რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები

შენობებსა და გარემოს შორის ტემპერატურულმა სხვაობამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაავადებები მათი თანმხლები უსიამოვნო მოვლენებით: ხველებით, სურდოთი, ყელის ტკივილით, სხეულის ტემპერატურის მომატებით. თუმცა მრავალი პროფილაქტიკური ღონისძიება არსებობს დაავადების ასარიდებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. გაციების სწორი მკურნალობა კი მნიშვნელოვნად შეამცირებს ავადობის პერიოდს და დაგიცავთ არასასურველი გართულებებისგან.

მოერიდეთ დავირუსებულ ადამიანებს

გაციების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციის მატარებლისგან დასნებოვნება. ყველაზე ხშირად ეს გაუნიავებელ შენობებში ხდება. ნაკლებად იმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით (რამდენადაც ეს შესაძლებელია), მოერიდეთ გაციებულ და ვირუსიან კოლეგებთან კონტაქტს, რომლებმაც რატომღაც გადაწყვიტეს სამსახურში მოსვლა, იმის ნაცვლად, რომ შინ დარჩენილიყვნენ და ემკურნალათ. გაციების სეზონზე ნაკლებად იყავით ხალხმრავალ ადგილებში.

პირადი ჰიგიენა

გაითვალისწინეთ, სისუფთავე ჯანმრთელობის საწინდარია, ეს პირად ჰიგიენასაც ეხება. ვინც გულდასმით იცავს ჰიგიენას, ნაკლებად ავადობს. გაციების პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ხელების დაბანას. საქმე ისაა, რომ რესპირატორული დაავადებების ვირუსები შეიძლება დაილექოს საყოფაცხოვრებო საგნებზე და თითქმის ერთი დღე-ღამე შეინარჩუნოს ცხოველმყოფელობა. იმის გათვალისწინებით, რომ დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილებში გვიწევს ყოფნა, ვეხებით უამრავ საგანს, შემდეგ კი სახეს, ცხვირს, პირს, თვალებს და ვირუსი წინაღობის გარეშე შეიძლება შეიჭრას ჩვენს ორგანიზმში. ამის თავიდან ასაცილებლად ყოველთვის უნდა დავიბანოთ ხელები შინ მისვლისას და უშუალოდ ჭამის წინ. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს გაციების ალბათობას.

ჯანსაღი კვება

ადამიანის ორგანიზმის სიჯანსაღე დამოკიდებულია კვებაზე, უფრო ზუსტად, იმაზე, თუ რომელი ვიტამინები, მინერალები, მიკროელემენტები ხვდება მასში საკვებით. გაციების სეზონზე განსაკუთრებით საყურადღებოა რაციონი. ყოველდღიურ მენიუში უნდა შედიოდეს მხოლოდ სასარგებლო საკვები პროდუქტები. რესპირატორული დაავადებების დროს მთავარია მეტი С ვიტამინი, ამიტომ რაციონში ის საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს. არ დაივიწყოთ ახალი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ვიტამინების წყაროა, ნიგოზი, თევზი, ხორცი, ხახვი და ნიორი. პროფილაქტიკისთვის შეიძლება დალიოთ ბალახეული ჩაი, ასკილის ნაყენი, ხილის წვენები.

ფიზიკური აქტივობა

რეგულარულად მოვარჯიშენი ნაკლებად ავადობენ. სპორტი აძლიერებს იმუნიტეტს, აწესრიგებს შინაგანი ორგანოების მუშაობას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და აუმჯობესებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს, რაც პროფილაქტიკისა და ვირუსებისგან დაცვის ერთ-ერთი ქმედითი, ეფექტური საშუალებაა.

ვაქცინაცია

გაციების შესამცირებლად ერთ-ერთი მეთოდი ვაქცინაციაა. ის ზრდის ორგანიზმის დამცველობით დონეს და ამსუბუქებს სიმპტომებს დაავადების განვითარების დროს.

მკურნალობა

პირველი ნაბიჯი ექიმთან ვიზიტია, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს დაავადების სახეს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. პარალელურად, შეგიძლიათ მიიღოთ ჩაი ლიმონითა და თაფლით, ჟოლოს მურაბით, გაიკეთოთ ინჰალაციები და დაწვეთ.

სისხლძარღვების პრობლემები, დაავადებების პროფილაქტიკა, მკურნალობა

დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ სისხლძარღვების დაავადებები ასაკობრივია და ადრეულ ასაკში უბრალოდ არ არსებობს. სინამდვილეში, სისხლძარღვებზე ზრუნვა ახალგაზრობიდანვე უნდა დავიწყოთ, რადგანაც სისხლძარღვების დაავადებებს ახასიათებს ფარული მიმდინარეობა.

თუ მუდმივად გეყინებათ ხელები და ფეხები, გიბუჟდებათ ან ჩხვლეტის შეგრძნება გაწუხებთ, გაქვთ უმიზეზო სისხლდენა, სახის სიფერმკრთალე ან სიწითლე - ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

როდესაც კაპილარები სკდება

პრობლემურ კაპილარებს ახასიათებს სისხლდენა ცხვირიდან ან თვალებში სისხლძარღვების წითელი ბადე. ასეთი სიმპტომების გამოვლენის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება ანთებითმა პროცესმა გამოიწვიოს, თვალის დამსკდარი სისხლძარღვები კი განვითარებულმა კონიუნქტივიტმა.

კაპილარების დაზიანება შეიძლება აღინიშნებოდეს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებების ზედოზირებისას ან С ვიტამინის გადაჭარბებისას. ამ უკანასკნელის სიჭარბის გამო სისხლძარღვების კედლები ზედმეტად მყიფე ხდება.

კაპილარების გასკდომის მიზეზი შეიძლება იყოს მომატებული არტერიული წნევა. განსაკუთრებით ხშირად ის აღენიშნებათ 40 წელს გადაცილებულ და ჰიპერტონიით დაავადებულ პირებს.

რას მიანიშნებს მუქი ბადე ფეხებზე?

ხილული ბადის გამოჩენა ბარძაყის არეში რეტიკულური ვარიკოზის პირველი ნიშანია. ეს რეტიკულური ვარიკოზის სისხლძარღვოვანი „ტოტების“ გაფართოებაა, რომლებიც გამოდის ვენებიდან. ვენები განთავსებულია კანქვეშ, ამიტომ გაფართოებისას შესამჩნევი ხდება.

ასეთ ვარიკოზს ზოგჯერ კოსმეტიკურს უწოდებენ, პრინციპში ის საშიში არც არის, თუმცა სხეულს ნამდვილად არ ამშვენებს. ულამაზო ბადის მოშორება შესაძლებელია მიკროსკლეროთერაპიით. თავისთავად, კომპრესების ან კრემების დახმარებით ის არ გაქრება.

თუმცა ამგვარი ბადის გამოჩენა ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსის დასაწყისს ნიშნავს. თუ ამ სიმპტომებს ემატება კვანძები, გამობერილი ვენები, საჭიროა ფლებოლოგის კონსულტაცია.

შესამჩნევი ვენების მიზეზი შეიძლება სრულიად უბრალო სიატუაცია გახდეს. მაგალითად, ხანგრძლივი მუშაობა ხელებით, გადაჭარბებული ფიზიკური ვარჯიში, სიცხეში დიდხანს ყოფნა ან სწრაფი სიარული. ამის მიზეზი დატვირთვისას ვენებში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებაა.

რატომ ჩნდება წითელი ლაქები?

სახეზე წითელი ლაქების გამოჩენა ხშირად უკავშირდება სისხლძარღვების მომატებულ მგრძნობელობას, თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი არ არის. ეს შეიძლება იყოს ჰიპერტონიის ან ათეროსკლეროზის სიმპტომი.

კანზე მცირე ზომის სილურჯეების გამომწვევი მიზეზები

მცირე ზომის სილურჯეების გამოჩენის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვების სიმყიფის ან სისხლის შედედების ფუნქციის დარღვევა. თუ მას თან ახლავს ჭარბი მენსტრუაცია, ღრძილებიდან სისხლდენის მომატება, საჭიროა ჰემატოლოგის კონსულტაცია.

სახიფათო ათერსოკლეროზი!

ის სისხლძარღვების ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადებაა. მისი შედეგი შეიძლება იყოს ინსულტი ან ინფარქტი.

ითვლებოდა, რომ დაავადება ხანდაზმული ადამიანების ხვედრი იყო, თუმცა ათეროსკლეროზი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა.

თუ 40 წელს მიტანებული ადამიანებისთვის რეკომენდებული იყო რეგულარულად ქოლესტერინზე სისხლის ანალიზის ჩაბარება, მათთვის, ვისაც ოჯახში ადრეული ინფარქტის ან ინსულტის შემთხვევები აღენიშნება, წნევისა და ქოლესტერინის დონის კონტროლი რეკომენდებულია 25 წლის ასაკიდან.