ჩვენი ორგანიზმის დირიჟორები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვენი ორგანიზმის დირიჟორები

ბატონი ტესტოსტერონი

ყოველივე ის, რაც ქალის ნაზ გულში აღწევს და განისაზღვრება ცნებით "მამაკაცურობა", ტესტოსტერონზეა დამოკიდებული. სქესობრივი ლტოლვა, თვითდაჯერება, აგრესია, სივრცეში ორიენტირების უნარიც კი კაცობრიობის ძლიერ ნახევარს სწორედ ამ ჰორმონის მეშვეობით მიეწოდება. მათ ქალებიც ფლობენ, ოღონდ გაცილებით ნაკლები ოდენობით. ნორმაში უზრუნველყოფს ქალის ნორმალურ სქესობრივ ფუნქციობას, სიჭარბე კი იწვევს სხვადასხვა პრობლემას, მაგალითად, მამაკაცური ტიპის თმიანობას. ამიტომ ტესტოსტერონი, შეიძლება ითქვას, "აღვირით" უნდა გვეჭიროს.

ბედნიერების ჰორმონები

ყოველივე იმაზე, რაც ამქვეყნად ყველაზე მეტად გიყვართ, პასუხს "სიამოვნების ჰორმონები" აგებენ. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ჩვენს გემოვნებასა და მისწრაფებებს. "ბედნიერების მაუწყებლებს" ენდო-რფინებს უწოდებენ. თუ ისინი საკმარისი ოდენობით გაქვთ, შეგიძლიათ, თავი ბედნიერ ადამიანად ჩათ-ვალოთ. მაღალი სასიცოცხლო ტონუსი, ხალისიანი განწყობილება მტკიცე ჯანმრთელობას, ძლიერ იმუ-ნიტეტს და სტრესის მიმართ გამძლეობას უზრუნველყოფს. "ბედნიერების ჰორმონების" ნაკლებობისას თავს იჩენს მოდუნება, აპათია, მოწყენილობა. ენდორფინების გამომუშავება ადვილია. სწორედ ამის წყალობით ახერხებს ადამიანი სტრესის გადალახვას. საამისოდ ყველაზე სწრაფ საშუალებებს ნარკომანია და ალკოჰოლიზმი წარმოადგენს.

 

"ახალგაზრდობის ელექსირი"

1990 წელს დოქტორ დენიელ როდმანის ზრდის ჰორმონი "ახალგაზრდობის ელექსირად" ჩათვალეს. ექსპერიმენტის ყველა მონაწილე თითქმის 20 წლით "გაახალგაზრდავდა": გახდა, ნაოჭები გაუქრა, თმის ფერი აღუდგა... მაგრამ შეწყვიტეს თუ არა ჰორმონის მიღება, ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. სამწუხაროდ, ასაკთან ერთად ჩვენ ვკარგავთ ამ ფასეულ ჰორმონს, თუმცა ბუნებრივი პროცესის დამუ-ხრუჭება შესაძლებელია. ზრდის ჰორმონზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სრულფასოვანი ძილი, ფიზიკური ვარჯიში, საკვების შეზღუდული მიღება. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ამ ჰორმონის როგორც ნაკლებობას, ისე მომატებას სამწუხარო შედეგამდე მივყავართ.

 

ერთგული თანაშემწე

ტესტოსტერონის საპირისპიროდ, ესტროგენი განაგებს ყოველივე იმას, რაც ქალის ორგანიზმში ქალურია. მისი მთავარი ამოცანაა, სიცოცხლის გაგრძელება უზრუნველყოს. ამიტომ ის აჯილდოებს ქალბატონებს ქალური ფორმებით, დედობრივი ინსტინქტით და მათ სქესობრივი ცხოვრებისათვის ამზადებს. მისი დამსახურებაა ყველაფრის მოწესრიგებისა და ვინმეზე მზრუნველობის მოთხოვნილებაც. ესტროგენი ქალს ანიჭებს სულიერ სიმშვიდეს, ხსნის დაძაბულობას და თრგუნავს აგრესიას, თუმცა ამასთანავე ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას განსაზღვრულ მიდამოებში - იმ ადგილებში, საიდანაც მათი გამოდევნა ყველაზე ძნელია: მუცლისა და თეძოების ზონაში. ბუნების ჩანაფიქრით, შიმშილობის შემთხვევაში ეს "მარაგი" ქალს შთამომავლობის გამოკვებაში უნდა დაეხმაროს. ესტროგენების დეფიციტს, ალბათ, მაინც ეს სჯობს - ჰორმონის უკმარისობის შედეგია მოშვებული კანი, ნაოჭები, შეთხელებული თმა და მტვრევადი ფრჩხილები, ოფლიანობა, გაღიზიანებადობა, უძილობა, ოსტეოპოროზი, გულის პრობლემები... აი, რისგან გვიცავს ქალური ჰორმონი! მეორე მხრივ, ესტროგენის სიჭარბე  იწვევს უნაყოფობას, მენსტრუაციის დარღვევას, სასქესო ორგანოების სიმსივნეთა განვითარებას. ასე რომ, მას ყურადღებით და პატივისცემით უნდა მოვეპყროთ და დროდადრო მაინც შევამოწმოთ, როგორ აქვს საქმე ჩვენს თანაშემწეს.

 

ადრენალინის ძიებაში

ალბათ იცით: ადრენალინი რომ მიიღოთ, აქტიურად უნდა ეძებოთ მძაფრი შეგრძნებები. ეს ჰორმონი ადამიანს მემკვიდრეობად ერგო წინაპრებისგან, რომელთაც სერიოზული ძალისხმევა უხდებოდათ ბრონტოზავრებისა და მამონტების გარემოში სიცოცხლის უფლების მოსაპოვებლად. საფრთხის შემთხვევაში ადრენალინი არენაზე გამოდის და სიტუაციის სადავეებს იღებს ხელში. მისი გავლენით შინაგანი ორგანოების სისხლძარღვები იკუმშებიან, ხოლო სისხლძარღვები, რომლებიც კუნთებს სისხლით ამარაგებენ, პირიქით, ფართოვდებიან. ამ დროს ითრგუნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედება, სამაგიეროდ, ძლიერდება და აქტიურდება ტვინისა და ბრონქების მუშაობა. მოკლედ, ორგანიზმი გადარჩენისთვის იბრძვის. ყველაფერი ნორმას რომ დაუბრუნდეს, საჭიროა ორგანიზმის მოლოდინის გამართლება, ამიტომ უნდა ავმოძრავდეთ. თუ სტრესს დაემორჩილებით და არჩევანს მის სასარგებლოდ გააკეთებთ, "გამოუყენებელი რეზერვი" თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდება. ასე რომ, თუ ჰორიზონტზე შესაფერისი "მამონტი" არ ჩანს, ის უნდა გამოვიგონოთ, მარტივად რომ ვთქვათ, მძაფრი შეგრძნებები ვეძებოთ.