როგორ უნდა ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი კურსი კვერცხის ნაჭუჭით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა ჩაიტაროთ გამაჯანსაღებელი კურსი კვერცხის ნაჭუჭით

თურმე რადიონუკლიდებიც გამოაქვს. მეცნიერთა აზრით, ცუდი არ იქნება, თითოეულმა ჩვენგანმა წელიწადში ორჯერ მაინც ჩაიტაროს გამაჯანსაღებელი კურსი კვერცხის ნაჭუჭით. ეს აგვარიდებს ხერხემლის დაავადებებს, ოსტეოპოროზსა და კარიესს. უფრო უკეთესი იქნება კვერცხის ნაჭუჭი რეგულარულად მივირთვათ, განსაკუთრებით ადრეული ბავშვობიდან 19-20 წლის ასაკამდე.

უმი კვერცხი თბილი საპნიანი წყლით კარგად გარეცხეთ, შემდეგ გამდინარე წყალში გულდასმით გაავლეთ. შიგთავსი გამოაცალეთ, ნაჭუჭი კვლავ გაავლეთ და 5 წუთით მდუღარე წყალში გააჩერეთ (მოხარშული კვერცხის ნაჭუჭს ასეთი დამუშავება არ სჭირდება, სამაგიეროდ ის ისეთი სასარგებლო არ გახლავთ, როგორც უმი კვერცხისა), შემდეგ გააშრეთ და დანაყეთ (გნებავთ ელექტროსაფქვავში, გნებავთ ქვასანაყში).

ფხვნილი სასურველია დილაობით საუზმისას მიიღოთ. შეგიძლიათ დაამატოთ ფაფას და ხაჭოს (დოზა 1,5-და 3 გრამამდე ასაკის შესაბამისად). გაითვალისწინეთ, სამკურნალო თვისებები აქვს ახალი კვერცხის შიგნითა აპკსაც.

თინათინ გოცაძე