8 პროდუქტი და სასმელი, რომელიც გაციებისგან არ გვიცავს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

8 პროდუქტი და სასმელი, რომელიც გაციებისგან არ გვიცავს

8 პროდუქტი და სასმელი, რომელიც გაციებისგან არ გვიცავს
ჩაი და ყავა - თბილ პლედში გახვევისას ჩაიდნის გაცხელებას ნუ იჩქარებთ. ჩაი და ყავა შარდმდენი სასმელებია, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი კარგავს სითხეს და სისხლი სქელდება. ასეთ გარემოში ვირუსებთან და ინფექციებთან ბრძოლის პროცესები უფრო ნელა მიმდინარეობს, იმუნური პასუხიც მუხრუჭდება. თუ გათბობა გნებავთ, ამ სასმელებთან ერთად დალიეთ 1 ჭიქა წყალი, გაუწყლოების თავიდან ასაცილებად. უმჯობესია ბალახეული ნაკრების - სალბი, გვირილა, ბეგქონდარა ნაყენის დალევა.

ლიმონი

ყელის ტკივილისა და ხველების დროს ლიმონი აღიზიანებს ისედაც გაღიზიანებულ ლორწოვანს და ამუხრუჭებს მის შეხორცებას. ეს სხვა ციტრუსებსაც ეხება - მანდარინს, ფორთოხალს,
გრეიპფრუტს. ტკივილს აძლიერებს ახლაგამოწურული წვენებიც.

ფორთოხალი

ითვლება, რომ იმუნიტეტისთვის ფორთოხალი საუკეთესო ხილია, მასში ასკორბინის მჟავას დღიური ნორმის შემცველობის გამო. 11 ათასი ადამიანის მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ С ვიტამინი დასნებოვნების რისკს არ აქვეითებს. თუმცა დაავადების მიმდინარეობას რამდენადმე ამსუბუქებს და ამცირებს მის ხანგრძლივობას. С ვიტამინის დეფიციტი
დღეისათვის არ გვხვდება, თუ ადამიანის რაციონში არის კარტოფილი, ბულგარული წიწაკა და კომბოსტო.

ნიორი

ნიორს მაგიურ თვისებებს აწერენ. ნივრის ფიტონუტრიენტები დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, მაგრამ არ იცავს გაციებისგან და არც ამსუბუქებს სიმპტომებს.გარდა ამისა, გადაჭარბებულად ნივრის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტეორიზმი ან ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.

ალკოჰოლი

ბევრი ფიქრობს, რომ ის გამოჯანმრთელებაში გვეხმარება. სპირტიან სასმელს გააჩნია შარდმდენი ეფექტი. დალევა სახიფათოა მაღალი წნევის, ღვიძლის დაავადების და პანკრეატიტის დროს. ალკოჰოლი რეაქციაში შედის ზოგიერთი წამლის კომპონენტთან, აქვეითებს მათ მოქმედებას ან მნიშვნელოვნად ზრდის ტოქსიკურობას. ხშირად გაციებისას რეკომენდებულია გლინტვეინი, მასში ანტივირუსული ეფექტის მქონე სუნელების შემცველობის გამო. მათ უმრავლესობას დაბალი ბიოშეღწევადობა აქვს. ისინი სისხლში მინიმალური რაოდენობით ხვდება და ვირუსებზე არ მოქმედებს, თუმცა შეიძლება გააძლიეროს სალივაცია - ლიზოციმის შემცველი ნერწყვის გამოყოფა, რომელიც შლის ბაქტერიების უჯრედის კედელს.

თაფლი და მურაბა

თაფლი ინფექციების სამკურნალო საუკეთესო საშუალებადაა აღიარებული, ხოლო ჟოლოს მურაბა ვიტამინების წყაროდ. ამ პროდუქტებში ბევრი შაქარია და მათი ჭარბად მიღების შემდეგ იწყება იმუნური ცილების გლიკირება. რაც მეტ ტკბილს შევჭამთ, მით ნელა მიმდინარეობს გამოჯანმრთელობა. თუმცა თაფლი გვეხმარება ბავშვებში მწვავე ხველის მკურნალობაში. ანტიმიკრობული კომპონენტები ებრძვის ანთებას და ახორცებს ყელის ლორწოვან გარსს.

რომელი პროდუქტები იცავს ორგანიზმს გაციებისგან

იმუნიტეტი რთული სისტემაა, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და მოიცავს ათასეულობით უჯრედს. მისი კარგი მუშაობისთვის მუდმივად სწორად უნდა ვიკვებოთ. ამგვარად ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, პრე და პრობიოტიკები ყოველდღიურად მოხვდება ორგანიზმში, ამიტომ რესურსი ავტომატურად გაიზრდება.გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აცრების დროულად ჩატარება, ვარჯიში. იმუნურ დაცვას აქვეითებს ალკოჰოლი, თამბაქო. არ არსებობს იმუნიტეტის გამაძლიერებელი სუპერპროდუქტი. უბრალოდ საჭიროა ცხოვრების წესის მოწესრიგება. დასნებოვნებისას დალიეთ ბევრი სითხე, დაისვენეთ, როდესაც შიმშილი შეგაწუხებთ, ჭამეთ ჯანსაღი პროდუქტები, ჩაიტარეთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 28-04-2019
ლექსო
არ გვიცავს კი არა, არამედ არასწორმა გამოყენებამ შეიძლება არ დაგვიცვასო უფრო უპრიანი იქნებოდა, რადგან ისეთი რაღაცეებია ჩამოთვლილი რომელიც აშკარად გვიცავს და საერთოდ ამ საიტზე ვინ რას წერს კონტროლდება? ანუ საიტს რადგან მკურნალი ქვია ვიღაცამ შეიძლება აქ დაწერილი აპრიორად აიღოს და ....., ასე რომ ყველა კარგად დაფიქრდეს რას დაწერს აქ !!!!
თარიღი : 25-04-2019
ნიკა
kai erti
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მსგავსი სიახლეები
გრიპი და სასუნთქი გზების სხვა ინფექციები ვერაფერს დაგაკლებთ,
05-02-2019
გარემოს ზემოქმედებას ნორმალური ტიპის კანიც კი ყოველთვის მძაფრად განიცდის.
05-11-2018
ართრიტით შეწუხებულებს განსაკუთრებულ შვებას მოუტანს ხალხური საშუალება ლიმონისა და დარიჩინის გამოყენებით.
27-03-2019
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
კატეგორიის სხვა სტატიები
სარეცხი საშუალებები, რომლებიც ერთი შეხედვით სასიკეთო საქმეს გვიკეთებს, რეალურად შეიძლება სერიოზული პრობლემების მომტანიც აღმოჩდნეს.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დააადების, კიბოს გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი
ყველა ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი. ნებისმიერი დაავადება სიცოცხლის ხალისს გვიკარგავს და ცუდ გუნებაზე გვაყენებს.
ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის ექსპერტები აქვეყნებენ რჩევებს, სახელწოდებით ჯანმრთელი გულის არითმეტიკა
D ვიტამინი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ტანდეგობისა და აქტიური მხცოვანობისთვის, იმდენად რამდენადაც
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად