რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები

რადგან ყურძენი თირკმელების რბილი, დამზოგავი ბიოლოგიური გამღიზიანებელია. ის ზრდის დიურეზს, ამცირებს შარდში მყარი ნარჩენების და ფორმიანი ელემენტების რაოდენობას. მისი გამოყენებით იზრდება მკურნალობის ეფექტურობა. თირკმელების ქრონიკული დაავადებებისას ყურძენი არეგულირებს მათ მუშაობას და აუმჯობესებს თირკმელთა ფუნქციას.

ქრონიკული ნეფრიტისას რეკომენდებულია შემდეგი ჯიშის ყურძნის ახალგამოწურული წვენი: შასლა, შავკაპიტო, პედრო. დღიური დოზა კილოგრამ წონაზე უნდა შეადგენდეს 5-15 გრამს. წვენის მიღება საჭიროა დღეში 3-ჯერ. მნიშვნელოვანია დიეტის დაცვაც: მცენარეული და რძის პროდუქტებით მდიდარი საკვები, ხორცისა და თევზის მიღება კვირაში ერთხელ, ხილი და ბოსტნეული მოხარშული, ასევე ვეგეტარიანული წვნიანები.

მკურნალობით მცირდება ნიქტურია (დღეღამური შარდის დიდი რაოდენობით ღამით და არა დღისით გამოყოფა), პოლიურია თანდათანობით უბრუნდება ნორმალურ ციფრებს, შარდიც მუქდება. შესაბამისად, სისხლში მცირდება ცვლის მომწამვლელი პროდუქტების რაოდენობა (ნარჩენი აზოტი, საერთო აზოტი, შარდოვანა და სხვა).

ქრონიკული ნეფროზისას გამოიყენება ყურძნის იმავე ჯიშების ახალგამოწურული წვენი, რომლის დღიური დოზა კილოგრამ წონაზე 3-10 გრამია. წვენის მიღება საჭიროა დღეში 3-ჯერ.

მკურნალობის ფონზე შარდის შემცირებული რაოდენობა თანდათანობით იზრდება და შეშუპებაც ცხრება. იკლებს შარდში ცილისა და სხვა არანორმალური მინარევების რაოდენობაც.

იზომეტრიული ფიზიკური ვარჯიშები კისრის კუნთების გასაძლიერებლად

თითოეული მოძრაობის შესრულებისას შეინარჩუნეთ ვერტიკალური მდგომარეობა, ე.წ. „კეთილშობილი ტანდეგობა“. ვარჯიშისას თავი და კისერი პრაქტიკულად არ უნდა მოძრაობდეს.

ორივე ხელი მოათავსეთ შუბლზე. ნელა და თანდათანობით თავით მიაწექით ხელებს, ერთდროულად იმავე ძალით მას ხელებით ვაწვებით უკან. ნელა და თანდათანობით მოამატეთ წინააღმდეგობა, მაგრამ არ გაადაჭარბოთ კუნთების დაჭიმვის მაქსიმალურ ძალას. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 2-5 წამი და შემდეგ მოდუნდით.

ხელები მოათავსეთ უკან თავის ცენტრალურ ნაწილში, თითები გადააჯვარედინეთ. ნელა და თანდათანობით თავი გასწიეთ უკან და ამავდროულად ამ მოძრაობას წინააღმდეგობა გაუწიეთ ხელებით. გააჩერეთ ასე 2-5 წამი. ჩამოუშვით ხელები და მოდუნდით. ამ სავარჯიშოების შესრულება შეგიძლიათ კვირაში 2-3-ჯერ, ვარჯიშმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს მტკივნეული შეგრძნებები.

ტანდეგობის 5-წამიანი შემოწმება: დაჯექით, გასწორდით და მოდუნდით. დაჯდომისას უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ გააკეთოთ მოკლე პაუზა და შეარჩიოთ დაბალანსებული მოხერხებული პოზა. დაჯექით სწორად, არ მოიხაროთ. დუნდულები და ფეხების ზედა ნაწილი უნდა იყოს დასაჯდომის ცენტრზე. რომელიმე მხარეს გადახრა გამოიწვევს სიმძიმის ცენტრის გადანაცვლებას, რაც იწვევს დაძაბულობას და სისხლის მიმოქცევის შეზღუდვას, ნუ დარჩებით ამ დაუბალანსებელ პოზაში ხანგრძლივად.

სკამის ხელის საყრდენი 25%-ით ამცირებს დატვირთვას ზურგის ქვედა ნაწილიდან და სხეულის მდგომარეობის ცვლილებისას უზრუნველყოფს საყრდენსა და სიმყარეს.

შეეცადეთ არ დაჯდეთ საკუთარ საფულეზე, მანქანის გასაღებზე, კალმისტარზე. ირლანდიაში გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ზოგ შემთხვევაში ზურგის ქრონიკული ტკივილი თითქმის სრულად გაუქრა მამაკაც პაციენტებს მაშინ, როდესაც ისინი საფულეს აღარ ატარებდნენ შარვლის უკანა ჯიბით.

სწორად დაჯდომისას მკერდი და მხრები მსუბუქად იწევს წინ მენჯ-ბარძაყის სახსარში მოხრისას. ამ დროს დუნდულები და სხეულის ქვედა ნაწილი გარანტირებულად თავსდება დასაჯდომის ცენტრში.

ფეხების გადაჯვარედინება თუ გინდათ, გადააჯვარედინეთ ისინი კოჭების არეში. ფეხის ფეხზე გადადებისას ირღვევა მენჯის სწორი მდებარეობა და თუ სწრაფად არ შეიცვლით მდგომარეობას, შეიძლება კუნთების დაძაბვა და ზურგის ტკივილი გამოიწვიოთ.

ნებისმიერი შესაძლებლობისას ტერფები იატაკზე ბრტყლად მოათავსეთ.

დაჯდომისას, საუკეთესო პოზის მოსაძებნად, ჯერ დააბალანსეთ კისრის მდგომარეობა, დახუჭეთ თვალები, თანდათანობით დახარეთ თავი მარჯვნივ, მარცხნივ და შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას. ნელა დახარეთ თავი წინ და უკან და დაუბრუნდით სათანადო პოზიციას.