რა უნდა გაითვალისწინოთ D ვიტამინის მიღებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა გაითვალისწინოთ D ვიტამინის მიღებისას

ის მოქმედებს ორგანიზმის მრავალ ფუნქციაზე. ხშირად მას მხოლოდ ბავშვებს უნიშნავენ, უპირატესად ზამთარში. თუმცა, ამ ვიტამინის ნაკლებობა მოზრდილ ასაკშიც აღინიშნება. ამასთან, ვიტამინის დარტყმითი დოზებით მიღება არ შეიძლება, რადგან ჰიპერდოზირების რისკი ამ შემთხვევაში მაღალია.

თუ მომატებული დოზებით, 2-3 კვირის განმავლობაში მივიღებთ D ვიტამინს, შეიძლება განვითარდეს მწვავე ინტოქსიკაცია. ამ დროს ვითარდება მადასთან დაკავშირებული პრობლემები, წყურვილის შეგრძნება, კანის სიმშრალე, ძილიანობა, მომატებული წნევა, არითმია, კანჭის კუნთების კრუნჩხვა, გახშირებული შარდვა.

D ვიტამინით ქრონიკული მოწამვლა ხდება, თუ ადამიანი მას 6 თვეზე მეტხანს ღებულობს გადაჭარბებული დოზებით. მისი სიმპტომებია ძილის დარღვევა, მომატებული გაღიზიანება, სისუსტე, კუნთების ტკივილი, კრუნჩხვა, თირკმელებთან, საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.

მიიჩნევა, რომ D ვიტამინი სინთეზირდება კანში მზის სხივების ზემოქმედებით. ამიტომ ხშირად მას ზაფხულში არ უნიშანვენ. მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გადაიხედა D ვიტამინის აუცილებელი დოზირება. ის მომატებულია დღეში 400−500 МЕ-დან 10000 და 20000 МЕ-მდეც კი მწვავე უკმარისობის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ დოზა უნდა შეარჩიოს ექიმმა 25-OH D3 ვიტამინის (Hydroxyvitamin D) ანალიზის საფუძველზე. თვითნებურად ვიტამინის დოზის დანიშვნა ანალიზის მონაცემების გარეშე არ შეიძლება. ჰიპერდოზირების ძირითადი საშიშროებაა კალციუმის ჭარბი დაგროვება ქსოვილებში, რაც დროთა განმავლობაში იწვევს ათეროსკლეროზს, კენჭების წარმოქმნას, თავის ტკივილს და მომატებულ დაღლილობას, ასევე ტოქსიურ ჰეპატიტს.

მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის ნორმალური ათვისებისთვის საჭიროა დამატებით მაგნიუმის, თუთიის, К ვიტამინის, В ჯგუფის ვიტამინების, მარგანეცის, ფოსფორის, კალციუმის ციტრატის მიღება. სამკურნალო მიზნით დიდი დოზით დანიშნული ვიტამინი უნდა მიიღებოდეს К ვიტამინთან ერთად, რათა თავიდან ავიცილოთ ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა.

ლალი ჩხიკვაძე