რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები

ღამის უსიამოვნო სიმპტომი - პარესთეზია შესაძლებელია განვითარდეს სისხლის მომარაგების დაქვეითებისას, გაუწყლოებისას, სიცივის გამო, ალკოჰოლისა და სიგარეტის გადაჭარბებული მოხმარებისას, კალციუმისა და მაგნიუმის ნაკლებობისას. ორგანიზმის მიკროელემენტებით შესავსებად მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, ბანანი, ფორთოხალი, ნიორი, რძე. ხოლო კუნთების სისხლით მომარაგების გასაუმჯობესებლად დაიწყეთ ვარჯიში. დიდი დატვირთვა აუცილებელი არ არის.

  • ძილის წინ მიიღეთ თბილი აბაზანა (შეიძლება წყალში დაუმატოთ 3 გ სოდა და 10 გ კოჭა), რის შემდეგაც დაიმასაჟეთ კუნთები;
  • ორი კვირის განმავლობაში, ძილის წინ წაისვით ტერფებზე ლიმონის წვენი;
  • დოლბანდის საფენში მოათავსეთ ჭინჭარი მარილით და დაიდეთ საფენი მტკივნეულ ადგილზე;
  • ზოგჯერ შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ამ მიდამოს ჩხვლეტა ან ჩქმეტა.
  • თუ ფეხი ძილის დროს გაგეკვანძათ, შეეცადეთ წამოდგეთ ლოგინიდან და ქუსლებს დაეყრდნოთ. თუ წამოდგომა შეუძლებელია, უბრალოდ მოდუნდით და ღრმად ისუნთქეთ. შემდეგ შეეცადეთ წამოჯდომას, გაასწორეთ ფეხები, ფეხის თითები ხელით თქვენკენ წამოსწიეთ;
  • მსუბუქად დაიმასაჟეთ წვივი, განსაკუთრებით მტკივნეული ადგილი;

შეეცადეთ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე მოქმედი მასაჟი გაიკეთოთ. ის აძლიერებს სისხლის მოდინებას სპაზმის ადგილას და ამ ზონას ადუნებს.

  • ხელისგულები წაუსვით ერთმანეთს, შემდეგ ორი თითით დაიმასაჟეთ ყურის ზედა ნაწილი გახურებამდე. ეს მოხსნის ფეხის კუნთების დაძაბულობას, რადგან ყურის ბოლოებში მოთავსებულია შესაბამისი აქტიური წერტილი.
  • აქტიური წერტილები არსებობს ასევე ხელის თითებში, ამიტომ ენერგიულად დაიმასაჟეთ არათითი და შუათითი.

თუ ყველაფრის მიუხედავად ვერ გათავისუფლდით ამ დისკომფორტისგან, მაშინ მიმართეთ ექიმ-რეფლექსოთერაპევტს.