ზამთრისთვის საჭირო ნივთები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

ზამთრისთვის საჭირო ნივთები

ზამთრისთვის საჭირო ნივთები
წელიწადის ყველა დრო თავისებურად სასიამოვნოა, მით უმეტეს, თუ მის შესახვედრად სათანადოდ ხართ მომზადებული, თუმცა ზამთრისთვის მაინც განსაკუთრებულად ემზადებიან. თუ ზამთრის კომფორტულად გატარება გსურთ, საჭიროა, წინასწარ მოიმარაგოთ ზამთარში საჭირო ზოგიერთი აქსესუარი. ალბათ, გიყვართ სავარძელში ფეხმორთმით ჯდომა თბილ, მოხერხებულ პლედში გახვეულს, ამიტომ, აუცილებლად განაახლეთ ეს აქსესუარი. ზამთრის ცივ საღამოს მასში გაეხვევით და იოცნებებთ...

პლედი შოტლანდიაში გამოიგონეს. ამ მკაცრი კლიმატის მქონე ქვეყნის ბინადრებმა ის სხეულის გასათბობად შექმნეს. შოტლანდიიდან ეს აქსესუარი დედამიწის ყველა ქვეყანაში გავრცელდა და ოჯახური კერისა და სიმყუდროვის სიმბოლოდ იქცა. პაშმინის სითბო და
სირბილე პირველად ნაპოლეონის მეუღლემ, ჟოზეფინამ დააფასა ღირსეულად. იმხანად საცხოვრებელი სახლები არ თბებოდა და შალის თბილი ქსოვილი, რომელშიც მთელი ტანით შეიძლებოდა გახვევა, ნამდვილი ხსნა იყო.


როგორი უნდა იყოს პლედი?


არსებობს ნაქსოვი, სქელი, დალიანდაგებული, შალ
ის, ბეწვიანი ქსოვილის პლედები. მაგრამ მთავარია არა წარმოების ტექნოლოგია, არამედ მასალა, რომლისგანაც არის ის დამზადებული. ამ აქსესუარს უმეტესად შალის, ბამბის ან სინთეტიკური მასალისგან ამზადებენ. რომელია ყველაზე სასიამოვნო, მოხერხებული და ჯანმრთელობისთვის უვნებელი? ბამბისგან ამზადებენ საზაფხულო, მსუბუქ პლედებს. შეიძლება მათი ხშირად გარეცხვა. ისინი პრაქტიკულად არ ფუჭდება, არ ითელება. ბამბის პლედები ყველაზე ეკოლოგიურად მიიჩნევა.

სინთეტიკური ქსოვილი აკრილი ადვილად ირეცხება, მაგრამ „არ სუნთქავს“ ისე, როგორც ნატურალური მასალა. ის შეიძლება გაიბურძგნოს. აკრილი იწმინდება. ყველაზე გავრცელებული მასალა პლედისთვის არის შალი. ის ინარჩუნებს სითბოს, არ არღვევს ჰაერის ნორმალურ ცირკულაციას, შთანთქავს ნესტს, თუმცა მშრალი რჩება. პლედის შერჩევისა და შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მის ფასს. ნატურალური შალისგან დამზადებული პლედი, როგორც წესი, უფრო ძვირია, ვიდრე ბამბის ან სინთეტიკური. თუმცა შალიც სხვადასხვაგვარია. მთის თხის ბეწვი (ქიშმირი), ზაფხულში გამოყვანილი ან ხელით გაწეწილი, ყველაზე ძვირფას ნატურალურ მასალად ითვლება. ის თბილია, რბილი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჰიპოალერგიულიც. ქსოვილი მტკიცე და გამძლე რომ გამოვიდეს, შალს აბრეშუმს უმატებენ. ლამა სამხრეთ ამერიკის ფრიალო კლდეებისა და მთების ბინადარია. მისი ბეწვი საკმაოდ ძვირად ღირებულია - მდიდარია ბუნებრივი ელფერებით, გრძელბოჭკოვანი შემადგენლობის გამო არ ცვივა და გამძლეობით გამოირჩევა. რადგან ლამას ბეწვი საკმაოდ უხეშია, სუფთა სახით პრაქტიკულად არ გამოიყენება. მას, ჩვეულებრივ, უმატებენ მერინოსის ბეწვს ან სინთეტიკურ ბოჭკოს (აკრილს, პოლიაკრილს). აქლემის ბეწვი ძალიან თბილი და ცხვრის მატყლზე ორჯერ მსუბუქია. ნამდვილი აქლემის ბეწვისაა თუ არა ნაკეთობა, ფერის მიხედვით შეიძლება გამოიცნოთ. აქლემის ბეწვი თითქმის არ ექვემდებარება ღებვას, ამიტომ მისგან დამზადებული ნივთების ფერთა გამა უმთავრესად ყავისფერის სხვადასხვა ტონალობისგან შედგება. არსებობს პაშმინი - ჰიმალაის მთებში მობინადრე თხის უთხელესი ბეწვი. პლედის მოსაქსოვად ამ მასალას შალს, ბამბასა და აბრეშუმს ურევენ. კლასიკური ნარევი ასეთია: 60% პაშმინი და 20% აბრეშუმი და ბამბა.


როგორ ამოვიცნოთ ნატურალური შალი?

პლედს რამდენჯერმე გადაუსვით ხელი. მისი ზედაპირი გლუვი და სწორი უნდა დარჩეს. ინტენსიური ბზინვარება მის შემადგენლობაში სინთეტიკური ბოჭკოების არსებობაზე მიგანიშნებთ. თუ ნატურალურ შალს ცეცხლის ალზე მოატარებთ და მსუბუქად „მოტრუსავთ“, ბუსუსები ფერფლის ფერს მიიღებს და ადვილად მოსცილდება ხელით ჩამობერტყვისას, ხელოვნური მასალა კი დადნება, ერთ გროვად შეწებდება. პლედს ისე უნდა მოვუაროთ, როგორც მის იარლიყზეა მითითებული. რეცხვისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. თხელი შალის პლედის რეცხვა ცივ წყალშია რეკომენდებული. გამოიყენეთ თხევადი, მხოლოდ შალის ქსოვილებისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებები. პლედი არ უნდა გაიწუროს - უმჯობესია, ფრთხილად მოათავსოთ ბრტყელ ზედაპირზე.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) მონაცემებით 12-დან 35 წლამდე ასაკის მილიარდზე მეტ ადამიანს მომავალში
ყველა მწეველი ერთხელ მაინც დაფიქრებულა იმაზე, რატომ უნდა უკუაგდოს მოწევის მავნე ჩვევა,
მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აღნიშნავს, თუ როგორ ღირსეულად დახვდა საქართველო უხილავ მტერს - საუბრობენ ქართველი
COVID-19-ის პანდემიის პარალელურად, მოვიდა რესპირატორული დაავადებების სეზონიც, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და მის წინააღმდეგ
ხელების ხშირად დაბანა ბაქტერიების ორგანიზმში მოხვედრის შანსებს ამცირებს. CDC-ის ინფორმაციით, ბევრი დაავადება სწორედ ხელების
გაკაჟება - ჯანმრთელობის გაძლიერების გამოცდილი საშუალებაა.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად