად ქალს მკაცრ რაინდად მოაჩვენოს თავი, არ ეშინია, რომ ემოციების გამჟღავნება მის ვაჟკაცობას დაამცრობს. არც თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე ქალს აშინებს აგრესიული რეპუტაცია - იგი თამამად ამჟღავნებს თავის პოზიციას და მორჩილ და პასიურ როლს საზოგადოებაში აქტიურ თვითდამკვიდრებას ამჯობინებს.

ადვილად ვიღებთ უარს?

ცხოვრებაში ყველა ერთნაირად ვერ იპყრობს სიმაღლეებს, ცხოვრება მკაცრია და ზოგჯერ „უარს გვეუბნება“ ოცნებების ასრულებაზე. ამას ბევრი ტრაგიკულად აღიქვამს. სულიერად მტკიცე და ჯანსაღი ადამიანები კი აცნობიერებენ, რომ ეს კატასტროფა არ არის, პირიქით, გამოცდაა, და ცდილობენ, მოერიონ აღშფოთებასა და წყენას, რადგან ამით, უპირველესად, საკუთარ თავს მიაყენებენ ზიანს.

მეტისმეტად ბევრს ხომ არ ვშრომობთ?

ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ფსიქიკური სიჯანსაღის გასაღები სიყვარულსა და შრომაში უნდა ვეძებოთ. თუმცა შრომას ბევრი მძიმე ვალდებულებად უფრო მიიჩნევს, ვიდრე ბედნერებად. ევროპის ელიტურ წრეებში ცუდ ტონად მიიჩნეოდა ადამიანის შემოსავლის წყაროთი დაინტერესება, დღეს კი პირიქით ხდება, ადამიანი ფასდება იმით, თუ რა საქმიანობას ეწევა, როგორ იხარჯება. ზოგს შრომისადმი ავადმყოფური დამოკიდებულება აქვს და ფსიქოლოგიური პრობლემების შესანიღბად მიმართავს მას, თუმცა ამას საკუთარ თავსაც კი არ უმხელს. სულიერად ჯანსაღმა ადამიანებმა კარგად იციან ზომა შრომაშიც და დასვენებაშიც. ისინი გარკვეულ დროს შრომას უთმობენ, თუმცა ამით მათი ცხოვრების სხვა მხარეები არ ზარალდება.

ვტკბებით თუ არა სიყვარულით?

დღევანდელი ცხოვრებისთვის უცხოა საუკუნის წინანდელი სექსუალური აკრძალვები. დღევანდელი ადამიანი გაცილებით თავისუფალია და გაცილებით „მეტის უფლებას“ აძლევს თავს. სულიერად ჯანსაღი ადამიანები მხოლოდ საკუთარ სიამოვნებას როდი აფასებენ, არამედ ცდილობენ, პარტნიორსაც მიანიჭონ იგივე განცდა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სექსი ჯანსაღად მიიჩნევა მხოლოდ მაშინ, როცა ვნება სულიერ სიახლოვეს, სინაზეს, მზრუნველობას, ურთიერთგაგებას და ჰარმონიას ეფუძნება.

თავისუფლად გამოვხატავთ თუ არა ემოციებს?

ამა თუ იმ ემოციის გამოხატვისას (ტირილი, სიცილი) უხერხულობას ხომ არ გრძნობთ? სულიერად ჯანსაღ ადამიანებს არ ერიდებათ თავიანთი ემოციების დაუფარავად გამოხატვა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათ შეუძლიათ თანაუგრძნონ სხვის ემოციებს.

ხომ არ ვუფრთხით სიყვარულის გამოხატვას?

წიგნები, კინო, ტელევიზია, მუსიკა, რეკლამა, თავბრუდამხვევ „სასიყვარულო ისტორიებს“ მოგვითხრობს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში სიყვარული ნაკლებად რომანტიკული და ზოგჯერ მტკივნეულიც კია. ბევრს აშინებს იგი, რადგან არ სურს, სიყვარულის ობიექტზე დამოკიდებული გახდეს და უხერხულობას გრძნობენ, როცა თავად მათ უხსნიან სიყვარულს. სულიერად ჯანსაღი ადამიანები არ უფრთხიან თავიანთი გრძნობების გამჟღავნებას, „სიყვარულის გაცემა“ მათ „სიყვარულის მიღებაზე“ ნაკლებად როდი სიამოვნებთ.

გამუდმებით ხომ არ ვეკამათებით მშობლებს?

ზოგიერთი გამუდმებით ეკამათება მშობლებს, მაშინაც კი, როცა უკვე დიდი ხანია მათთან აღარ ცხოვრობს. მათ ცნობიერებაზე ზოგჯერ მთელი ცხოვრება ახდენს გავლენას მშობლების აჩრდილი. სულიერად ჯანსაღი ადამიანები მშობლებს ჩვეულებრივ ადამიანებად მიიჩნევენ, თავიანთი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით. მათ ესმით, რომ სისულელეა გულში ჩაიდონ ბავშვური წყენა. თუ ქალი ან ვაჟი მოწიფული პიროვნებაა, ის თავს დამოუკიდებელ, თავდაჯერებულ ადამიანად მიიჩნევს, შეუძლია თავის დაცვა, ამდენად, აღარ სჭირდება მშობლების დადანაშაულება ან მათი ქების დამსახურება. ის თავისი ზნეობრივი კანონებით ცხოვრობს.

გავურბივართ თუ არა ოჯახურ თავყრილობებს?

ბევრი გაურბის ოჯახურ გარემოს, ძველ მეგობრებს... საშიშია, როცა ადამიანი მხოლოდ ისეთ ურთიერთობებს ეძებს, რომლებიც სოციალური სტატუსის დამკვიდრებაში დაეხმარება. სულიერად ჯანსაღი ადამიანები თავს საზოგადოების ნაწილად მიიჩნევენ. მათ სურთ, მოსიყვარულე ხალხის გარემოცვაში ყოფნა, ვინც მათ მატერიალურ მდგომარეობას ან სოციალურ სტატუსს კი არა, არამედ პიროვნულ ღირსებებს დააფასებს.