რა გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ ოპერაციამდე და რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ მკაცრად - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

რა გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ ოპერაციამდე და რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ მკაცრად

რა გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ ოპერაციამდე და რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ მკაცრად
ქირურგიული ჩარევის გართულებისა და ლეტალური დასასრულის ყოველი გახმაურებული შემთხვევა
ელვის სისწრაფით გავრცელდება ხოლმე საზოგადოებაში და შიშის ზარს სცემს ადამიანებს. ჩნდება კითხვები: რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ, თუკი ოპერაცია გვჭირდება? ხომ შეიძლება ჩვენც გაგვირთულდეს მდგომარეობა და ნარკოზიდან ვერ გამოვიდეთ?

გვესაუბრება მკურნალი.გე-ს მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:

ასეთი შიში დამღუპველია და ზიანის მეტს არაფერს მოგვიტანს. სწორი იქნება, თუკი მეტად დავინტერესდებით იმ რეკომენდაციებით, რომელიც უნდა დაიცვას ექიმმაც და პაციენტმაც ოპერაციის წინ, რათა გართულებები თავიდან ავიცილოთ ან მინიმუმამდე დავიყვანოთ.

მაშ ასე, როგორ მოვემზადოთ ოპერაციისთვის?

ოპერაციისთვის მზადებისას მნიშვნელოვანი
ეტაპია პაციენტის საერთო მდგომარეობის შეფასება და ოპერაციის ჩატარების უკუჩვენებათა გამორიცხვა.

უნდა ჩატარდეს შემდეგი გამოკვლევები:

  • შარდის საერთო ანალიზი;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • სისხლის ჯგუფი და რეზუსი;
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი: შაქარი, საერთო ცილა, ბილირუბინი, ალტ, ასტ, ტუტეფოსფატაზა, კრეატინინი.
  • ინფექციებზე: ბ და ც ჰეპატიტები, შიდსი, სიფილისი;
  • კოაგულოგრამა;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • გულმკერდის რენტგენოგრაფია.

ყველა ჩამოთვლილი ანალიზი სავალდებულოა. ასევე პაციენტის
გამოკითხვისა და გასინჯვის შემდეგ ინიშნება კონსულტაციები ზოგიერთ ვიწრო სპეციალისტთან.

ანალიზები უნდა გაკეთდეს ოპერაციამდე 10 დღით ადრე მაინც.

თუ პაციენტი აღნიშნავს, რომ აქვს ალერგია, აუცილებელია კონსულტაცია ალერგოლოგთან და ნარკოზის საჭიროებისას, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სინჯები იმ ნივთიერებებზე, რომლებიც ნარკოზის დროს უნდა გამოიყენონ.

ოპერაციის შედეგს დიდწილად განსაზღვრავს პაციენტის ქცევა ოპერაციამდე - მისი მზადება ანესთეზიისა და ოპერაციისათვის.

პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა ოპერაციის შედეგის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამიტომ ექიმთან გასაუბრებისას აუცილებელია ყველა წვრილმანის შესახებაც კი უამბოთ მას ოპერაციამდე.

ნარკოზის დროს დიდი დატვირთვა მოდის გულსა და ფილტვებზე, ამიტომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს.

კუჭი უნდა იყოს ცარიელი ანესთეზიის წინ, წინააღმდეგ შემთხვევაში კუჭის შიგთავსი შეიძლება მოხვდეს ფილვებში, ეს კი სიცოცხლისთვის საშიში იქნება. სწორედ ამიტომ პაციენტმა მკაცრად უნდა დაიცვას რეკომენდაცია - ჭამამდე მინიმუმ 8 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოს მყარი საკვები, რაც შეეხება სითხეს, ამის შესახებ რეკომენდაციას მას ექიმი-ანესთეზიოლოგი ეტყვის.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ანესთეზიის გართულება?
1. მოწევა
მოწევის უარყოფითი გავლენის შესახებ ანესთეზიაზე ბევრი რამ არის ცნობილი. პაციენტს ყოველთვის ეძლევა რეკომენდაცია, რომ ოპერაციამდე რამდენიმე თვით ან სულ მინიმუმ 10 დღით ადრე მაინც შეწყვიტოს მოწევა. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს სუნთქვითი გართულებების რისკს.
2. ალკოჰოლი
ალკოჰოლის გამოყენებამ ოპერაციის წინ გაურკვევლად შეიძლება შეცვალოს ნარკოზის შედეგები. ზოგიერთ შემთხვევაში პრეპარატის დოზა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს და პაციენტს ოპერაციისას გაეღვიძოს. სხვა შემთხვევაში კი ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს საანესთეზიო საშუალებების დოზის გადაჭარბება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მოშლა, ჭარბი სისხლდენა და სისხლის დიდი დანაკარგი ოპერაციის დროს. ამიტომ ოპერაციამდე მინიმუმ 48-72 საათით ადრე პაციენტმა მკაცრად უნდა თქვას უარი ყოველგვარ ალკოჰოლზე.
3. ალერგია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალერგიულ ადამიანებს ოპერაციისთვის განსაკუთრებული მომზადება სჭირდებათ. ამიტომ იმის შესახებ, რომ ხართ ალერგიული, აუცილებლად უნდა უთხრათ ანესთეზიოლოგს.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
(ნაციონალური ქირურგიის თავისებურებანი)
05-02-2019
თუ ადამიანს სურს ცხვირის ფორმის შეცვლა, მას სულაც არ დასჭირდება ქირურგის სკალპელის ქვეშ დაწოლა.
16-04-2019
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
აუტოიმუნური რევმატული დაავადებებით დასნებოვნებულ ადამიანებს, ათეროსკლეროზის, ქოლესტერინის
იმისათვის, რომ „ცუდი“ ქოლესტერინისგან გავთავისუფლდეთ, ბუნებრივი, ნატურალური ინგრედიენტები დაგვჭირდება.
სოია, ცილის იაფი და მდიდარი წყარო, მათთვისაც მიმზიდველია,
2017 წლის მეტაანალიზის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის 68%-ს ლაქტოზის აუტანლობა აწუხებს.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად