რა უნდა გაითვალისწინოთ D ვიტამინის მიღებისას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

რა უნდა გაითვალისწინოთ D ვიტამინის მიღებისას

რა უნდა გაითვალისწინოთ D ვიტამინის მიღებისას
D ვიტამინი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ტანდეგობისა და აქტიური მხცოვანობისთვის, იმდენად რამდენადაც ის მოქმედებს ორგანიზმის მრავალ ფუნქციაზე. ხშირად მას მხოლოდ ბავშვებს უნიშნავენ, უპირატესად ზამთარში. თუმცა, ამ ვიტამინის ნაკლებობა მოზრდილ ასაკშიც აღინიშნება. ამასთან, ვიტამინის დარტყმითი დოზებით მიღება არ შეიძლება, რადგან ჰიპერდოზირების რისკი ამ შემთხვევაში მაღალია.

თუ მომატებული დოზებით, 2-3 კვირის განმავლობაში მივიღებთ D ვიტამინს, შეიძლება განვითარდეს მწვავე ინტოქსიკაცია. ამ დროს ვითარდება მადასთან დაკავშირებული პრობლემები, წყურვილის შეგრძნება, კანის სიმშრალე, ძილიანობა, მომატებული წნევა, არითმია, კანჭის კუნთების კრუნჩხვა, გახშირებული შარდვა.

D ვიტამინით ქრონიკული მოწამვლა ხდება, თუ ადამიანი
მას 6 თვეზე მეტხანს ღებულობს გადაჭარბებული დოზებით. მისი სიმპტომებია ძილის დარღვევა, მომატებული გაღიზიანება, სისუსტე, კუნთების ტკივილი, კრუნჩხვა, თირკმელებთან, საჭმლ
ის მომნელებელ სისტემასა და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.

მიიჩნევა, რომ D ვიტამინი სინთეზირდება კანში მზის სხივების ზემოქმედებით. ამიტომ ხშირად მას ზაფხულში არ უნიშანვენ. მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გადაიხედა D ვიტამინის აუცილებელი დოზირება. ის მომატებულია დღეში 400−500 МЕ-დან 10000 და 20000 МЕ-მდეც კი მწვავე უკმარისობის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ დოზა უნდა შეარჩიოს ექიმმა 25-OH D3 ვიტამინის (Hydroxyvitamin D) ანალიზის საფუძველზე. თვითნებურად ვიტამინის დოზის დანიშვნა ანალიზის მონაცემების გარეშე არ შეიძლება. ჰიპერდოზირების ძირითადი საშიშროებაა კალციუმის ჭარბი დაგროვება ქსოვილებში, რაც დროთა განმავლობაში იწვევს ათეროსკლეროზს, კენჭების წარმოქმნას, თავის ტკივილს და მომატებულ დაღლილობას, ასევე ტოქსიურ ჰეპატიტს.

მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის ნორმალური ათვისებისთვის საჭიროა დამატებით მაგნიუმის, თუთიის, К ვიტამინის, В ჯგუფის ვიტამინების, მარგანეცის, ფოსფორის, კალციუმის ციტრატის მიღება. სამკურნალო მიზნით დიდი დოზით დანიშნული ვიტამინი უნდა მიიღებოდეს К ვიტამინთან ერთად, რათა თავიდან ავიცილოთ ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მსგავსი სიახლეები
კვინსლენდის უნივერსიტეტის სპეციალისტთა განცხადებით, D ვიტამინის დეფიციტით დაბადებულ ახალშობილებს
25-12-2018
ეს ელემენტი „მეგობრობს“ В6 და D ვიტამინებთან. სწორედ მაგნიუმისა და D ვიტამინის ურთიერთქმედებაზე
19-12-2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
24-09-2018
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია.
ზაფხულში ბევრს აშინებს შეშუპების განვითარება და ამ მიზეზით ერიდება სითხის, კერძოდ, წყლის სათანადო რაოდენობით
ზა­ფხუ­ლის სი­ცხე ადა­მი­ანს უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის და გამ­წვა­ვე­ბის საფრ­თხეს უქ­მნის,
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ყურსასმენების არასწორად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სმენის დაქვეითება,
შვებულებამდე 2-3 კვირით ადრე, აკლიმატიზაცით განპირობებული უსიამოვნო მომენტების თავიდან ასაცილებლად,
რა მოვუხერხოთ ფრჩხილებს, რომელიც თხელდება და იმტვრევა, ასევე ფერი აქვს შეცვლილი და სიყვითლე დაკრავს:
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად