მოვლილი ფრჩხილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოვლილი ფრჩხილები

დააკვირდით საკუთარ ფრჩხილებს. შესაძლებელია, მათ ჯანმრთელობის პრობლემებიც მიგანიშნონ. უცხოეთის ბევრ კლინიკაში ქალებს ოპერაციის წინ ფრჩხილიდან ლაქის მოშორებას სთხოვენ, რადგან ექიმი-ანესთეზიოლოგი ფრჩხილის ფერით განსაზღვრავს, საკმარის ჟანგბადს იღებს თუ არა პაციენტი ოპერაციის მსვლელობისას. თუ ფრჩხილი გლუვი და ვარდისფერია, ე.ი. ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს.

თუ ფრჩხილებზე ღარები აღინიშნება, ეს გადატანილ დაავადებას და იმუნიტეტის გაძლიერების საჭიროებას მიანიშნებს.

დეფორმირებული ფრჩხილები შესაძლოა რკინის ნაკლებობას აღნიშნავდეს, ამიტომ მიიღეთ ბევრი მწვანილი, წითელი ხორცი და ნიგოზი.

ფრჩხილებზე თეთრი ლაქები ავიტამინოზის მაჩვენებელია, ამ დროს საჭიროა ფრჩხილებისა და თმისთვის განკუთვნილი ვიტამინების, მინერალების კომპლექსის, ასევე ასკორბინის მჟავას მიღება.

ფერმკრთალი ფრჩხილები ანემიაზე, თირკმელების ან ღვიძლის დაავადებებზე მეტყველებს.

მოლურჯო ფრჩხილები სისხლში ჟანგბადის ნაკლებობას მიუთითებს, ამიტომ მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და დიდხანს იყავით პარკებსა თუ სკვერებში.

მანიკიური

ფრჩხილები რომ ყოველთვის მოვლილი გქონდეთ, მანიკიური თვეში 2-ჯერ მაინც უნდა გაიკეთოთ, კვირაში ერთხელ კი - მსუბუქი კორექცია.

  • გაისუფთავეთ ფრჩხილის ფირფიტა ლაქის მოსაშორებელ სითხეში დასველებული ბამბით. ტამპონი ცოტა ხანს გააჩერეთ ფრჩხილის ძირში და შემდეგ გაისუფთავეთ მთელი ფრჩხილი. ეს მაშინაც კი აუცილებლად უნდა გააკეთოთ, თუ ფრჩხილზე ლაქი არ გისვიათ.
  • ქლიბი დაიჭირეთ 450-იანი კუთხით და ფრჩხილებს თქვენთვის სასურველი ფორმა მიეცით. გაიქლიბეთ მხოლოდ მშრალი ფრჩხილები. უნდა გაქლიბოთ მხოლოდ ერთი მიმართულებით, პერიფერიიდან ცენტრისკენ ან სწორად, რომ ფრჩხილები არ აშრევდეს. ფრჩხილი გვერდებზე ძალიან არ გაქლიბოთ - ამან შეიძლება ნახეთქები გააჩინოს. ბაზარზე შეიძლება სხვადასხვა სახის ქლიბის შეძენა: ფორმის მისაცემი, გასაპრიალებელი, მოსახვეწი. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ლითონის ინსტრუმენტები წარსულს ჩაბარდა. დღეს იყიდება დამზოგავი ქლიბები ჩაჭრილი ფუძით და სპეციალური მქლიბავი ზედაპირით, რომელთა შერჩევაც შესაძლებელია ფრჩხილის სისქის შესაბამისად. ამ ქლიბებთან საჭიროა ფრთხილი მოპყრობა, განსაკუთრებით ფრჩხილის გასაპრიალებელ ქლიბებთან: მას იყენებენ ფრჩხილის უსწორმასწორო ფირფიტის დროს. თუმცა უსწორმასწორობის გაქლიბვა შესაძლებელია ექვს თვეში ერთხელ, სხვაგვარად ფრჩხილი გამოიფიტება და ძალიან დათხელდება.
  • ნუნის დასამუშავებლად კანის დამარბილებელი სპეციალური საშუალება გამოიყენეთ. წაისვით ის, რამდენიმე წუთი გაიჩერეთ, შემდეგ ნუნა ფრთხილად ასწიეთ სპეციალური ჩხირით (უმჯობესია, ფორთოხლის ხის რბილი ჩხირი). ნუნის დამარბილებელი საშუალების შემადგენლობაში შედის კერატოლიკები - ნივთიერებები, რომლებიც რქოვანა ნივთიერებებს ხსნის. ისინი ფრჩხილებისთვის აბსოლუტურად უვნებელია. რემუვერის უქონლობისას მოათავსეთ თითები თბილ ზეთში ან თბილ საპნიან წყალში 5-10 წუთით. ნუნა რბილდება და იმავე ჩხირით შესაძლებელია მისი ჩაწევა.
  • ფრჩხილზე წაისვით ფუძე, ის ამაგრებს ფრჩხილებს, აფერხებს აშრევებას, მასზე ლაქი კარგად ისმება და უფრო დიდხანს ნარჩუნდება. აცადეთ ფუძეს კარგად გაშრობა ლაქის გადასმამდე.
  • არსებობს ლაქის წასმის კლასიკური მეთოდიკა სამი ხაზით: ერთი ცენტრში და სათითაოდ გვერდებზე. ჯერ ლაქის ერთი ფენა წაისვით, 10 წუთის შემდეგ - მეორე. შემდეგ ფრჩხილზე წაისვით გამამაგრებელი საშუალება, რაც დამატებით ბრწყინვალებას შესძენს ლაქს და გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს. შეეცადეთ ლაქიც და ლაქის მოსაშორებელი უაცეტონო სითხეც შეარჩიოთ.
  • ფრჩხილები იდეალურად გამოჩნდება, თუ შიგნითა მხარეს გამათეთრებელი ფანქრით შეღებავთ.
  • შეეცადეთ ფრჩხილები კვირაში ორჯერ მაინც დაასვენოთ, რომ ისუნთქონ.