საფრთხე, რომელსაც ჰაერის გამწმენდის ხშირი გამოყენება ქმნის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საფრთხე, რომელსაც ჰაერის გამწმენდის ხშირი გამოყენება ქმნის

ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ყველას გვაინტერესებს, რატომ გახშირდა ავთვისებიანი სიმსივნეები, ჰიპერტონიული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ქალთა უნაყოფობა, მაგრამ არავინ უფიქრდება, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება საყოფაცხოვრებო ქიმიის ბოროტად გამოყენება იყოს.

როგორ წარმოუდგენლადაც უნდა გეჩვენოთ, საყოფაცხოვრებო ქიმიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნივთიერება „დიქლოფოსი“ კი არა, ჩვეულებრივი ჰაერის გამწმენდია.

ის პრაქტიკულად ყველა აბაზანასა და საპირფარეშოში მოიძებნება. სახლში სასიამოვნო სურნელის გამო მას ძალზე ხშირად მოიხმარენ, ეს კი ჰაერის ფტალატებით გაჯერებას იწვევს და უშუალოდ უკავშირდება ავთვისებიან სიმსივნეებსა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.

ფტალატები სახიფათო ნაერთებია, ისინი შეიცავს 2,5 დიკლოროფენოლს (2,5 DCP) და ნეგატიურად მოქმედებს ყველა ქალზე.

აღსანიშნავია, რომ საკვები პროდუქტების, კოსმეტიკური საშუალებებისა და სხვა ნივთების შეფუთვაც ფტალატების გარკვეულ რაოდენობას შეიცავს.

სამეცნიერო დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ მათი ხანგრძლივი მოქმედება აუარესებს ჯანმრთელობას, ზრდის კიბოს გაჩენისა და მუცლის მოშლის ალბათობას.

საფრთხე იმდენად რეალურია, რომ ბოლო დროს მთელი მსოფლიოს დიასახლისები, ქიმიკატების ნაცვლად, ბუნებრივ და ნატურალურ საშუალებებს ამჯობინებენ.

ცნობისთვის, საცხობი სოდისა და ეთერზეთების კომბინაციით მშვენიერი ჰაერის გამწმენდის დამზადებაა შესაძლებელი. სასიამოვნო სურნელის მისაღებად კარგი საშუალებაა არომატული სუნელებისა და ციტრუსების შეზავების გზით მიღებული ჰაერის გამწმენდი.