პირველი დახმარება გულის შეტევისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება გულის შეტევისას

რის გამოც ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ორგანო ვეღარ იღებს საკმარისი როადენობით ჟანგბადს და გარკვეული დროის შემდეგ ირღვევა მისი ფუნქციობა. ამდენად, გულის შეტევის დროს ძირითადი ამოცანა დარღვეული სისხლის მიმოქცევის აღდგენაა. ამის გაკეთება საკმაოდ სწრაფადაა საჭირო, რადგანაც ძალიან სწრაფად შეიძლება დაიწყოს კუნთის ქსოვილის კვდომა, ამდენად უმნიშვნელოვანესია დროული დახმარება და სწორად დაგეგმილი ღონისძიებები.

ნიშნები

გულის შეტევას შეიძლება თან ახლდეს ტკივილი ან ის საერთოდაც არ იყოს გამოხატული. ტკივილის გარეშე მიმდინარე შეტევას ახასიათებს: ჰაერის მკვეთრი და უეცარი უკმარისობა, სპონტანურად წარმოქმნილი ქოშინი, სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა და გულისრევა. აღწერილი სიმპტომების ერთდროული გამოვლინება სრულიადაც არაა აუცილებელი, შესაძლებელია მათი სხვადასხვანაირი კომბინაცია და თანმიმდევრობა.

გამოხატულ გულის შეტევას ახასიათებს მკვეთრი ტკივილის აღმოცენება გულმკერდის მარცხენა ნაწილში, რომელიც ვრცელდება მარცხენა ხელში, გადადის კისრის მარცხენა ნაწილში, ყბაში, და შეიძლება მუცლის არეშიც. ტკივილი, როგორც წესი, ინტენსიურია.

მოქმედების ალგორითმი

  1. საჭიროა შეტევის დასაწყისი დროის დაფიქსირება, რადგან მნიშვნელოვანია, როდის დაიწყო სისხლის მიმოქცევის დარღვევა გულის კუნთში.
  2. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, რადგანაც თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და შესაძლებელია იმოქმედოს ორგანიზმის მდგომარეობისა და მკურნალობის შედეგზე.
  3. პაციენტი დასვით მოხერხებულ სავარძელზე ან წამოაწვინეთ მაღალ სასთუმალზე. გაუზომეთ წნევა და პულსი.
  4. შეეცადეთ, რომ ოთახში რაც შეიძლება მეტი სუფთა ჰაერი შემოვიდეს, გაუხსენით პაციენტს საყელო, შეუმსუბუქეთ სუნთქვა.
  5. ენის ქვეშ მიეცით ნიტროგლიცერინი.