8 პროდუქტი და სასმელი, რომელიც გაციებისგან არ გვიცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

8 პროდუქტი და სასმელი, რომელიც გაციებისგან არ გვიცავს

საშუალებითაც ორგანიზმი კარგავს სითხეს და სისხლი სქელდება. ასეთ გარემოში ვირუსებთან და ინფექციებთან ბრძოლის პროცესები უფრო ნელა მიმდინარეობს, იმუნური პასუხიც მუხრუჭდება. თუ გათბობა გნებავთ, ამ სასმელებთან ერთად დალიეთ 1 ჭიქა წყალი, გაუწყლოების თავიდან ასაცილებად. უმჯობესია ბალახეული ნაკრების - სალბი, გვირილა, ბეგქონდარა ნაყენის დალევა.

ლიმონი

ყელის ტკივილისა და ხველების დროს ლიმონი აღიზიანებს ისედაც გაღიზიანებულ ლორწოვანს და ამუხრუჭებს მის შეხორცებას. ეს სხვა ციტრუსებსაც ეხება - მანდარინს, ფორთოხალს, გრეიპფრუტს. ტკივილს აძლიერებს ახლაგამოწურული წვენებიც.

ფორთოხალი

ითვლება, რომ იმუნიტეტისთვის ფორთოხალი საუკეთესო ხილია, მასში ასკორბინის მჟავას დღიური ნორმის შემცველობის გამო. 11 ათასი ადამიანის მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ С ვიტამინი დასნებოვნების რისკს არ აქვეითებს. თუმცა დაავადების მიმდინარეობას რამდენადმე ამსუბუქებს და ამცირებს მის ხანგრძლივობას. С ვიტამინის დეფიციტი დღეისათვის არ გვხვდება, თუ ადამიანის რაციონში არის კარტოფილი, ბულგარული წიწაკა და კომბოსტო.

ნიორი

ნიორს მაგიურ თვისებებს აწერენ. ნივრის ფიტონუტრიენტები დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, მაგრამ არ იცავს გაციებისგან და არც ამსუბუქებს სიმპტომებს.გარდა ამისა, გადაჭარბებულად ნივრის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტეორიზმი ან ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.

ალკოჰოლი

ბევრი ფიქრობს, რომ ის გამოჯანმრთელებაში გვეხმარება. სპირტიან სასმელს გააჩნია შარდმდენი ეფექტი. დალევა სახიფათოა მაღალი წნევის, ღვიძლის დაავადების და პანკრეატიტის დროს. ალკოჰოლი რეაქციაში შედის ზოგიერთი წამლის კომპონენტთან, აქვეითებს მათ მოქმედებას ან მნიშვნელოვნად ზრდის ტოქსიკურობას. ხშირად გაციებისას რეკომენდებულია გლინტვეინი, მასში ანტივირუსული ეფექტის მქონე სუნელების შემცველობის გამო. მათ უმრავლესობას დაბალი ბიოშეღწევადობა აქვს. ისინი სისხლში მინიმალური რაოდენობით ხვდება და ვირუსებზე არ მოქმედებს, თუმცა შეიძლება გააძლიეროს სალივაცია - ლიზოციმის შემცველი ნერწყვის გამოყოფა, რომელიც შლის ბაქტერიების უჯრედის კედელს.

თაფლი და მურაბა

თაფლი ინფექციების სამკურნალო საუკეთესო საშუალებადაა აღიარებული, ხოლო ჟოლოს მურაბა ვიტამინების წყაროდ. ამ პროდუქტებში ბევრი შაქარია და მათი ჭარბად მიღების შემდეგ იწყება იმუნური ცილების გლიკირება. რაც მეტ ტკბილს შევჭამთ, მით ნელა მიმდინარეობს გამოჯანმრთელობა. თუმცა თაფლი გვეხმარება ბავშვებში მწვავე ხველის მკურნალობაში. ანტიმიკრობული კომპონენტები ებრძვის ანთებას და ახორცებს ყელის ლორწოვან გარსს.

რომელი პროდუქტები იცავს ორგანიზმს გაციებისგან

იმუნიტეტი რთული სისტემაა, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და მოიცავს ათასეულობით უჯრედს. მისი კარგი მუშაობისთვის მუდმივად სწორად უნდა ვიკვებოთ. ამგვარად ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, პრე და პრობიოტიკები ყოველდღიურად მოხვდება ორგანიზმში, ამიტომ რესურსი ავტომატურად გაიზრდება.გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აცრების დროულად ჩატარება, ვარჯიში. იმუნურ დაცვას აქვეითებს ალკოჰოლი, თამბაქო. არ არსებობს იმუნიტეტის გამაძლიერებელი სუპერპროდუქტი. უბრალოდ საჭიროა ცხოვრების წესის მოწესრიგება. დასნებოვნებისას დალიეთ ბევრი სითხე, დაისვენეთ, როდესაც შიმშილი შეგაწუხებთ, ჭამეთ ჯანსაღი პროდუქტები, ჩაიტარეთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა.

ლალი ჩხიკვაძე