სანელებელი მცენარეები ჯანმრთელობისთვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

სანელებელი მცენარეები ჯანმრთელობისთვის

სანელებელი მცენარეები ჯანმრთელობისთვის
ბუნებრივ პროდუქტს ძვირად ღირებული ქიმიური პრეპარატების ჩანაცვლება შეუძლია, თანაც გაცილებით უსაფრთხოდ და ეფექტურად. სანელებელი მცენარე სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება, რადგან გადამუშავებას არ ექვემდებარება და შესაბამისად, მასში შენარჩუნებულია ვიტამინებისა და მინერალების დიდი რაოდენობა.

მაგნიუმის ნაკლებობა ადამიანში შინაგან შფოთვას, მოუსვენრობას, გაღიზიანებასა და სწრაფად გადაღლას იწვევს. ზოგჯერ ადამიანი კიდურებში ჩხვლეტას, კრუნჩხვას, თავის ტკივილს, თმის ცვენასა და გულისცემის რიტმის დარღვევას გრძნობს, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ასეთ შემთხვევაში ქიმიური ნივთიერებები შეიძლება ეფექტურად ჩაანაცვლოთ ცერეცოს, მდოგვის თესლითა და ქინძით.

მაგნიუმის ნაკლებობას ხშირად კალიუმის ნაკლებობაც ერთვის. ამ
დროს ადამიანს კიდურებზე გამუდმებით სცივა, მეხსიერება გაუარესებული აქვს, ჭრილობა რთულად უხორცდება და კანზე გამონაყარი აქვს. ხშირად ზემოჩამოთვლილ სიმპტომებს საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი უნდობლობაც ემატება და ეს ყველაფერი როდია. კალიუმი აუცილებელია ნერვული სისტემისა და სახსრების რეგულაციისთვის. თუ ზემოჩამოთვლილი სიმპტომები გაწუხებთ, გახსოვდეთ, რომ კალციუმის შემცველი სუნელებია: მიხაკი,
ქინძი და დარიჩინი.

რკინის დეფიციტი უმეტესად ზოგადი სისუსტითა და ფერმკრთალობით გამოიხატება. ამ დროს სუნთქვა და გულისცემა გახშირებულია. რკინის შემცველი სუნელებია: კურკუმა, დარიჩინი, ზაფრანა, ძირა (კვლიავი) და უცხო სუნელი.

ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იოდის შემცველი ზღვის პროდუქტების იშვიათმა გამოყენებამ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებამდე მიგიყვანოთ. კურკუმას გამოყენება კი ამ დაავადების საიმედო პროფილაქტიკაა.

C ვიტამინის ნაკლებობა ადამიანს უქვეითებს შრომისუნარიანობას, იწვევს სისხლჩაქცევებსა და კბილების დაკარგვას. C ვიტამინის შემცველი სუნელებია - ჯანჯაფილი (კოჭა), მიხაკი და მწარე წიწაკა. ეს სუნელები ხუთჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი.

B1 ვიტამინის ნაკლებობა ნერვული ფუნქციის მოშლასა და დეპრესიას იწვევს. ამ ვიტამინის საკმაო რაოდენობას შეიცავს მდოგვის თესლი და კამა.

A ვიტამინის ნაკლებობა თვალის სიმშრალესა და მხედველობის დაქვეითებაში გამოიხატება. ეს ვიტამინი აუცილებელია ადამიანის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის. A ვიტამინის შემცველი სუნელებია მიხაკი და დარიჩინი.

B2 ვიტამინის ნაკლებობა თვალებისა და ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევს. ხშირად სისხლის მიმოქცევის პრობლემებიც ჩნდება. გახსოვდეთ, რომ ვიტამინი B2-ის დიდი შემცველობაა კამაში, ზაფრანასა და წიწაკაში.

დაბოლოს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სუნელების დოზირებას და მათი მოხმარების უკუჩვენებებს, რადგან დადებითი და უარყოფითი თვისება ყველა პროდუქტს, მათ შორის - სრულიად უვნებელ სუნელებსაც აქვს.


მწარე წიწაკის უნიკალური თვისებები - ის, რაც აქამდე არ იცოდით

მწარე წიწაკა ამაგრებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ანგინისგან განკურნებას, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს ბრონქული ასთმით დაავადებული ადამიანის მდგომარეობას და ა.შ.

მწარე წიწაკის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ალკალოიდი ადამიანის ორგანიზმს მძიმე საკვების მონელებაში ეხმარება, ანეიტრალებს ცხიმებს და მავნე ნივთიერებებს, ორჯერ ამცირებს კერძის კალორიულობას და აფერხებს ჭარბი წონის გაჩენას.

მწარე წიწაკა თავისი უნიკალური თვისებებით ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას. აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში და სისხლს სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს.

მწარე წიწაკა ეწინააღმდეგება ჭარბ წონას, რადგან ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას. ამის შედეგად, ორგანიზმში სწრაფად მიმდინარეობს ცხიმოვანი უჯრედების დაშლის პროცესი. გარდა ამისა, წიწაკას მსხვილი ნაწლავიდან ტოქსინები და სხვადასხვა მავნე ნივთიერება გამოაქვს.

მწარე წიწაკა ძალიან დაბალკალორიული ბოსტნეულია და ნახშირწყლებს თითქმის არ შეიცავს. უნიკალური თვისებების წყალობით, ამ ბოსტნეულის გასახდომად გამოყენებაც შეიძლება.

ამისთვის საჭიროა ერთი წილი ძალიან წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა და მეხუთედი წილი არაყი ან 90%-იანი სპირტი. თუ წიწაკის ნაყენის დასამზადებლად სპირტს იყენებთ, ნაყენი შვიდი დღე უნდა გააჩეროთ. არყის შემთხვევაში კი, სულ მცირე, სამი კვირა მაინც. ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა მიიღოთ.

წითელი წიწაკა ეხმარება სისხლის წარმოქმნას და შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა.

მწარე წიწაკის დახმარებით უამრავმა ქალმა შეძლო გინეკოლოგიური პრობლემების მოგვარება. ცნობილია, რომ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ემოციური გადაღლის, ძილისა და დასვენების უკმარისობის, არასწორი კვებისა და უმოძრაობის შედეგია.

ასეთ დროს წითელი წიწაკა საკვერცხეებს ნორმალური მუშაობის აღდგენაში ეხმარება. წიწაკის თუნდაც ერთკვირიანი მოხმარების შემდეგ საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საკვერცხეების მუშაობაში შესამჩნევი გაუმჯობესება იგრძნობა. წიწაკაში შემავალი ნივთიერებები მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებას ეხმარება, თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ციკლის მიმდინარეობის დროს მწარე წიწაკის მიღებისგან თავის შეკავება სჯობს.

მწარე წიწაკა მამაკაცებისთვისაც უებარი დამხმარეა - ის აღადგენს პოტენციას და სქესობრივი უძლურების დაძლევაში ეხმარება. დიასახლისებო, ხშირად მოუმზადეთ საყვარელ მამაკაცებს მწარე წიწაკით შეზავებული კერძები, თუმცა, ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ.

მწარე წიწაკა თმისა და ფრჩხილების ზრდასაც ეხმარება და ამაგრებს მათ. თუ წიწაკის მოყვარული ხართ, მტვრევადი თმისა და ფრჩხილების პრობლემა არასოდეს შეგაწუხებთ.

მწარე წიწაკა ტვინს მუშაობაში ეხმარება, ამიტომ კარგი იქნება, თუ წიწაკას იმ ბავშვების რაციონშიც შეიტანთ, რომლებსაც გაკვეთილების ათვისება უჭირთ.

მწარე წიწაკა C ვიტამინის შემცველობით რეკორდსმენია. ამის გარდა, ის შეიცავს სასიცოცხლოდ აუცილებელ მიკროელემენტებს, რკინას, თუთიას, მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმსა და ფოსფორს, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, მწარე წიწაკა ყოველდღიურ რაციონში ჩავრთოთ.

აუცილებელია, ისიც აღვნიშნოთ, რომ ადამიანები, რომლებსაც მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი, დიაბეტი, ღვიძლის, ნაწლავებისა და წყლულოვანი დაავადებები აწუხებთ, მწარე წიწაკით შეზავებულ კერძებს უნდა მოერიდონ, რადგან მწარე წიწაკა კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასა და დაავადების გამწვავებას გამოიწვევს.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მსგავსი სიახლეები
„უქოლესტერინო“, „გლუტენის გარეშე“, „ცხიმი 0%“ - რა იმალება ამ წარწერების უკან?
05-02-2019
ართრიტით შეწუხებულებს განსაკუთრებულ შვებას მოუტანს ხალხური საშუალება ლიმონისა და დარიჩინის გამოყენებით.
27-03-2019
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მოწევა კლავს და არა მხოლოდ თავად მწეველებს, არამედ მათ ირგვლივ მყოფ ხალხსაც.
25-03-2019
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
კატეგორიის სხვა სტატიები
ცხოვრებაში რამდნეიმეჯერ მაინც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს შემთხვევა, როცა სწორი მოქმედებით შეგვიძლია ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ.
ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ძალიან ძნელია საჭესთან საათობით ჯდომა და მანქანის მართვა, მით უფრო შორ გზაზე,
ვიტამინების შეწოვა-შეთვისებას სხვადასხვა ფაქტორი უშლის ხელს. მათ შორისაა პრეპარატები. ცნობილია, რომ
ელექტრონული სიგარეტების მავნებლობის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ სითხეების
საქართველოში განსაკუთრებით განებივრებულნი ვართ სხვადასხვა ხილითა თუ კენკრით. ზაფხული ხომ შემოდგომასავით
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად